ჯანელიძე: პირველ კვარტალში, ევროკავშირში, ქართული ექსპორტი 44%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რომელსაც ხელი დღეს, ევროკომისარ ჰანის ვიზიტის დროს მოეწერა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და იგი მიმართული იქნება შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.
„მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქართული ექსპორტი ევროკავშირში 44 პროცენტით გაიზრდა. ეს არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და ასევე იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს ინსტიტუციური რეფორმები არა მარტო ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უწყობს ხელს, არამედ ჩვენს პროდუქციას საერთაშორისო მასშტაბით ხდის კონკურენტუნარიანს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძის თქმით, გამოყოფილი თანხით, ასევე გათვალისწინებულია პროგრამების –„ჰორიზონტი 2020-ისა" და „კრეატიული ევროპის“ ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, ჯანელიძის მოსაზრებით, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართველ მეცნიერებს, ინოვაციის სფეროში დაინტერესებულ პირებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, მათ შორის საკანონმდებლო აპროქსიმაციას, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და ზოგადად ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები