ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და მისი ყველაზე გავრცელებული დაავადებები
ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარეგულირებასა და მათ სწორად წარმართვაში უდიდეს როლს ფარისებრი ჯირკვალი ასრულებს. ეს პატარა ორგანო პასუხისმგებელია საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული თუ რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე. ამიტომ მისი ნებისმიერი დარღვევა ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ფარისებრი ჯირკვლის რა დაავადებებია გავრცელებული, როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი და როგორია მათი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? — ამ კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოკრინოლოგის, მაია ქობულია საუბრობს.
როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი და მისი რა დარღვევებია ყველაზე გავრცელებული?
ფარისებრ ჯირკვალს თავის ტვინში არსებული ჯირკვალი, ჰიპოფიზი აკონტროლებს. ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რათა მან გამოყოს ჰორმონები — თიროქსინი და ტრიიოდთირონინი. სწორედ ეს ორი ჰორმონი ახდენს უდიდეს გავლენას სხვადასხვა ორგანოების სწორად ფუნქციონირებაზე.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შეიძლება მოიცავდეს სტრუქტურულსა და ფუნქციურს ან ორივეს ერთად. სტრუქტურულ დარღვევებში ჩიყვი იგულისხმება, რომელიც შეიძლება იყოს კვანძოვანი და დიფუზური. კვანძოვანი ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში წარმოქმნილია კვანძები, ხოლო დიფუზურის დროს თავად ორგანოა ზომაში გაზრდილი. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ერთიც აღენიშნება და მეორეც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი სტრუქტურულად დაზიანებული იყოს, თუმცა, თავის ფუნქციას მაინც კარგად ასრულებდეს.
ფუნქციურ დარღვევებში კი შედის ჰიპოთირეოზი, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს და ჰიპერთირეოზი, როდესაც გამომუშავებული ჰორმონები საჭიროზე მეტია. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებებით ანუ მასში არსებული კვანძებითა და ორგანოს ზომით, ისე ავტოიმუნური დაავადებებით.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებს შორის, ყველაზე გავრცელებული საქართველოში ჰიპოთირეოზია. ზოგადად კი, ამ ორგანოსთან დაკავშირებული დაავადებები მეტად აწუხებთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. მათი განვითარების რისკი კიდევ უფრო მატულობს 40-60 წლის ქალებში.
რა ჩივილები ახასიათებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე მის რომელიმე დარღვევასთან გვაქვს?
ჰიპოთირეოზის დროს თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სისუსტე, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაბალი პულსი და წნევა, წონის მატება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სხვა. ჰიპერთირეოზის დროს კი პაციენტებს ამ სიმპტომების საპირისპირო ნიშნები აღენიშნებათ. მათ შორისაა გულისცემის გახშირება, არითმია, ტაქიკარდია, ხელების კანკალი, ოფლიანობა, წონაში კლება და ა.შ.
რა თქმა უნდა, ეს და მსგავსი სიმპტომები ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ახასიათებთ. ამიტომ, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა.
როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება თოდუას კლინიკაში?
ჩვენთან მოსულ პაციენტს უტარდება ყველა ის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე სრულ სურათს მოგვცემს. ანალიზებით განვსაზღვრავთ რა ჰორმონი მიეწოდება ორგანიზმს ჭარბად ან, პირიქით, ნაკლები რაოდენობით. ასევე, ვიკვლევთ ანტისხეულების დონეს.
ლაბორატორიული კვლევების გარდა, ვატარებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას, რომლითაც ორგანოს სტრუქტურულ მდგომარეობას ვაფასებთ — როგორია მისი ფორმა, ზომა, ხომ არ არის მასში კვანძები და ა.შ.
მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს?
ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, განვსაზღვრავთ რა ტიპის მკურნალობა სჭირდება პაციენტს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ძირითადად, მედიკამენტებს ვიყენებთ. ჰიპოთირეოზის დროს ვნიშნავთ ჰორმონოთერაპიას ანუ გარედან შეგვყავს ორგანიზმში ის ჰორმონი, რომელსაც ჯირკვალი საკმარისად ვერ გამოიმუშავებს. ჰიპერთირეოზის დროს კი შეიძლება თირეოსტატების დანიშვნა გახდეს საჭირო. ისინი ჰორმონების ჭარბად გამომუშავებას უშლიან ხელს. ქირურგიული ჩარევა კი მაშინ ხდება საჭირო, როდესაც საქმე კვანძებთან გვაქვს და მათი მედიკამენტოზურად მკურნალობა ეფექტური არ არის.
როგორია ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებისა და მათი გართულებების პრევენცია?
ჯანმრთელმა ადამიანმა ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. ეს განსაკუთრებით რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ანუ 40-60 წლის ქალებს ეხებათ. სკრინინგით შეგვიძლია მცირე დარღვევებიც კი აღმოვაჩინოთ და დროული ჩარევით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გართულება ავიცილოთ თავიდან.
ასევე, რადგანაც ზაფხული ახლოვდება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი რადიაციის და, მათ შორის, მზის რადიაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ცხელ სეზონზე მასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება. ამიტომ, სასურველია, შუადღის მზეს მოვერიდოთ და დღის ამ მონაკვეთში მზის გულზე დიდი დრო არ გავატაროთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები