რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოსვლის შეზღუდვა უქმდება. ცვლილებები შედის 2020 წლის 27 მარტის ბრძანებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა მოძრაობას საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო, მდინარის და შერეული საგუშაგოებით რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთას.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ზომები აღარ ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში, ასევე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში.

აქამდე შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალში, მონღოლეთში, ყაზახეთსა და ჩინეთში გადასვლაზე.