გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ არჩევნებს არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ "არჩევნები" და მისი შედეგი არაკანონიერია, ისევე როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

"ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც გაიმართა 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. მიგვაჩნია, რომ ეს "არჩევნები" და მისი შედეგი არაკანონიერია, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარეობს. მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებს.

გაიგე მეტი: