TI: ვეტოს დაძლევის ან მიღების შემთხვევაში, ჩვენ კანონს მაინც გავასაჩივრებთ
არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ პრეზიდენტისგან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით უფრო კრიტიკულ შეფასებებს ელოდნენ. NGO-ების განცხადებით, ორივე შემთხვევაში, დაძლევს თუ არ დაძლევს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, ისინი აღნიშნული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი შენიშვნები სრულად არ ასახავს ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახულ პრობლემებს, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაღალი კვორუმის პრობლემაა.
TI-ის იურისტი, გიორგი ბერაია განმარტავს, რომ ვეტოში არ არის სრულად ასახული ის შენიშვნები, რომლებიც სამოქალაქო სექტორსა და ვენეციის კომისიას ჰქონდა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები პრეზიდენტის ვეტოში უკეთესობისკენაა შეცვლილი, მაინც არ არის ყველა პრობლემა ამოწურული, რომელიც NGO-ებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ:
"შესაბამისად, ამ ვეტოს დაძლევის ან მიღების შემთხვევაში, ჩვენ მაინც განვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზას".
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს წამომადგენელი, გიორგი გუჯაბიძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს 3 ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს:
"პირველი რიგში, ორგანული კანონი რომ გასაჩივრდეს, ამისთვის კვლავ მაღალი კვორუმი იქნება დადგენილი და ორგანული კანონით არის დარეგულირებული ძალიან დიდი სპექტრი საკითხებისა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ასე, რომ ეს საკითხი ძალიან დიდი პრობლემა იქნება მაინც და ყველა შემთხვევაში გასაჩივრება იქნება საჭირო".
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ, 31 მაისს, დაადო.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები