დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 მაისიდან 22 მაისამდე:

  • გამოვლინდა ინფიცირების — 586 ახალი შემთხვევა;
  • გამოჯანმრთელდა — 605;
  • გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ბოლო ერთი კვირაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 კვლევა ტესტით, მათ შორის:

  • ანტიგენით — 103 058;
  • PCR — 10 568.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0,52%. NCDC-ის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკა ყოველკვირეულად, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.