6 ცნობილი ადამიანი, რომელიც საიენტოლოგიის მიმდევარი იყო ან დღემდეა
საიენტოლოგია, რომელიც ჯერ მხოლოდ ათწლეულებია, რაც ეკლესიის სახით არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი რელიგიაა. სამთავრობო სტრუქტურებისა და მკვლევრების ნაწილი ეკლესიას მანიპულაციურ და ანგარებიან ბიზნესად მიიჩნევს. მაგალითად, გერმანიის მთავრობა საიენტოლოგიას ანტიკონსტიტუციურ სექტად თვლის, საფრანგეთში კი ამ რწმენას საშიში კულტის სახელი აქვს. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის წევრი არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა — ზოგიერთი მათგანი კი დღემდეა.
1. ელიზაბეთ მოსი
მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად სერიალ მხევლის წიგნში შესრულებული როლით არის ცნობილი, საიენტოლოგიის მიმდევარი ჯერ კიდევ მოზარდობამდე გახდა. თუმცა, მოსი ამ თემაზე ღიად დიდად არ საუბრობს. The New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საიენტოლოგიას ხშირად არასწორად იგებენ.
"სულაც არაა 'ჩაკეტილი' რელიგია", — ამბობს მსახიობი, — "ეს ადგილი ყველასთვის ღია და კეთილგანწყობილია, ვისაც მის შესახებ მეტის გაგება სურს".
2. ტომ კრუზი
ტომ კრუზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიენტოლოგია ჰოლივუდში. თავის ინტერვიუებში წინათ იგი ხშირად გამოდიოდა ეკლესიის დასაცავად, ერთხელ კი ფსიქიატრიას "ფსევდომეცნიერებაც" კი უწოდა. მსახიობი სეთ როგანი თავის მემუარში იხსენებს, რომ როცა ის და ჯუდ აპეტოუ კრუზს ახალ პროექტზე სალაპარაკოდ შეხვდნენ, ტომმა მათთან თავის ეკლესიასთან შეერთებაზე სცადა საუბარი.
3. ნიკოლ კიდმანი
კიდმანი საიენტოლოგიის ეკლესიის წევრი კრუზის გამო იყო. მას შემდეგ, რაც წყვილმა ერთად ცხოვრება შეწყვიტა, კიდმანიც ჩამოშორდა ყოფილი ქმრის რელიგიას. თუმცა, ნიკოლისა და ტომის შვილები ეკლესიის წევრებად დარჩნენ, რის გამოც დედასთან ურთიერთობაზეც თქვეს უარი — საიენტოლოგიის მიმდევრები, როგორც წესი, არ ამყარებენ ემოციური კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მრწამსს არ აღიარებენ.
4. ჯონ ტრავოლტა
2009 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი საიენტოლოგიის ეკლესიას დატოვებდა, თუმცა, იგი რელიგიის მიმდევრად რჩება. ტრავოლტას საიენტოლოგია 1975 წელს ფილმ The Devil's Rain-ში მასთან ერთად მონაწილე მსახიობმა გააცნო. ერთ-ერთ პოდკასტში კინოვარსკვლავმა აღნიშნა, რომ რელიგია მას მაშინ დაეხმარა და დღემდე ეხმარება.
4. ნილ გეიმანი
ცნობილი მწერალი ზრდასრულობაში საიენტოლოგიის ეკლესიის წევრი აღარ ყოფილა, თუმცა, ამ რელიგიის მიმდევრების ოჯახში გაიზარდა. გეიმანის მამა ორგანიზაციის ბრიტანული ნაწილის სპიკერი იყო, გავრცელებული ცნობით კი, ასევე საიენტოლოგები არიან მწერლის ყოფილი ცოლი და დები. არაერთი ბესტსელერის ავტორმა, მოგვიანებით, უარყო, რომ იგი საიენტოლოგია. აღსანიშნავია, რომ ეკლესია ზრდასრულ ასაკში ბევრმა ისეთმა წევრმა დატოვა, რომელიც მისი მიმდევრების ოჯახში გაიზარდა.
6. უილიამ ბეროუზი
კიდევ ერთი ცნობილი მწერალი, რომელიც თავის დროზე საიენტოლოგიის მიმდევარი იყო, ბეროუზია. შიშველი საუზმის ავტორი ეკლესიას 1960-იან წლებში შეურთდა, თუმცა, მოგვიანებით, რწმენაზე გული აიცრუა და ამაზე წიგნიც დაწერა. წიგნიც და ავტორის განცხადებებიც საიენტოლოგიას მისი წევრების ავტორიტარული მეთოდებით კონტროლში ადანაშაულებდა და გასაიდუმლოებული საქმიანობით დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსაც კი ადარებდა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები