ირაკლი ქადაგიშვილი

21 Jun. 2022, 23:45

ხალხი ნამდვილად ბევრი იყო [აქციაზე]. ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი.

ჩემი აზრით, იმიტომ, რომ თემა ზოგადად საზოგადოებისთვის სენსიტიური არის ევროკავშირი. ხალხს ჰქონდა და აქვს ამის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. ძირითადი სულისკევეთება იქ მყოფი ადამიანებისა, მე ვფიქრობ იყო ამით განპირობებული. თუმცაღა უნდა ვთქვათ ისიც, ობიექტურობისთვის, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა, სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს. [...]

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც — იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირება, რადგან იქ არ იყო ერთი რომელიმე პარტიის ან, პარტიათა ჯგუფის ამომრჩეველი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი

რა ხდება: ცნობილი გახდა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი. ამ პროექტს, ევროპარლამენტი,…