Freedom House: საქართველოში მედიაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით სიტუაცია გაუარესდა
ფოტო: Shutterstock
ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, 2016 წელს მსოფლიოში მედია თავისუფლების კუთხით სიტუაციამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 13 წლის მანძილზე. ქვეყნები, მათ შორის როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და სერბეთი უფრო აქტიურად ცდილობენ პრესის თავისუფლების შეზღუდვას.
ორგანიზაციის თქმით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში ხვდება. საქართველოს რეიტინგმა პრესის თავისუფლების კუთხით წინა წელთან შედარებით მცირედით დაიკლო. ანგარიშის თანაავტორის, ჯენიფერ დანჰამის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა 2016 წელს უფრო აგრესიულად წარიმართა.
"საქართველოში დიდი ხანია ვხვდებით მოდელს, როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს მედიის კონტროლს. პროცესი მოიცავს მედია საშუალებების საკუთრებაზე საეჭვო დავებს და მიმართულია მთავარი მაუწყებლების წინააღმდეგ. არსებული პრობლემა უფრო გამწვავდა 2016 წელს, და სწორედ ამიტომ საქართველოს რეიტინგი მცირედით შემცირდა. მედია გარემო და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მაშინ მოხდება, თუ ქვეყნის ყველა პოლიტიკური მხარე ღია, სამოქალაქო დებატებში ჩაერთვება, მედია საშუალებებზე გავლენის მოპოვების მცდელობის ნაცვლად. მედია საშუალებები საუკეთესო შემთხვევაში თავისუფალნი უნდა იყვნენ პარტიული კონტროლისგან", - აღნიშნა დანჰამმა ამერიკის ხმის შეკითხვის პასუხად.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავა, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტი, დასავლეთში ბევრისთვის შემაშფოთებელია. დიპლომატიური წარმომადგენლობები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს დამოუკიდებელი მედია საშუალებების საჭიროებას და მათზე კონტროლის დამყარების მცდელობის მიუღებლობას. მათ შორის, ამერიკის საელჩომ საქართველოში არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე პროცესებზე. უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ს საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ "პლურალისტური მედია გარემო საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საკვანძოა და მოუწოდა საქართველოს მთავრობას "მიიღოს ზომები თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის".
საფრთხეები მედიის წინააღდეგ
ანგარიში საუბრობს ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მედიის მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ამერიკის მედია გარემო შეცვალა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს მედიას, როგორც "ცრუ ინფორმაციის" წყაროს და "არაკეთილსინდისიერს". მან რამდენიმე გამოცემას "ხალხის მტერი" უწოდა. კვლევის მიხედვით, ამერიკის პრესის თავისუფლების ინდექსი სწორედ ამ მიზეზით შემცირდა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკა რჩება "ყველაზე თავისუფალ ქვეყნად" პრესის თავისუფლების კუთხით. ორგანიზაცია ამბობს, რომ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, აღარ იქნება მოდელი სხვა ქვეყნებისთვის, რაც ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია პრესის თავისუფლების დაცვისთვის და გავრცელებისთვის მსოფლიოში. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ა მედიის წინააღდეგ ილაშქრებენ ამერიკაში, ეს "ხელს აძლევს მათ კოლეგებს გაიმეორონ იგივე საკუთარ ქვეყნებში".
"ამერიკაში პრესის თავისუფლების დასუსტება მსოფლიოში დემოკრატიას დააზარალებს", - ნათქვამია ანგარიშში.
მედია პოსტ-საბჭოთა სივრცეში
მსოფლიოს გარშემო მხოლოდ მოსახლეობის 13% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მედია თავისუფალია. პოსტ-სოციალისტურ სივრცეში ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. "ევრაზიის რეგიონის რეიტინგი ყოველთვის დაბალი იყო", - ამბობს დანჰამი. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება თითქმის მთლიანად აკონტროლებს მედია სივრცეს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ მედია თავისუფლების შეზღუდვას. სიტუაცია უარესდება თურქეთშიც, სადაც ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობა მედია გამოცემების და ჟურნალისტების წინააღდეგ ილაშქრებს. 2016 წლისთვის, თურქეთში მინიმუმ 81 ჟურნალისტია ციხის მიღმა.
მთავრობები იყენებენ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს, როგორც წინაპირობას რათა უფრო აქტიურად განახორციელონ დამოუკიდებელი ან ოპოზიციური მედია გამოცემების წინააღმდეგ კამპანია. ამ ქვეყნებს შორისაა სომხეთი, სადაც გასული წლის საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებას უპასუხოდ არ დაუტოვებია.
სიტუაცია იცვლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი მიმართავენ არაპირდაპირ გზებს მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად მედიაზე გავლენის და სიახლეების გადაცემაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, არჩეული მთავრობები ახდენენ მთავარი მედია საშუალებების დისკრედიტაციას, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე კონტროლის მოპოვებას და ცდილობენ მათი თანამოაზრე გამოცემების წინ წამოწევას.
უნგრეთში, ხელისუფლებაში მყოფი ფიდესის პარტია 2010 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ცდილობს მედიაზე კონტროლის მოპოვებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გამოცემა "ეროვნული თავისუფლების" დახურვა და გაყიდვა. პოლონეთში "კანონის და სამართლიანობის პარტია", ფიდესის პოლიტიკას იმეორებს. პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, კანონების ცვლილების მეშვეობით რაც მთავრობას ახლა უკვე შესაძლებლობას აძლევს დანიშნოს მმართველები. 2016 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე 200-მდე თანამშრომელი იქნა განთავისუფლებული ან მათ თავად დატოვეს პოსტი.
მედია პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია
მედიაზე გავლენის მოპოვების მაგალითებსა და ტაქტიკებს, არადემოკრატიული რეჟიმები მსოფლიოს გარშემო რუსეთისა და ჩინეთისგან იღებენ. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ცდილობს კონტროლი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიპოვოს მედიაზე, არამედ საზღვრების მიღმაც გაავრცელოს. ანგარიში ამბობს, რომ "პუტინის რუსეთი პიონერია სახელმწიფო პროპაგანდის გლობალიზაციის საქმეში." კრემლი ცდილობს მისი ინტერესების შესაბამისად მოახდინოს პრო-რუსული რეპორტაჟების და ინფორმაციის გავრცელება, "განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში", - ამბობს ანგარიში. სახელმწიფო კომპანიების, "Russia Today”-ს და "Sputnik”-ის მეშვეობით მოსკოვი ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ფაქტების და მომხდარის დამახინჯებას ახდენს.
"რუსეთის მთავრობა მთლიანად აკონტროლებს მედია გარემოს, და ეს კავშირშია პუტინის მაღალ რეიტინგთან და იმასთან, თუ რამდენად კარგად მუშაობს პროპაგანდა რუსეთში და მის გარეთ", - ამბობს ჯენიფერ დანჰამი.
რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგია ცდება პოსტ-საბჭოთა სივრცეს. რუსული სადაზვერვო სამსახურები 2016 წელს ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადნენ კლინტონის საარჩევნო შტაბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით. ამასთანავე, რუსეთი შეეცადა საკუთარი ინტერესებისკენ გადაეხარა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. კრემლის მომხრე მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელება ამის ერთ-ერთი მეთოდია. მოსკოვი ასევე ხელოვნური სოციალური მედიის მომხმარებლების შექმნით ცდილობს ამა თუ იმ ინფორმაციის ტირაჟირებას.
იმაზე საუბრისას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ საქართველო და მისი მეზობლები რუსულ პროპაგანდას, დანჰამი ამბობს, რომ საჭიროა მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ფაქტების მეტი გადამოწმება.
"მედიის შესახებ ცნობიერების გაზრდა საჭიროა და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროპაგანდასთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან საბრძოლველად, ეს [რეგიონის] ქვეყნები, სხვადასხვა გზებს მიმართავენ, ამის ნაწილია ფაქტების გადამამოწმებელი ვებგვერდები და მსგავსი ინიციატივები - და ეს ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა", - ამბობს დანჰამი.
"ფრიდომ ჰაუსის" მედია თავისუფლების რეპორტი აფასებს მედია გარემოს და მისი თავისუფლების დონეს მსოფლიოს 199 ქვეყანაში, ის ყოველწლიურად აანალიზებს ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს და ანიჭებს მათ 0-100-მდე ქულას. საქართველოს ქულა 50-ია, რითაც საქართველო, მსოფლიო დონეზე 102 ადგილზეა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა


კომენტარები