აშშ-ის საელჩოს განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებამ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის საელჩოს პროგრამიდან სავარაუდო ჩახსნის შესახებ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა.
"რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას, რომ თითქოს, აშშ-ის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ცივი წყალი გადაესხა ამ განცხადებით ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით", — ამბობს ის.
"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე", — ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, დისკუსიას ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის საელჩოს პროგრამიდან სავარაუდო ჩახსნის შესახებ.
საელჩო კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ მათი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.
20 მაისს რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში მიდიოდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი მედიების წარმომადგენლებმა ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრისას განიხილეს. თუმცა, უცნობია, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ამას. საელჩოს განმარტება არ გაუვრცელებია. იმავე დღეს On.ge ჩხიკვაძეს დაუკავშირდა, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ კომენტარს არ აკეთებს.
გუშინ, 24 მაისს ირაკლი კობახიძემ საელჩოს ამ თემაზე განცხადების გამოქვეყნება "სთხოვა". მანვე, აღნიშნა, რომ თუ საელჩო ამას არ გააკეთებდა, საზოგადოებას ექნებოდა უფლება ეფიქრა, რომ "საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაციაა".
კობახიძემ იგივე გაიმეორა დღესაც. მისი თქმით, საელჩოს დუმილი მათ პოზიციაზე თანხმობის ნიშანია. როგორ მან აღნიშნა, ამით დადასტურა, რომ "ბრალდებები", რომლებსაც ოპოზიცია საელჩოს უყენებდა, იყო "ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია".
16 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა. ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია. სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები