რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს აძევებს და პერსონა ნონ გრანტად აცხადებს. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

მათი თქმით, უწყებაში დაიბარეს აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და გადასცეს გასაძევებელი პირების სია. მათივე თქმით, ეს პასუხია აშშ-ის მიერ გაეროს რუსი დიპლომატების გაძევებაზე.

"ამერიკულ მხარეს მტკიცედ განეცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიიღებს გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს", — აცახდებს სერგეი ლავროვის უწყება.

პირველ მარტს აშშ-მ გაეროს 12 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გაეროში აშშ-ს მისიამ რუს დიპლომატებს "დაზვერვის ოპერატორები" უწოდა, რომლებიც ჩართული იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რაც მათი თქმით, ზიანს აყენებდა ეროვნულ უსაფრთხოებას.