გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი 3,8 მილიონს გადასცა. 27 მარტის სტატისტიკით უკრაინა უკვე 3 821 049 ადამინამ დატოვა.

ლტოლვილები გადადიან დასავლეთით, მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და მოლდოვა.

  • პოლონეთში გადავიდა — 2 267 103 ადამიანი;
  • უნგრეთში — 349 107;
  • მოლდოვაში — 381 395;
  • სლოვაკეთში — 272 012;
  • რუმინეთში — 586 942;
  • რუსეთი — 271 254;
  • ბელარუსი — 6 341.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეები ფილტრაციის ბანაკებში გადაიყვანეს, სადაც ტელეფონები და საბუთები შეუმოწმეს, რის შემდეგაც ზოგიერთი გადამისამართდა რუსეთის შორეულ ქალაქებში, დანარჩენის ბედი უცნობია. მარიუპოლის მერმა ეს საქციელი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქცევას შეადარა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში