თურქეთის უმსხვილესმა ჩრდილო-კავკასიურმა ორგანიზაციამ, შესაძლოა, გეზი შეიცვალოს
მას შემდეგ, რაც თურქეთის უდიდესმა ჩრდილოეთ კავკასიურმა ორგანიზაციამ, KAFFED-მა ხელმძღვანელობა შეიცვალა, მან, შესაძლოა, ანტიკრემლისტური გეზი აიღოს.
21 მაისს სტამბულის ქუჩები ათასობით ჩრილო-კავკასიური დროში იყო მოფენილი, ზუსტად ისე, როგორც ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩერქეზთა გლოვის დღეს ხდება.
ჩერქეზთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილთა ზღვაში, ნახავდით ჩერქეზულისა და აფხაზური დროშების ფერებს, თუმცა წლევანდელ მსვლელობაში ყველაზე მეტად თვალშისაცემი იყო ერთი: იჩქერიის — ჩეჩნეთის ხანმოკლე სახელმწიფოსი, რომელიც 2000 წელს რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა.
ყოველწლიური მსვლელობა თურქეთში ყოველთვის კავკასიის ასოციაციის ფედერაციის (KAFFED) მიერ არის ორგანიზებული — ის ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში 56 ჩრდილო-კავკასიურ ასოციაციას აერთიანებს.
KAFFED-ის პრეზიდენტი, უმიტ დინჩერი 2021 წლის არჩევნების შემდეგ პირველად იქ გამოჩნდა. მისი არჩევა ორგანიზაციაში, შესაძლო ანტიკრემლისტურ ცვლილებას წარმოადგენს — დინჩერი პირობას დებს, რომ დღევანდელ თანამედროვე თურქეთში ორგანიზაციის როლს წინ წამოსწევს
მიუხედავად იმისა, რომ KAFFED-ის ტრადიციული, სეკულარული პოლიტიკა დროდადრო მმართველი, რელიგიურად ორიენტირებული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) აღშფოთებას იწვევდა, ის ისტორიულად ფუნქციონირებდა, როგორც შუამავალი თურქეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის, ასევე, იყო აფხაზეთის დამცველი თურქეთში.
თუმცა, სტამბულში მცხოვრები ექიმი და აქტივისტი დინჩერი KAFFED-ის უფრო კონსერვატიულ წევრებსა და ორგანიზაციის შიგნით არსებული მოძრაობის ახალგაზრდა წევრებს შორის, როგორც კომპრომისული კანდიდატი ისე აირჩიეს. ახალგაზრდული მოძრაობა ცვლილება რუსეთში ასიმილაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, უფრო ანტაგონისტურ დამოკიდებულებას, ასევე, ორი ქვეყნის აქტივისტებს შორის უფრო მეგობრულ, ღია ურთიერთობებს ემხრობა.
მართალია, გლოვის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელიც ესწრებოდა, დინჩერმა სპეციალურად აირჩია, რომ თურქეთის ოპოზიციის ლიდერებს, ასევე, პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს შეხვედროდა.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დინჩერი ცდილობს თურქეთის ჩრდილო-კავკასიური დიასპორის, როგორც თურქეთის პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეების როლი კვლავ აღადგინოს.
ჩერქეზული კვლევების ცენტრის გენერალური კოორდინატორი, ზეინალ ბესლენი ამბობს, რომ ჩერქეზები ქურთებთან და ალევებთან ერთად, ის უმცირესობები არიან, რომლებსაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებები შეუძლიათ.
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თურქეთში მცხოვრებმა ჩერქეზებმა, რომელთა რიცხვი 2-დან 4 მილიონამდეა და ძირითადი ნაწილი რუსულ-ჩერქეზული ომის ლტოლვილები არიან, ქვეყნის ტრაექტორიის ცვლილებაში დიდი როლი ითამაშეს. ჩერქეზები მსახურობდნენ, როგორც უფროსი ბიუროკრატები და სამოქალაქო მოხელეები ოსმალეთის იმპერიაში, ასევე, იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომსა და ბერძნულ-თურქულ ომში.
"რუსეთისგან განსხვავებით, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული გამოცდილება უფრო ძლიერი და ღრმაა თურქეთში. შესაბამისად, ჩერქეზები, ასევე, ალევები და ქურთები, რომლებიც ამაში მეტად გამოცდილები არიან, იპოვიან გზებს ნაციონალისტური ტალღის სამართავად".
ბესლენი ვარაუდობს, რომ დინჩერის ხელმძღვანელობა, შესაძლოა, დაეხმაროს KAFFED-ის, რომ ჩერქეზული საზოგადოების ახალგაზრდა თაობის აქტივისტებს მეტად მოერგოს.
"მან ორგანიზაცია ჩამოართვა მათ, ვინც მას დაარსების დღიდან აკონტროლებდა და ინარჩუნებდა. თქვენ შეგიძლიათ მათ მმართველი შეთქმულთა დაჯგუფება უწოდოთ", — უთხრა ბესლენიმ OC Media-ს,
ორგანიზაციაში ცვლილებების გავლენა დინჩერის ხელმძღვანელად არჩევამდეც ჩანდა — KAFFED-ში გაიზარდა სხვა ჩრდილო-კავკასიელების წარმომადგენლობა, როგორიცაა აფხაზების, აბაზინები, ოსები და ჩეჩნების.
პრობლემური ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ KAFFED ჩერქეზთა გლოვის დღისადმი მიძღვნილ მთავარ შეკრებებს ედგა სათავეში სტამბულში, ანკარაში, იზმირსა და სხვა ჩერქეზთა დასახლებულ ქალაქებში, ის თურქეთის ქუჩებში ერთადერთი ორგანიზაცია არ იყო.
ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა Kafkas Vakfı, დაგმეს ჩერქეზთა გენოციდი და ომი უკრაინაში — რუსული აგრესიის თანამედროვე მაგალითი, რომელსაც ზოგიერთი უფლებადამცველი გენოციდს ადარებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა, თურქეთის მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, ქვეყანაში ჩრდილო-კავკასიური ორგანიზაციების საქმიანობას ჩრდილს აყენებს, ასევე, რუსეთ-თურქეთის გაზრდილი კომპლექსური ურთიერთობა ართულებს ჩრდილო-კავკასიური დიასპორის საქმიანობას, როგორც თურქეთში, ასევე, მსოფლიოს გარშემო.
უმცირესობებს თურქეთში, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელებს, იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემური ისტორია აქვთ.
ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას, რომელიც ამჟამად AKP-სთან კოალიციაშია, ისტორიულად თურქეთში უმცირესობების აქტივიზმთან ანტაგონისტური ურთიერთობა აქვთ. კოალიციამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში გაზრდილ პარანოიდულ, ქსენოფობიურ ატმოსფეროში.
ჩერქეზულ ასიმილაციაზე ზეწოლის შესახებ Deutsche Welle-ის მიერ თურქულ ენაზე გავრცელებულმა ვიდეომ არსებითი დაპირისპირება გამოიწვია — AKP-ს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მათი "ჩერქეზული ძმები პროვოკაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან და ახალი ამბების გაშუქება კონფლიქტის გაღვივების სურვილითაა გამოწვეული". პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ბრალდებებს "ღალატი" უწოდა.
გლოვის დღის ღონისძიებაზე გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელიც თავად არის თურქულ-ჩერქეზული წარმომავლობის, ენისა და იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მამაჩემი თურქეთში მცხოვრები ჩერქეზი იყო. სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში, მას არ ჰქონია საშუალება, რომ მშობლიურ ენაზე ესაუბრა", — თქვა მან და თურქიზაციის პოლიტიკაზე მიანიშნა, რომელიც ისტორიულად უმცირესობებს საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარს უკრძალავდა.
"დიასპორაში კიდევ უფრო რთულია, რომ ენა და კულტურა დაიცვა. ბევრი კავკასიური ორგანიზაცია მომავალი თაობებისთვის ენის, კულტურისა და დონის პოპულარიზაციას ცდილობს. ეს ბევრად მარტივია დემოკრატიაში, იმ ქვეყნებში, სადაც უფლება გაქვს საკუთარი კულტურა გამოხატო და დაიცვა. ცხადია, ეს უფრო რთულია იმ ქვეყნებში, სადაც წამყვანი კულტურა ნაციონალიზმია".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები