თუ თქვენი ლეპტოპი ნელა მუშაობს, შესაძლოა, ეს ნაკლებად ცნობილი მეთოდი დაგეხმაროთ
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპიუტერზე რაიმე ამოცანებს აქტიურად არ ასრულებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ლეპტოპი თვითონვე არ იტვირთავს თავს და დამოუკიდებლად არ მუშაობს.
ცენტრალური გამომთვლელი ერთეულის (Central Processing Unit — CPU) მოხმარების გაზრდას უმეტესად მავნე პროგრამებსა და ვირუსებს უკავშირებენ, ამიტომ, კომპიუტერის პერიოდული სკანირება ვირუსებისთვის ყოველთვის საჭიროა.
თუმცა, CPUS-ის მოხმარების გაზრდა, შესაძლოა, იმის ნიშანიც იყოს, რომ თქვენი Windows Event Viewer ჟურნალი ძალიან გაიზარდა.
Windows სხვადასხვა სისტემების მუშაობას მუდმივად ადევნებს თვალს. ამ ინფორმაციის ნახვა Event Viewer-ის საშუალებით შეგიძლიათ. ინფორმაცია კომპიუტერზე პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაძლოა, ძალიან ხელსაყრელი და გამოსადეგი აღმოჩნდეს, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის ეს ინფორმაცია უსარგებლოა ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალების ფაილები ხანდახან პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, ხანდახან ისინი ზომაში იმდენად იზრდება, რომ როდესაც CPU ფაილებს ქმნის და აკონტროლებს, კომპიუტერის მუშაობა ფერხდება.
რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?
Search ფუნქციით eventvwr მოძებნეთ და Enrer-ს დააკლიკეთ. შედეგად, ეკრანზე Event Viewer გამოჩნდება, სადაც ფანჯრის მარცხენა ზედა ნაწილში Windows Logs უნდა მოძებნოთ. მისი არჩევის შემდეგ პატარა ჩამონათვალი გამოჩნდება, საიდანაც Applications-ს აირჩევთ და ფანჯრის მარჯვენა ნაწილში Clear Log-ს აირჩევთ. იგივე უნდა გაიმეოროთ ჩამონათვლიდან Security-ის, Setup-ისა და System-ის შემთხვევაშიც.
ამის შემდეგ ფანჯარა დახურეთ და კომპიუტერი დაარესტარტეთ. როდესაც Task Manager-ს გახსნით და CPU-ს შეამოწმებთ, იგი ჩვეულ ნორმალურ დონეზე უნდა იყოს ჩამოსული.
აღსანიშნავია, რომ ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთობა უმეტესად ინტერნეტის მოხმარებაზეა დაფუძნებული. იქნება ეს ინტერნეტში ძრომიალი თუ ელ. ფოსტის შემოწმება, სამუშაოს უდიდეს ნაწილს ვებ ბრაუზერი აკეთებს.
ინტერნეტით სარგებლობისას ბრაუზერი მონაცემთა ფაილებს აგროვებს. ეს მოიცავს Cookie-ებსა თუ თრექერებს, ასევე ფაილების ქეშს, რამაც, წესით, ინტერნეტის გამოყენება უნდა დააჩქაროს.
როდესაც ბრაუზერი ნორმალურად მუშაობს, ქეშს საჭიროებისამებრ ასუფთავებს, თუმცა იგი დამაკმაყოფილებელ სამუშაოს თითქმის ვერასდროს ასრულებს.
იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტით სარგებლობისას ბრაუზერი შეფერხებით მუშაობს, შესაძლოა, ქეშის გაწმენდა კარგი იდეა აღმოჩნდეს. ეს შენახულ პაროლებს არ წაშლის, თუმცა, შესაძლოა, ინტერნეტზე წვდომა უფრო სწრაფი გახადოს.
კომენტარები