2021 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კულტურის სამინისტრო შეფასდა — IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კულტურის სამინისტრო შეფასდა. მათი თქმით, კულტურის სამინისტროს გარდა, კიდევ 14 დაწესებულება, მათ შორის 14 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.
IDFI-ის განცხადებით, 2021 წლის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ტენდენციები აჩენს კითხვებს ზოგიერთ უწყებაში ანგარიშვალდებულების მექანიზმების ინსტიტუციურ მდგრადობასთან დაკავშირებით. მაგალითად, მინისტრ თეა წულუკიანის ცვლილების შემდგომ, იუსტიციის სამინიტრომ 2021 წელს გასცა ისეთი საჯარო ინფორმაცია რომელიც, მისი ხელმძრვანელობის პირობებში დახურული იყო დაინტერესებული პირებისათვის. ამასთან, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინიტრომ აღარ გასცა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ამ სამინისტროდან შეუფერხებლად იღებდა წინა წლებში.
ამას გარდა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ხოლო ყველაზე დაბალი მთავრობის ადმინისტრაციამ და კულტურის სამინისტრომ.
ამასთანავე, 2021 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა ორგანიზაციისთვის შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე.
IDFI-ის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაუმჯობესდა.
"ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას", — ვკითხულობთ ანგარიშში.
IDFI-ის განცხადებით, 2021 წელს, განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს, ისეთი საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში.
ორგანიზაცია აღნიშნვს, რომ ბოლო წლების პრაქტიკა ნათლად აჩვენებს სახელმწიფო შპს-ების და ა(ა)პების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. მიუხედავ იმისა, რომ ეს უწყებები და ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, განკარგავენ საჯარო ფინანსებს, IDFI-ს მიერ გაგზავნილ მოთხოვნებს ძირითად შემთხვევაში ან უპასუხოდ ტოვებენ ან განმარტავენ რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები