საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმი ჩაატაროს
მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.
ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.
რაც შეეხება პრესსპიკერს, ის ამბობს, რომ ეს მოხდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 10 აპრილს არის დაგეგმილი. მისი მტკიცებით, რუსეთთან შეერთების ყველა იურიდიული პროცედურა არჩევნების შემდეგ დასრულდება. ის იმასაც ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული არ არის და იმით არის განპირობებული, რომ "სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაიხსნა".
აქვე აღნიშნულია, რომ ე.წ. კანონის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარებაზე ბრძანების გაცემადე ფაქტო პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც განსაზღვრავს თარიღს — ხმის მიცემა შეიძლება დაინიშნოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 2-3 თვის განმავლობაში, დასვენების დღეს.
ბიბილოვის განცხადებიდან მალევე პროპაგანდა ამუშავდა და მას სხვა დე ფაქტო ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ყველა განცხადება "მოძმე ერების გაერთიანებაზე" ერთ ნარატივს ატარებს.
მათ შორისაა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შამბა, რომელმაც განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი ამას მხარს დაუჭერს". რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, შამბას თქმით, არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოებაში რუსეთთან გაერთიანების განწყობები არ არის.
რესი ავრცელებს ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსენოვის განცახდებასაც, რომელმაც იგივე პროპაგანდისტული მესიჯი გაიმეორა და ასევე განაცხადა, რომ ეს "ერების გაერთიანებას" ნიშნავს. მისი თქმით, ისინი სრულიად მხარს უჭერენ ანატოლი ბიბილოვის ამ განცხადებას. გამოცემის ინფორმაციით, იდენტური პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიერ ახლახან აღიარებული ოკუპირებული დონეცკის დე ფაქტო ხელმძღვანელსაც — დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამ ინიციატივას და ბიბილოვს.
აქვე გამოქვეყნდა რუსი სენატორის განცხადება, რომლის მტკიცებითაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს კანონით შეუძლია რუსეთს შეუერთდეს მხოლოდ რეფერენდუმით, ანუ ხალხის სურვილის მიხედვით. მისი თქმით, რუსული კანონი ამას ითვალისწინებს.
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები