On.ge აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას. პუტინი ომზე განახლებად რეჟიმში ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, ფეისბუქგვერდზე, ფეისბუქჯგუფში, ტვიტერსა და ტელეგრამის არხზე.

პუტინის ომის 33-ე დღე

უკრაინაში პუტინის ომი გრძელდება. საოკუპაციო ჯარები ისევ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს. ეს სია სრულად ვერ ასახავს ომის იმ დანაშაულებს, რომელსაც რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის, მათ შორის, კი ყველაზე დიდ დაბრკოლებას ახლა ჰუმანიტარული დერეფნების შეზღუდვა და ჰუმანიტარული ტვირთის არშეშვება ქმნის.

ამ ეტაპზე უკრაინის პოზიციები ძლიერდება, მათ მოახერხეს რამდენიმე დასახლებისა და ქალაქის გათავისუფლება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ადგილები, რომლის გაკონტროლებასაც რუსეთი ცდილობს. ვერ ვიტყვით, რომ აკონტროლებს, რადგან დაშინებისა და იარაღის მუქარის მიუხედავად, იქ მუდმივად იმართება ანტისაოკუპაციო აქციები.

01:19 ზელენსკი ბიოლაბორატორიებზე განმარტებას აკეთებს

ინტრევიუს დროს ჟურნალისტმა მას სთოხვა, დაეზუსტებინა ბიოლაბორატორიებზე ინფორმაცია, რომელიც ახლა რუსეთის ხელისუფლების რიტორიკაშია. ზელენსკიმ მას ანეგდოტი უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას ქიმიური იარაღი არ აქვს.

"ეს ხომ ანეგდოტია. აქ არაფერია ასახსნელი. ჩვენ არ გვაქვს. სიამოვნებით, მაგრამ, არ გვაქვს. ბირთვული იარაღი არ გვაქვს, არც ქიმიური ბიოლაბორატორიები და არც ქიმიური იარაღი არ გვაქვს. ეს არ არსებობს. ჩემნაირი ადამიანი რომ ყოფილიყო, იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა ხელს აწერდა ჩვენი ინტერესების დათმობას, ამას სხვანაირად არ დავარქმევ... ამ ყველაფერს, ასე არ გავაკეთებდი", — თქვა მან.

01:09 ზელენსკიმ ზმეინის კუნძულის სამხედროებზე ისაუბრა

რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა: "სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეთ ზმეინის კუნძულზე მყოფი უკრაინელი სამხედროები. შემდეგ კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ყველა გადარჩნენ. მითხარი რა მოხდა სინამდვილეში? ცოცხლები არიან თუ არა?".

აღნიშნულზე ზელენსკიმ უპასუხა:

"ნაწილი მკვდარია. ზოგი ტყვედ აიყვანეს. ყველა, ვინც ტყვედ იყო გაგვიცვალეს. მოხდა რუსეთის ფედერაციასთან პატიმრების გაცვლა. რუსეთი ამ წინადადებით გამოვიდა. ჩვენ უყოყმანოდ გავცვალეთ ისინი. სულ ეს არის. ვინც დაიღუპნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გმირები არიან. და ვინც გადარჩნენ ბიჭები, გავცვალეთ", — თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, უკრაინამ აღნიშნა, რომ არა ზმეინის სამხედროები, არამედ მათ საშველად წასული მეზღვაურები გაათავისუფლეს.

00:11 ზელენსკი: ეს არ არის მხოლოდ ომი, ვფიქრობ, ეს ბევრად უარესია

"როცა პრეზიდენტობა დავაპირე, ვხვდებოდი, რომ ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთო და უნდა ებრძოლო პროპაგანდას. შენი მაგალითით უნდა აჩვენო, რისი შეცვლაც გინდა: შეცვალო ქვეყანა, შეცვალო მეზობლებთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ყველაფერი დააბრუნო... გარკვეული გაგებით, თუნდაც ყველაფერი უკან დააბრუნო. გარკვეულწილად, 2014 წლამდე. იპოვე გაგება. დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს, ამ თვეში, მოხდა გლობალური, ისტორიული, კულტურული განხეთქილება. გლობალური. ეს არ არის მხოლოდ ომი. ვფიქრობ, ეს ბევრად უარესია", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

23:54 უკრაინელი მხატვარი ოდესას ხატავს

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters

23:40 კიევი დღეს

23:33 კვამლში გახვეული ლვოვი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

23:28 უკრაინის რამდენიმე ქალაქში სირენების ხმა ისმის

საერთაშორისო მედიები წერენ, რომ უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, კიევსა და ლვოვში სირენების ხმების ისმის. მათივე თქმით, იყო აფეთქებების ხმაც.

23:20 ჩვენს ტერიტორიაზე ომი არაფერს კარგს არ მოუტანს რუს ადამიანს — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ომი რუსეთის მოქალაქეებს კარგს არაფერს მოუტანს, თუ ამას აცნობიერებენ. ამაზე მან რუსული კრიტიკული მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ თქვა. Meduza-ს მთავარმა რედაქტორმა მას ჰკითხა, შეძლებენ თუ არა უკრაინელები და რუსები ურთიერთობების დალაგებას?

"მიუხედავად იმისა, რომ მე პრეზიდენტი ვარ და პრაგმატული ადამიანი უნდა ვიყო, 24 რიცხვის შემდეგ დამოკიდებულება გაუარესდა. გაუარესდა ძალიან მძიმედ. დაკარგულია ემოციური შემადგენელი რუსეთის ფედერაციასთან და ხალხთან ურთიერთობაში. დიახ, ხალხთანაც. მიუხედავად იმისა, მე მესმის გონებით, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას", — განაცხადა მან.

23:00 ზელენსკის თქმით, რუსები საკუთარი სამხედროების ცხედრებისთვის ნაგვის პარკებს სთავაზობდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ სურთ, რომ რუსი სამხედროების ცხედრები ოკუპანტებს გადასცენ, თუმცა რუსულმა მხარემ ამაზე თავიდან უარი განაცხადა, შემდეგ კი მათ პარკები შესთავზა.

"ჩვენთან ადამიანები სახეს გაუნგრევდნენ რაიონის ასეთ ხელმძღვანელს ან ვინმეს, თუ ცხედრებს ასეთ პარკებში მოიტანდნენ. ან თუ არ ენდომებოდათ წაყვანა, ან თუ დამალავდნენ", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

22:32 თუ ისევ მოიტაცებენ ბავშვებს, არ იქნება მოლაპარაკებები — ზელენსკი

"მე ვთქვი, რომ თუ ისევ მოიტაცებენ ბავშვებს, ჩვენ ყველანაირად, რა თქმა უნდა... ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ არ იქნება არანაირი მოლაპარაკებები, საერთოდ არაფერი არ იქნება, ჩვენ ყველაფრიდან წამოვალთ. ჩვენ არაფერზე მათ არ მოველაპარაკებით. ჩვენ არაფერს არ დავასრულებთ და არავის არ გავცვლით", — აღნიშნა ზელენსკიმ.

21:53 კლიჩკოს თქმით, კიევში ონლაინ სწავლება ორშაბათიდან აღდგება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალქში 28 მარტიდან სასწავლო პროცესი აღდგება და ის ონლიან ფორმატში წარიმართება.

21:51 ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უამბო, რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უამბო, რა ხდება მარიუპოლში. ჟურნალისტმა ტიხონ ძიადკომ მას ჰკითხა იმ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შესახებ, რომელიც გამუდმებით ვრცელდება — ვინ აკონტროლებს რეალურად მარიუპოლს და რა სიტუაციაა ახლა იქ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქალაქის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია — დანაღმულია პორტი და იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ვერ შეაქვთ საკვები, წამლები და წყალი.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

20:44 ჩვენს არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია რუსეთში ან სხვაგან — ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რეჟიმის ცვლილება რუს ხალხზეა დამოკიდებული და ამასთან დაკავშირებით აშშ-ს არავითარი სტრატეგია არ აქვს. ასე ეხმაურება ის ჯო ბაიდენის განცხადებას ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებაზე.

19:15 თბილისის ზღვაზე რუსებმა პუტინის ფიტული დაწვეს

19:13 უკრაინასა და რუსეთს შორის მორიგი მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იქნება, რომელიც ამჯერად თურქეთში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას დავით არახამიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა, სავარაუდოდ, 28-30 მარტის პერიოდში შედგება.

ფოტო: REUTERS

19:09 ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დიქტატორის ადგილი არ არის — რეზნიკოვი

"ჩვენი არმია, ჩვენი უკრაინელი ხალხი შთააგონებს მთელს მსოფლიოს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის თავისი გამბედავი ბრძოლით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დიქტატორის ადგილი არ არის. გამარჯვება ჩვენ", — წერს რეზნიკოვი.

19:01 მე ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი — მაკრონი ბაიდენის მიერ პუტინის ყასაბად მოხსენიებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ გამოიყენებდა იმ ტერმინოლოგიას, რითაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა მოიხსენია. ასე ეხმაურება ემანუელ მაკრონი ფაქტს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "ყასაბი უწოდა".

"მე ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი [...] ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს", — თქვა მან.

18:01 რუსეთმა გერმანული გამოცემა Bild-ის ვებგვერდზე წვდომა შეზღუდა

პროპაგანდისტული მედიის რიას ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე როსკომანდზორმა გერმანული გამოცემა Bild-ის ვებგვერდზე წვდომა შეზღუდა.

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იოჰან ბოიმ CNN-თან გააკეთა კომენტარი და შეზღუდვის სავარაუდო მიზეზად გაზეთის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტურად გაშუქება დაასახელა.

"მათი გადაწყვეტილება გვაძლევს მოტივაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებს მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, მოიძიონ ახალი ამბები და ფაქტები რუსული მთავრობის პროპაგანდის მიღმა", — ამბობს ის.

17:28 ჩვენ არასდროს ვიღებთ მონაწილეობას მოსახლეობის იძულებით ევაკუაციაში — წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, არასდროს იღებენ მონაწილეობას მოქალაქეების იძულებით ევაკუაციაში. მათი თქმით, დონის როსტოვში ჰუმანიტარული პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ არასდროს ვიღებთ მონაწილეობას მოსახლეობის იძულებით ევაკუაციაში. ეს ასეა დედამიწის გარშემო ყველა იმ ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ ოპერაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება", — წერს წითელი ჯვარი.

16:40 კანადა მზადაა, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება გაზარდოს

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის განცხადებით, კანადა მზადაა, ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები ევროპის კონტინენტზე. როგორც BBC წერს ქვეყანა გეგმავს, გლობალური კრიზისის ფონზე ევროპისთვის ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება გაზარდოს.

კანადა, როგორც მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა ნავთობის წარმოების მხრივ, აპირებს 200 000 ბარელზე მეტ ნავთობი გაიტანოს ექსპორტზე.

ასევე, ქვეყნის უმსხვილესმა მილსადენების კომპანიამ, Enbridge-მა BBC-თან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ მზადაა გამოიყენოს ყველა გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული რესურსით, როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ასევე ევროპის ქვეყნები.

15:51 ლონდონში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15:03 Okean Elzy-ის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ხარკოვში

14:49 "უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსი მტრის აღჭურვილობას ანადგურებს"

"უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსი მტრის აღჭურვილობას ანადგურებს. ერთად გავიმარჯვოთ!", — წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და ვიდეოს აქვეყნებს.

13:30 ლონდონში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

12:53 ზელენსკი: რას აკეთებს NATO? მათ რესურსების მხოლოდ 1%-ს ვთხოვთ

"რას აკეთებს NATO? რუსეთი მართავს? რას ელოდებიან? უკვე 31 დღე გავიდა. ჩვენ NATO-ს მათი რესურსების მხოლოდ1%-ს ვთხოვთ, მეტს არაფერს", — ზელენსკი დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინას დამატებითი საბრძოლო ტექნიკა მიაწოდონ.

12:25 "ბავშვები" — წარწერა ბერლინში, თეატრის შესასვლელთან

ფოტო: უკრაინის საელჩო ბერლინში

12:13 უკრაინა 24-ის ოპერატორი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა დაიღუპა

უკრაინული მედია უკრაინა 24 წერს, რომ მათი ოპერატორი, რომელიც შეიარაღებულ ძალებს ომის დაწყების დღიდან შეუერთდა, ბრძოლისას დაიღუპა.

11:58 უკრაინა წითელ ჯვარს სთხოვს, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში

როგორც Reuters წერს უკრაინა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვს, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში, რადგან ეს ლეგიტიმურს გახდის მოსკოვის "ჰუმანიტარულ დერეფნებს" და მოსახლეობის გატაცებას.

11:29 შეთანხმებულია 2 ჰუმანიტარული დერეფანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში — ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, შეთანხმებულია 2 ჰუმანიტარული დერეფანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

11:14 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 32-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 16 600 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 582 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 664 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 294 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 121 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 127 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 144 ერთეული;
  • გემები/ნავები — 7 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 56 ერთეული.

11:03 ლვოვში საწვავის შესანახ ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი, ჩააქრეს

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

10:55 აქტივისტებმა პრაღაში რუსეთის საელჩოს კიბეებს წითელი საღებავი შეასხეს

ფოტო: Getty Images

10:48 აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მისი თქმით, ეს თანხა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რათა შესაბამისმა სამსახურებმა უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოება გააძლიერონ.

10:29 რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 139 ბავშვი დაიღუპა — უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 139 ბავშვი დაიღუპა, 205 კი დაშავდა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი, 65 ბავშვი კიევში ემსხვერპლა.

უწყებაში ამბობენ, რომ 25 მარტს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებისას ხერსონის ოლქში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. 26 მარტს კი ზაპოროჟიის ოლქში 2 ბავშვი.

10:03 26 მარტს ოკუპანტებმა ლვოვის მიმართულებით საჰაერო იერიში მიიტანეს

ფოტო: Nariman El-Mofty/AP

ლვოვის მერის ანდრეი სადოვიი განცხადებით, რაკეტები ყირიმის უდიდესი ქალაქიდან, სევასტოპოლიდან გაისროლეს. რამდენიმე რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, 5 ადამიანი კი დაშავდა.

02:03 ნოვომოსკოვსკში უკრაინელმა ახალგაზრდებმა ჩამოგდებული დროშა უკან დაკიდეს

01:38 უკრაინა ერთიანია სწრაფვაში, რომ იცხოვროს თავისუფლად, დამოუკიდებლად და თავისი ოცნებებისთვის — ზელენსკი

"უკრაინა ერთიანია სწრაფვაში, რომ იცხოვროს თავისუფლად, დამოუკიდებლად და თავისი ოცნებებისთვის, არა სხვისი ავადმყოფური ფანტაზიებისთვის. რუსულ ჯარებს პასუხი ექნებათ მხოლოდ ერთი — ზიზღი და სიძულვილი. ოკუპანტებს არ უშველით არაფერი, რასაც აკეთებენ: ჩვენი ტელევიზიების გათიშვა და ჩართვა დედაქალაქის წამყვანების, პროპაგანდისტული ბუკლეტები და რუბლის დარიგება. რუბლი, რომელსაც რუსეთში ცოტახანში მიიღებენ წონით და არა ღირებულებით", — ამბობს ზელენსკი მორიგ ვიდეოში.

01:35 თეთრი სახლი უარყოფს, რომ ბაიდენი პუტინზე განცხადებაში რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდა

თეთრი სახლი უარყოფს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე განცხადებაში რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

"პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მისი მეზობლებსა თუ რეგიონებზე. ის არ საუბრობდა პუტინის ძალაუფლებაზე რუსეთში, ან რეჟიმის ცვლილებაზე", — Reuters-ის თანახმად, განაცხადეს თეთრ სახლში.

00:56 ცნობილი უკრაინელი მომღერალი ბრძოლაში დაშავდა

22:14 ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში — ბაიდენი პუტინზე

"ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

22:06 ბაიდენი პუტინს აფრთხილებს, რომ არც კი იფიქროს NATO-ს ტერიტორიის გადაკვეთაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ NATO-ს ტერიტორიის ერთი სანტიმეტრით გადაკვეთაზეც კი არ იფიქროს. ამის შესახებ მან ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ომი პუტინისთვის უკვე არის სტრატეგიული მარცხი.

"არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის ერთი სანტიმეტრით გადასვლაზე [...] ამერიკული ძალები ევროპაში არ იმყოფებიან, რომ რუსეთთან კონფლიქტში ჩაებან. ამერიკული ძალები აქ NATO-ს მოკავშირეები დასაცავად არიან", — თქვა ბაიდენმა.

21:46 ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით. წერტილი — ბაიდენი უკრაინელებს

"ჩემი შეტყობინება უკრაინისთვის იგივეა, რაც დღეს უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ვუთხარი: ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით. წერტილი", — თქვა მან.

21:38 ამ წუთებში ბაიდენი ვარშავაში სიტყვით გამოდის

ფოტო: Reuters

20:50 ბაიდენისა და უკრაინის მთავრობის წევრების შეხვედრა პოლონეთში

20:26 ლვოვში დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

რეგიონის გუბერნატორის თქმით, ლვოვში ორი სარაკეტო თავდასხმა იყო, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ The Guardian წერს.

22:22 ოკუპანტებმა ერთ-ერთი გატაცებული მერი გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინულ პოლიტიკურ პარტიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სლავუტიჩის გატაცებული მერი უკვე თავისუფალია, ქალაქში რუსების წინააღმდეგ აქციები გრძელდება", — წერია განცხადებაში.

20:20 თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტები კიევიდან 35-70 კილომეტრის დაშორებით გააძევეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტები კიევიდან 70 კილომეტრით, ზოგიერთ რაიონში კი 35 კილომეტრის დაშორებით გააძევეს. უწყებაზე დაყრდნობით ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

"ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, რომ კიევის თავდაცვა შევამციროთ", — წერია განცხადებაში.

20:17 უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

20:00 პაპმა ფრანცისკემ ლვოვისკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა აკურთხა

ფოტო: Vatican Media

19:40 ბაიდენმა პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ყასაბი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამის შესახებ მან კომენტარი პოლონეთში გააკეთა, სადაც უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. მედიის წარმომადგენელმა მას ჰკითხა, როცა პუტინთან ყოველდღიური შეხება აქვს, რას ფიქრობდა მას შემდეგ, რაც ლტოლვილებს შეხვდა.

"ის არის ყასაბი", — განაცხადა ბაიდენმა.

19:35 ბაიდენი უკრაინელ ლტოლვილებს ხვდება

18:42 ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვში აფეთქების ხმა ისმის. პირველადი ცნობებით, იწვის ნავთობის საცავი.

18:36 ხარკოვში დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ დასახლებაში ჩამოგდებულ ბომბებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რაიონული პროკურატურა ავრცელებს.

15:38 უკრაინაში დაღუპული მებრძოლი მოქალაქეებმა ქაშუეთის ტაძრიდან ტაშით გააცილეს

14:41 ბაიდენი ვარშავაში უკრაინელ ოფიციალურ პირებს ხვდება

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

ფოტო: Evelyn Hockstein/Reuters

14:26 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, კომუნიკაცია აქვთ გარდაცვლილის ოჯახთან.

"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაცია აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", — ამბობს საგარეო.

14:45 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უწევს მტკიცება, რომ შოიგუ მუშაობს

მას შემდეგ, რაც მედიამ შოიგუზე "ძებნა გამოაცხადა", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უწევს მტკიცება, რომ ის მუშაობს. ამიტომ დღეს ეს ფოტო გამოაქვეყნეს.

14:34 უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე მიდიან

ფოტო: უკრაინის რადა

ფოტო: უკრაინის რადა

ფოტო: უკრაინის რადა

ფოტო: უკრაინის რადა

14:24 ვარშავა გუშინ, 25 მარტს

როგორც უკრაინა 24 წერს, აქცის მონაწილეები მიწაზე იწვნენ, რითაც უკრაინაში დაღუპულ მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნისას მიაგეს პატივი და მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დახურონ ცა. გუშინ პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

13:39 26 მარტს 10 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა დაგეგმილი — ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 26 მარტს 10 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა დაგეგმილი.

13:30 აქცია უკრაინაში, ქალაქ სლავუტიჩში

როგორც უკრაინული მედიები წერენ ქალაქში ოკუპანტების გადააგილება შენიშნეს. ამის პარალელურად კი მოსახლეობამ აქცია გამართა.

13:23 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 31-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 16 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

ნახეთ რუსეთის დანაკარგი სრულად აქ.

12:54 რუსეთის ამტკიცებს, რომ "სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია

რუსეთი ამტკიცებს, რომ "სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპი ძირითადად დასრულებულია და ახლა ფოკუსირდება სეპარატისტული აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის სრულად "განთავისუფლებაზე". რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკოიმ თქვა, რომ "პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია".

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონვცენტრირდეთ ჩვენი მთავარი მიზნის მისაღწევად: დონბასის გათავისუფლებაზე", — ცეიტირებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს BBC.

როგორც Reuters წერს, ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო შეზღუდულ მიზნებზე გადადის, რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა.

12:24 ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი — ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოჩოვა ამბობს, რომ წუხს, რადგან რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. მისი თქმით, მომავალ კვირას უნგრეთში დაგეგმილ ვიშეგრადის ოთხეულის (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება.

"მე პირადად არ წავალ უნგრეთში ვიშეგრადის ოთხეულის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მათ მომავალ კვირას არჩევნები აქვთ და არ მიმაჩნია სწორად, მივიღო მონაწილეობა იქ მიმდინარე კამპანიაში. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს ვიშეგრდის ოთხეულს და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. დიდება უკრაინას" — წერს ის Twitter-ზე.

12:13 რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმე ცეცხლსასროლი ძალის გამოყენებას ქალაქებში — დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმე ცეცხლსასროლი ძალის გამოყენებას ქალაქებში.

"რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანული ქვეითთა ფართომასშტაბიან ოპერაციებში მონაწილეობას, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას", — ამბობს სამინისტრო.

მათივე ცნობით, რუსეთი აგრძელებს ალყას უკრაინის რამდენიმე მსხვილ ქალაქს, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი.

11:28 რუსეთი ამბობს, რომ "სპეციალური ოპერაციის" დროს 1 351 სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სპეციალური ოპერაციის" დროს 1 351 სამხედრო დაიღუპა, 3 825 კი დაშავდა. როგორც BBC წერს რუსეთმა ინფორმაცია დანაკარგების შესახებ მხოლოდ მეორედ გაავრცელა.

24 მარტს NATO-ს სამხედრო ოფიცრებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა 7 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

11:24 რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა — უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 136 ბავშვი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი კიევში ემსხვერპლა.

25 მარტს დონეცკის რაიონში რუსული სამხედრო დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

10:55 ფოტოები ხარკოვიდან

ფოტო: Felipe Dana/Associated Press

ფოტო: Felipe Dana/Associated Press

ფოტო: Felipe Dana/Associated Press

10:25 გერაშენკო ამბობს, რომ შოიგის ინფარქტი დაემართა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშჩენკო ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა. სწორედ. მან ამის შესახებ Facebook პოსტი დაწერა და სწორედ ამით ახსნა შოიგუს "გაუჩინარება".

მინისტრის მრჩეველი წერს, რომ შოიგუმ ინფარქტი პუტინისგან "მკაცრი საყვედურის შემდგომ მიიღო", რომელიც უკავშირდებოდა უკრაინაში შეჭრის ჩავარდნას.

10:18 ჟიტიმორის რაიონში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სრულად განადგურდა 1 საცხოვრებელი კორპუსი

უკრაინის საგანგებოს ინფორმაციით, ნაწილობრივ განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი და 2 სამეურნეო შენობა.

10:13 ჩვენმა დამცველებმა აჩვენეს ოკუპანტს, რომ ზღვა არ იქნება მათთვის მშვიდი — ზელენსკი

"მადლობელი ვარ ჩვენი დამცველების, რომლებმაც აჩვენეს ოკუპანტებს, რომ ზღვა არ იქნება მათთვის მშვიდი მაშინაც კი, როცა ქარიშხალი არ იქნება, იქნება ხანძარი".

09:47 პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "ყალბი ინფორმაციის" შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" საზღვარგარეთ გავრცელება 15-წლიანი პატიმრობით დაისჯება. როგორც BBC წერს, რუსი მაღალჩინოსანი ერთ-ერთ გამოცემასთან ამტკიცებს, რომ კანონი აუცილებელი იყო, რათა ხალხი არ გაევრცელებინათ სიცრუე რუსეთის საელჩოებისა და ორგანიზაციების შესახებ საზღვარგარეთ.

00:59 მაკრონი პუტინთან მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას განიხილავს.

"დღეს გვქონდა განხილვა მარიუპოლის მერთან და უკრაინის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან, მოველაპარაკებით რუსულ მხარესაც", — თქვა მან.

00:20 თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

23:50 რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი უკრაინაში გადაჰყავს — პენტაგონი

23:20 ვიღებთ ინფორმაციას ურთიერთობების დათბობების შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის — უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ჩვენ ვიცით, რომ ეს, უბრალოდ, ასე არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ამიტომ არის შეგრძნება რაღაცის, რაც არ ვიცით, რაღაცის, რაც არ არის გარკვეული და რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ ეს გარკვეულობა დადგეს", — განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა ფორმულას ეთერში.

22:40 საქართველოს ხელისუფლების არამკაფიო და გაურკვეველი პოზიცია ეჭვს იწვევს — უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

"მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, ვიცი რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას, არიან გმირები, რომლებიც სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არამხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს. მე მყავს აქ მეგობრები, რომელთა შვილებიც, ქართველები დღეს დგანან წინა ხაზზე. ვფიქრობ, რომ ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისა უპირობოდ იწვევს ეჭვს", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

22:00 ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე მარიუპოლის მხარდასაჭერი ფლეშმობი გაიმართა.

20:40 ვარშავაში მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად მოქმედებისკენ მოუწოდეს.

20:24 ოკუპანტებს უკრაინის 14 მერი ჰყავთ გატაცებულ — ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ოკუპანტებს 14 მერი ჰყავთ გატაცებული და რუსებს სურთ, რომ მძევლების გაცვლა პარიტეტის პირობებით მოხდეს.

"რუსეთი ითხოვს პარიტეტს, ამბობენ, რომ მესაზღვრეებს გაცვლიან მესაზღვრეებში, მეზღვაურებს მეზღვაურებში, ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს, ვისში უნდა გავცვალოთ მერები, რომელთაგან უკვე თოთხმეტია მძევლად აყვანილი? ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე ვმუშაობთ", — ამბობს ვიცე-პრემიერი.

19:30 ერდოღანის ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ მიღწეულა — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ 25 მარტის მდგომარეობით, თურქეთის პრეზიდენტის ნახსენებ 4 პუნქტში შეთანხმება არ მიღწეულა.

"თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ 4 პუნქტთან დაკავშირებით რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული. ზოგადად, მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხად კლასიფიკაცია არასწორია", — ამბობს მინისტრი უკრაინსკა პრავდასთან კომენტარში.

19:15 ომის 30 დღე და 30 ამბავი

სანამ პუტინი ომს უარყოფს, ზელენსკი კი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას აგრძელებს, რომ რუსეთი მსოფლიოსგან სრულიად იზოლირებული გახდეს, გავიხსენოთ 30 ამბავი, რომელიც უკრაინაში რუსულ ომს ასახავს.

  • სტატიის და ამბების ნახვა შეგიძლიათ აქ.

18:50 უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე კონსენსუსი თითქმის მიღწეულია — ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია, თუმცა ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით უკრაინის დათანხმება შეუძლებელია.

"ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკისთან. ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გაერთიანებით. როგორც ცნობილია, ბელარუსში მიმდინარე პროცესის განმავლობაში კონსენსუსი თითქმის მიღწეულია რამდენიმე საკითხზე, ესენია NATO, განიარაღება, კოლექტიური უსაფრთხოება და რუსული ენის ტექნიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოყენება. თუმცა ყირიმისა და დონბასის საკითხებზე უკრაინის დათანხმება შეუძლებელია", — ამბობს ის.

18:37 უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე კონსენსუსი თითქმის მიღწეულია — ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია, თუმცა ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით უკრაინის დათანხმება შეუძლებელია.

18:11 პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაიდენის ვიზიტის წინ ვარშავაში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აშშ-ს პრეზიდენთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა. როგორც Reuters წერს, პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება.

17:50 მარიუპოლის თეატრიდან ევაკუაციის კადრები უკრაინული მედიის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება

17:42 მორიგი პროტესტი ოკუპირებული ხერსონის ოლქში — მოქალაქეები ნოვოტროიცკში უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ

17:35 "როგორი ერთმორწმუნეები არიან ხედავთ? ამას ერთმორწმუნე გააკეთებს?" — ქართველი მებრძოლის ვიდეო უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება

17:27 ხარკოვში რუსებმა უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს

ფოტო: უკრაინა 24

ფოტო: უკრაინა 24

ფოტო: უკრაინა 24

17:24 სააკაშვილი ლუკაშენკოს: ლუკა, მე შენ არასდროს გაძლევდი ცუდ რჩევებს

"ლუკა, მე შენ არასდროს გაძლევდი ცუდ რჩევებს. თუ გაგზავნი ჯარებს უკრაინაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უკვე აღარ იქნები ხელისუფლებაში და ძალიან ცუდად დაასრულებ. პუტინს შენი ბედი სულ ერთ ადგილას ჰკიდია, თვითონაც იცი", — წერს სააკაშვილი.

17:15 ზელენსკიმ სუს-ის თანამშრომლები, უწყების შექმნის 30 წლისთავზე მამაცობის, თავდადებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების სამაგალითო შესრულებისთვის დააჯილდოვა

17:05 მას შემდეგ რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ რომ კარასინი გაქებთ? — უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ეკითხება — მას შემდეგ რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ რომ კარასინი გაქებთ? მან ტვიტი ჯერ ინგლისურად, შემდეგ კი ქართულადაც გამოაქვეყნა.

16:45 კარასინის თქმით, საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება"

რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინმა საქართველოს ხელისუფლება "შეაქო" რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიციის გამო. მის თქმით, პოზიცია "დაბალანსებული" იყო და კრემლს ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ დარჩება".

რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებით, კრემლის მიერ შექმნილ გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში შეხვედრა 24 მარტს გაიმართა, სადაც "ექსპერტებმა", მათ შორის კარასინმაც, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს.

16:40 "უკრაინა ლამაზი იყო, მაგრამ ახლა ჩვენი ხალხის გამო დიდებული იქნება", — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და ამ ფოტოებს ავრცელებს

16:30 მარიუპოლი დღეს

ფოტო: აზოვის ბატალიონი

15:46 რუსეთი აპირებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დონეცკსა და ლუგანსკთან ურთიერთობას ხელს შეუწყოს

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე ესაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი აპირებს ამ "სახელმწიფოებს" შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი. ლავროვი ამბობს, რომ მათი მხრიდან ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას აფასებს.

15:44 აშშ და ევროკავშირი აანონსებენ სამუშაო ჯგუფის შექმნას რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დელ ლაიენი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას აანონსებენ ევროპის რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით.

პანელი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები უძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების ევროპის მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმუშავებს 2022 წელს სხვა ქვეყნებთან პარტნიორობით.

15:40 2-წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air ბრუნდება, შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება

"თავისუფლება — სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს - ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს", — ამბობენ ორგანიზატორები.

15:10 ადგილობრივების ინფორმაციით, მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლის ქალაქის საბჭო ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 300-მდე მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველებისგან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ბოლომდე არ მინდა ამ საშინელების დაჯერება. ბოლომდე მინდა მჯეროდეს, რომ ყველამ მოახერხა გაქცევა. მაგრამ ამ ტერორისტული აქტის დროს შენობის შიგნით მყოფთა სიტყვები საპირისპიროს ამბობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

14:46 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 30-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 16 100 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 561 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 625 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 291 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 115 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 125 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 089 ერთეული;
  • გემები/ნავები — 5 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 72 ერთეული.

14:23 რუსებმა ხარკოვში ისევ დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, რასაც მსხვერპლი მოყვა

რუსებმა ხარკოვში ისევ დაბომბეს პუნქტი, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. ამჯერად მათ ცეცხლი კლინიკას გაუხსნეს, რასაც მსხერპლი მოჰყვა.

ხარკოვის რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ მტერს სურს პანიკის დათესვა და ჰუმანიტარული დახმარების მიღების შეფერხება.

"25 მარტს, დილით, ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში, არტილერიამ გრადებიდან ცეცხლი გაუხსნა ქალაქის კლინიკას, სადაც ჰუმანიტარული დახმარებას გასცემდნენ. დაიღუპა 4 და დაიჭრა 7", — აცხადებს სინეგუბოვი.

13:42 ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის?

On.ge-ის რედაქციამ ქვიზი მოამზადა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იცნობ უკრაინის პრეზიდენტს.

  • ქვიზის შევსება შეგიძლია აქ.

13:07 დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინამ კიევის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებზე კონტროლი დაიბრუნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქებზე კონტროლი დაიბრუნა და თავდაცვის პოზიციები აღიდგინა.

მათივე თქმით, კიევის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რუსული ძალების უკან დახევაში უკრაინამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ასევე, შენელებულია ოკუპანტების წინსვლა ქალაქ ოდესისკენ.

"რუსული ძალები მიკოლაევის გვერდის ავლას კვლავ ცდილობენ, რადგან ისინი დასავლეთით ოდესისკეს მიისწრაფვიან. მათი პროგრესი შენელებულია ლოჯისტიკური საკითხებისა და უკრაინის წინააღმდეგობების გამო", — ნათქვამია განცხადებაში.

13:05 კიევის მახლობლად განადგურდა ოკუპანტების პუნქტი: ათობით ადამიანი დაიღუპა, სხვები გაიქცნენ

კიევის ტერორისტული თავდაცვის ხელმძღვანელის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ლუკიანოვკა კიევთან ახლოს, გაანადგურეს რუსების პუნქტი , მოკლეს 40 დამპყრობელი, სხვებს ეძებენ.

"გუშინ მარცხენა სანაპიროზე, ბარიშევკას რაიონში, წარმატებული შეტევა განხორციელდა დასახლებებზე, მაგალითად, ლუკიანოვკაზე. იგი მთლიანად განთავისუფლდა.

ეს იყო დამპყრობელთა დასაყრდენი. რამდენიმე ასეული ჯარისკაცი, ტანკი და ტექნიკა იყო. ტექნიკა დაიწვა", — განაცხადა მან.

12:49 ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვი 55-ჯერ დაბომბეს

გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონს 55 დარტყმა მიაყენეს. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა "გრადებისა" და "ქარიშხლების" გამოყენება, არიან დაშავებულები.

12:46 მელიტოპოლში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა

ქალაქის მერის, ივან ფოდოროვის განცხადებით, კოლონა გუშინ ჩავიდა, თუმცა რუსებმა დილამდე არ შეუშვეს. მისივე თქმით, უკანა გზაზე ავტობუსები იმ ადგილობრივ მოსახლეობას გამოიყვანს, რომელთაც ზაპოროჟიეში ევაკუაცია სურთ.

12:09 ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის 3 ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის 3 ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ტელეგრამზე ავრცელებს.

მისივე თქმით, მაშველებმა 18 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. გარდა ამისა, დაზიანებულია 32 ობიექტი, მათ შორის, 7 ბინა და 9 კერძო სახლია, ასევე, დაზიანებულია სკოლა, კინოთეატრი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

11:37 Reuters: რუსების მიერ უკრაინაში გაშვებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60% წარუმატებელია

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის შეფასებით, რუსების მიერ უკრაინაში გაშვებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60% წარუმატებელია. ამის შესახებ მედიას აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია, შესაძლოა, დაგვეხმაროს იმის ასახსნელად, რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა ძირითად სამხედრო მიზნებს და ვერ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ომის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედიასთან ანონიმურად ისაუბრეს და არ განუმარტავთ, რამ განაპირობა წარუმატებლობის ეს მაჩვენებელი.

11:35 რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა — უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 135 ბავშვი დაიღუპა, 184 კი დაშავდა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი კიევში ემსხვერპლა.

უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ დაბომბვის შედეგად 566 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 73 მათგანი კი მთლიანად განადგურდა. გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ დაზიანდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებებიცაა.

პროკურატურის თქმით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან იმ რეგიონებში, რომლებსაც ჯერ კიდევ რუსეთის ჯარი აკონტროლებს, აქტიური საომარი მოქმედებების მიმდინარეობს და მათი შემოწმება შეუძლებელია.

10:00 თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ რუსეთი აშშ-ზე კიბერშეტევას ამზადებს

თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი კიბერშეტევის მომზადების პროცესშია და ის ამით აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს საფრთხე იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა იკვლევდეს აშშ-ს წინააღმდეგ კიბერშეტევების ვარიანტებს.

  • სტატია სრულად ნახეთ აქ.

03:50 ზელენსკი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის

03:08 ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის

02:28 პუტინის ომის ერთი თვე რიცხვებში და არამხოლოდ

რიცხვებშიუკვე ერთი თვეა, რაც პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ყველა თანხმდება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმამ მსოფლიოს დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ომმა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა — მათ შორის არიან ბავშვებიც. პუტინის აგრესიის შედეგად, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი სანქციების ალყაში მოაქცია, რის გამოც აგრესორი ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი დარტყმების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის ბაზარი ასეულობით კომპანიამ დატოვა, გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაყინული რეზერვების ფონზე კი ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე დადგა. ევროპა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა.

ნახეთ სტატიაში სრულად სამხედრო თუ ეკონომიკური დანაკარგები, ლტოლვილთა რიცხვი და სხვა ფაქტები რიცხვებში.

01:48 შოიგუ და გერასიმოვი უარს აცხადებენ ჩვენთან კომუნიკაციაზე — ჯონ კირბი

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის უმაღლესი პირები მათთან საუბარზე მუდმივად უარს აცხადებენ, რაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ გაურკვევლობას ზრდის. მისი თქმით, მათთან არ საუბრობენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

01:04 შოლცი უარყოფს პუტინის მოთხოვნას რუსული გაზის რუბლში შეძენაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარყოფს რუსეთის მოთხოვნას, რის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა რუსულირუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. როგორც Politico წერს, შოლცის მტკიცებით, გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა მოითხოვს ევროთი ან დოლარით გადახდას.

00:37 ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი მოსახლეობას მიმართავს

00:10 "პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვიწვია და ჩვენ შევიკრიბეთ", — ვილნიუსის მერი

23:56 NATO არასოდეს ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღეს არის — ბაიდენი

"NATO არასოდეს ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღეს არის. პუტინი ზუსტად იმის საპირისპიროს იღებს, რასაც უკრაინაში შეჭრით გეგმავდა".

23:36 "შეაჩერე რუსეთის ფაშიზმი" — ამ წარწერით აქვეყნებს ვიდეოს ზელენსკი

გაფრთხილება, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს.

22:40 ბელარუსის პასუხად დიპლომატები უკრაინამაც გააძევა

ბელარუსის პასუხად დიპლომატები უკრაინამაც გააძევა. პასუხი სარკისებრი ეფექტის იყო — უკრაინამაც მხოლოდ ბელარუსი 5 დიპლომატი დაიტოვა და ლვოვში საპატიო საკონსულო დახურა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინული მხარის გადაწყვეტილებაზე ბელარუსის საელჩოს პერსონალის ხუთ ადამიანამდე შემცირების შესახებ. ბელარუსის საელჩოს სხვა თანამშრომლებს უუქმდებათ დიპლომატიური აკრედიტაცია და მათი და მათი ოჯახის წევრების უკრაინაში ყოფნა არასასურველად ცხადდება",— თქვა საგარეო უწყების სპიკერმა.

22:24 ბაიდენი იმედოვნებს, რომ ევროპაში ვიზიტისას უკრაინელ ლტოლვილებს მოინახულებს

ამის შესახემ მან ბრიუსელში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინელი ლტოლვილების ნახვას შეძლებს.

22:16 თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, პასუხს გავცემთ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს. მისი თქმით, პასუხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე.

22:06 კიევში ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის პარლამენტის სპიკერები ჩავიდნენ

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის პარლამენტების სპიკერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.

21:50 ბარსელონა კიევს სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ის ბარსელონას მერს, ადა კოლაუს ესაუბრა და თქვა, რომ მან გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც.

21:39 დაზვერვა: ოკუპირებულ რეგიონებში რუსები ისტორიის წიგნებსა და უკრაინულ ლიტერატურას ანადგურებენ

საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინულ ლიტერატურასა და ისტორიას ბრძოლა გამოუცხადა. უკრაინულ დასახლებებში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ წიგნების განადგურება დაიწყეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების ბიბლიოთეკებში დაიწყო უკრაინული ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის "გამორიცხვა" — ისეთების, რომელიც არ ემთხვევა კრემლის პროპაგანდის პოსტულატებს. მათივე განცხადებით, ამისთვის "სამხედრო პოლიციის" რუსული ქვედანაყოფები მიიწვიეს, და ამჟამად, გარდა რეპრესიულისა, ისინი ასრულებენ ე.წ. "იდეოლოგიურ ფუნქციებს".

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

21:32 კიევის მერს ევროპის რეგიონების კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსი მიანიჭეს

კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ევროპის რეგიონების კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსი მიანიჭეს. კლიჩკოსადმი გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტის წევრები, 1 მილიონზე მეტ რეგიონული და ადგილობრივი ლიდერი გმობს რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი თავდასხმას და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

ევროპის რეგიონების კომიტეტის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსტიტუტი მსგავს წოდებას ანიჭებს ვინმეს.

"ჩვენ მივესალმებით უკრაინელი ხალხის ძალასა და გამბედაობას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ", — წერენ ისინი.

თავად კლიჩკო ამ წოდების მიღებას ტელეგრამზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ეს დიდი პატივია. მისი თქმით, ესაა ევროპული თვითმმართველობის მხარდაჭერის მტკიცებულება.

21:16 ასე იცავენ კიევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს

21:10 ხარკოვში ბომბი რიგში მდგომ ხალხს მოხვდა

სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება

21:00 ზელენსკი: სჯობს ახლა დაგვეხმაროთ იარაღით, ვიდრე მოგვიანებით მოძებნოთ სხვა ქვეყნებისთვის

"სჯობს ახლა დაეხმაროთ უკრაინას იარაღით, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით მოძებნოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვისაც — საქართველოს, მოლდოვის, პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილი", — ცგანაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა G7-ის ლიდერებისადმი მიმართვისას.

20:50 ზელენსკიმ მოუწოდა G7-ს გამოერთოს რუსეთის ფედერაცია GPS-დან და მთლიანად დაბლოკოს რუსეთის ცენტრალური ბანკი

"ჩვენ გვჭირდება სრული ემბარგო რუსეთთან ვაჭრობისთვის, ჩვენ უნდა წავართვათ რუსეთს ომში GPS-ის გამოყენების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სისტემა არ უნდა დაეხმაროს რუსულ რაკეტებს და ბომბებს მშვიდობიანი ქალაქების განადგურებაში", — უთხრა ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს.

20:40 ზელენსკიმ მოუწოდა G7-ს შექმნას U24-ის უსაფრთხოების გარანტიის სისტემა

ზელენსკიმ ვიდოემიმართვისას მოუწოდა G7 ქვეყნებს შექმნან უსაფრთხოების გარანტიების ეფექტური სისტემა უკრაინისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, რომლებსაც ახალ ალიანსში შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში უპასუხონ ნებისმიერ აგრესორს.

"მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი შვიდეულის ჯგუფი არა მხოლოდ დიდ შვიდეულად, არამედ მშვიდობისმყოფელთა დიდ შვიდეულად ვაქციოთ. რა არის ამისთვის საჭირო?

პირველი — რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების ყოველკვირეული გამკაცრება, სანამ ის არ გაჩერდება და არ დაგვიბრუნებს მშვიდობას.

მეორე — მიიღოთ მონაწილეობა უკრაინისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შექმნაში. რეალური გარანტიების, ეფექტური, ისეთის, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერი აგრესორი 24 საათში. ჩვენ შევთავაზეთ ასეთი ასოციაციის შექმნა U24. ეს არის ის, რაც მსოფლიოს ნამდვილად სჭირდება", — განაცხადა მან.

20:34 "პუტინ ხუილო", "არა ომს" — რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

20:07 მოუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი

20:00 დღეს ბრიუსელში G7 ლიდერების სამიტი გაიმართა. ზელენსკიმ მათ ვიდეოთჩართვით მიმართა

19:55 რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერესჩუკის განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, რუსი და უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მისი თქმით, 10 ოკუპანტი ტყვის სანაცვლოდ, 10 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.

ვერესჩუკი წერს იმასაც, რომ რუსეთში 11 რუსი სამოქალაქო ტყვე გააგზავნეს, რომლებიც ოდესასთან გემის ჩაძირვის შემდეგ გადაარჩინეს.

"ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ საფირონიდან. ისინი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ცდილობდნენ კუნძულ ზმეინიდან ჩენი სამხედროები გამოეყვანათ. გაცვლის პირობებით, სამაშველო ხომალდი, ასევე, დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში", — წერს ის.

19:47 ვერეშჩუკის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერესჩუკის განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, რუსი და უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მისი თქმით, 10 ოკუპანტის ტყვის სანაცვლოდ, 10 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.

ვერესჩუკი წერს იმასაც, რომ რუსეთში 11 რუსი სამოქალაქო ტყვე გააგზავნეს, რომლებიც ოდესასთან გემის ჩაძირვის შემდეგ გადაარჩინეს.

"ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ საფირონიდან. ისინი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ცდილობდნენ კუნძულ ზმეინიდან ჩენი სამხედროები გამოეყვანათ. გაცვლის პირობებით, სამაშველო ხომალდი, ასევე, დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში", — წერს ის.

19:43 აშშ-ის მოსახლეობის 56%-ს მიაჩნია, რომ ბაიდენი საკმარისად მკაცრი არ ყოფილა რუსეთის მიმართ — გამოკითხვა

AP-ის საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის NORC-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 56%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკმარისად მკაცრი არ იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

მოსახლეობის 36%-ს მიაჩნია, რომ ბაიდენის ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ სწორი იყო, ხოლო 6% ძალიან მკაცრად აფასებს.

AP-NORC-ის გამოკითხვა 17-21 მარტის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 082-მა მოქალაქემ მიიღო. შერჩევის შეცდომის ზღვარი ყველა რესპონდენტისთვის დაახლოებით 4%-ია.

  • დამატებითი ინფორმაცია ნახეთ აქ.

19:10 NATO გააძლიერებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვას რუსეთის საპასუხოდ — სტოლტენბერგი

"ჩვენმა მთავარმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა უოლტერსმა გაააქტიურა NATO-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის ელემენტები და მოკავშირეები განათავსებენ დამატებით ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვას ჩვენი არსებული და ახალი მხარდამჭერი ჯგუფების გასაძლიერებლად", — განაცხადა მან.

19:00 იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდემდებობის ვადა გაუხანგრძლივეს

NATO-ს ლიდერებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ალიანსის გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია სტოლტენბერგმა Twitter-ზე თავადაც დაადასტურა.

როგორც ის წერს, ამ თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე რჩება. ის NATO-ს გენერალური მდივანი 2014 წლის ოქტომბრიდანაა.

"ჩვენ ერთიანი ვართ, რათა ჩვენი ალიანსის სიძლიერე და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ", — დაწერა მან.

18:40 კიევი, ყავისფერი სავარძელი და ხაკისფერი მაისური — ზელენსკის ტრიბუნა მსოფლიოსთან სასაუბროდ

ასობით და ათასობით საერთაშორისო ზარის მსგავსად, რომლის შინაარსსაც საზოგადოება ვერ ისმენს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერზე მუდმივ რეჟიმში კითხულობს, პრეზიდენტი საჯარო კომუნიკაციასაც იმ მთავარი გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს, რაც მას რუსეთთან ომში ლიდერის უპირატესობას ანიჭებს.

გარემო ყოველთვის იგივეა — ზელენსკი ვლადიმერ პუტინის მთავარი სამხედრო სამიზნე ქალაქში, კიევშია. ის თეთრი კედლის ფონზე, ყავისფერ სავარძელში ზის და ხაკისფერი მაისური აცვია. დაღლილი სახე აქვს, თუმცა მუშტს კრავს და მსოფლიოს იმედიანად უღიმის.

"დიდება უკრაინას", — წარმოთქვამს და დეპუტატებს მთავარ სათქმელს ეუბნება.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

18:20 ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს: მთელი გულით მინდა გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, ამტანობა

"რადგან ჩვენ, როგორც მეგობრებმა, ვიცით, რომ თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლების, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

18:16 საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა უკრაინელ ხალხს

"მსურს ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, თავიანთ ქალაქებს იცავენ და წინააღმდეგობას უწევენ მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში. მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნისთვის ბრძოლით. აგრეთვე, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, მათ შორის საქართველოშიც.

მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს და ვიცით რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ერთი თვეა, ბოლო 29 დღის განმავლობაში. ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ", — განაცხადა მან.

17:40 პესკოვი შოიგუს გაუჩინარებას მოუცლელობით ხსნის

პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გაუჩინარებას მისი მოუცლელობით ხსნის. მისი თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს" და მინისტრს არ აქვს მედიასთან აქტიურობის დრო. როგორც CNN წერს, პესკოვმა პასუხი არ გასცა კითხვას, სად და როგორ არის სერგეი შოიგუ.

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ბუნებრივია, ახლა არ არის მედია აქტიურობის დრო, ეს სრულიად გასაგებია", — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

CNN-ის კითხვას, შეუძლია თუ არა უარყოს რუსული დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემა Agentnstvo-ს ინფორმაცია, რომელიც სამინისტროში ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, რომ შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პესკოვმა არ უპასუხა. ჟურნალისტს კი ურჩია, რომ ამ კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს.

17:30 დიდმა ბიტანეთმა რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნულ "მერს" სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა გალინა დანილჩენკოს, რომელიც რუსეთმა მელიტოპოლის "მერად" მოქმედი მერის გატაცების შემდეგ დანიშნა, სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მყოფ პიროვნებას რუსულ ძალებთან თანამშრომლობისთვის სანქციები დაუწესეს.

დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა რუსული სტრატეგიული ინდუსტრიების, ბანკებისა და ბიზნეს ელიტების მიმართ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაშია გაზპრომი, ვაგნერის დაჯგუფება და 6 ბანკი.

17:10 ვაგნერის დაჯგუფება, გაზპრომი — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა რუსული სტრატეგიული ინდუსტრიების, ბანკებისა და ბიზნეს ელიტების მიმართ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაშია გაზპრომი, ვაგნერის დაჯგუფება და 6 ბანკი.

"ყველას, ვინც დღეს სანქცირებულია, გაეყინება აქტივები დიდ ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის არცერთ მოქალაქეს ან კომპანიას არ შეუძლია მათთან ბიზნესთანამშრომლობა და იმ პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, ასევე ეკრძალებათ მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში", — განაცხადა ტრასმა.

ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთმა მოქმედი მერის გატაცების შემდეგ ახალ მერად გამოაცხადა.

17:00 ნავთობისა და გაზის რუბლით ყიდვა იგივეა, ერთი ხელით უკრაინას ეხმარებოდე, მეორეთი რუსეთს უკრაინელების მოკვლაში — კულება

"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას ეხმარებოდე, მეორეთი კი რუსეთს უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებლიანი არჩევანი", — წერს კულება.

16:47 ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას — ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი NATO-ს სამიტის შემდეგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებენ. ამის შესახებ ის Facebook-ის ოფიციალურ ანგარიშზე წერს.

"დღეს ბრიუსელში NATO-ს ლიდერები შეხვდნენ — უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრიდან ერთი თვე გავიდა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერასა და უსაფრთხოების მხრივ დახმარებას, რათა რუსულ აგრესიას ვებრძოლოთ და დავეხმაროთ თავდაცვის უფლების განხორციელებაში", — წერს ბაიდენი.

16:43 ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტს მიმართა

ომის 29-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვიდეო მიმართვა ჰქონდა შვედეთის პრლამენტში — ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შვედეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინის გვერდით დადგა და ამისთვის მადლობა გადაიხადა.

"თქვენი მხარდაჭერა სრულიად გულწრფელია. ის დაფუძნებულია ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლების სიყვარულზე, იმაზე, რასაც ჩვენი ლურჯი და ყვითელი ეროვნული ფერები გამოხატავს. მთელმა მსოფლიომ იცის, რისკენ ისწრაფვის შვედეთი. ამ ომის ერთი თვის განმავლობაში მთელმა მსოფლიომ დაინახა, რისკენ ისწრაფვის უკრაინა. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა მშვიდობა ეძიოს", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

16:14 ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ფოსფორის ბომბები გამოიყენა

ზელენსკმ რუსეთს ფოსფორის ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა. "ბავშვები კვდებოდნენ, ხალხი იღუპებოდა", — უთხრა მან ნატოს. როგორც BBC წერს მას არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება და არ უთქვამს სად მოხდა თავდასხმა.

16:11 ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ, მაგრამ ერთიც არ მოგვეცით — ზელენსკი NATO-ს

"უკვე ერთი თვეა გიმეორებთ ერთსა და იმავეს, ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სამხედრო დახმარება სჭირდება, შეუზღუდავად. ისევე, როგორც შეუზღუდავად იყენებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მთელ არსენალს. ის ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს. ნებისმიერ ობიექტს — საცხოვრებელი კორპუსებიდან ეკლესიებამდე, საკვების საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე. უკრაინამ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რომ არ დავკარგოთ ამდენი ადამიანი. ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ, მაგრამ ერთიც არ მოგვეცით.

ჩვენ გთხოვეთ ტანკები, რომ ჩვენი ქალაქების განბლოკვა შეგვძლებოდა — მარიუოპოლის, ბერდიანსკის, მელიტოპოლის. ქალაქები, რომლებშიც რუსეთს ასობით ათასი ადამიანი ჰყავს მძევლად და შიმშილს ხელოვნურად ქმნიან. თქვენ მინიმუმ 20 ათასი ტანკი გყავთ, უკრაინამ გთხოვათ თქვენი ტანკების 1% მოგეცათ, ან მოგეყიდათ, მაგრამ ჩვენ ამაზე მკაფიო პასუხი არ მიგვიღია", — განაცხადა მან.

15:31 ნაცრისფერ ზონაში ვართ, დასავლეთსა და რუსეთს შორის — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტზე ვიდეოჩართვით სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ უკრაინა არის ნაცრისფერ ზონაში დასავლეთსა და რუსეთს შორის — არ არის ალიანსის წევრი, მაგრამ იცავს დასავლურ ღირებულებებს. ზელენსკი ამბობს, რომ ეს იყო "გმირული თავდაცვისა" და "განადგურების ბნელი თვე".

"ნატომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ახლა ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ნათელი ხალხი ვართ! და უკვე ერთი თვეა თავს ვიცავთ! გმირული წინააღმდეგობის თვე. ბნელი ტანჯვის თვე", — თქვა ზელენსკიმ.

15:15 გამოჩნდით თქვენი ქალაქების ქუჩებში, შევღებოთ მსოფლიო ყვითელ და ლურჯ ფერებში — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებას უერთდება და მოქალაქეებს სთხოვს, უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩებში გამოვიდნენ. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ვიმეორებ პრეზიდენტი ზელენსკის მოწოდებას მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანის მიმართ: დღეიდან, 24 მარტიდან უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი ქალაქების ქუჩებში გამოჩნდით. შევღებოთ მსოფლიო ყვითელ და ლურჯ ფერებში, თავისუფლებისა და ღირსების მსოფლიო ფერებში", — წერს კულება.

14:53 არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს — ზელენსკი

"აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს. და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოს".

14:28 NATO-ს შეფასებით უკრაინაში 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

NATO-ს შეფასებით, ოთხკვირიანი ომის მანძილზე უკრაინაში 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. როგორც ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, ისინი უკრაინის მონაცემებსა, ასევე, რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ღია წყაროებიდან NATO-ს დაზვერვის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობიან.

13:51 რეზნიკოვი: ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც "გაუტეხელობის თვე"

"ომის ეს პერიოდი, რომელიც 8 წლის წინ რუსეთის ყირიმში შეჭრით დაიწყო, ისტორიაში შევა, როგორც "გაუტეხელობის თვე". უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა, გაუძლო დარტყმას, რომელსაც შეეძლო ბევრის განადგურება, მაგრამ არა ჩვენი. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ მამაკაცსა და ქალს, რომელიც გვიცავს, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მუშაობს თავის ადგილზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ იცოცხლოს.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის უკრაინა ყველაფერზე მაღლა დგას.

არავის მივცემთ უფლებას ჩვენი სახელმწიფო წაგვართვას. სახელმწიფო, რომელზეც უკრაინის თაობები ოცნებობდნენ, იბრძოდნენ და დაიღუპნენ ან გაგზავნეს ციმბირსა და სოლოვკში. ამ ერთ თვეში ჩვენ შევიძინეთ უძლეველობის მრავალი სიმბოლო. გმირულმა მარიუპოლმა, ურღვევმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა, ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ რუსი ოკუპანტები არ იბატონებენ ჩვენს მიწაზე", — წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

13:45 უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში 128 ბავშვი დაიღუპა — პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შედეგად 128 ბავშვი დაიღუპა, 172 კი დაშავდა. პროკურატურამ ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში — 64, ხარკოვში — 43, დონეცკში — 43, ჩერნიგოვში — 32, მიკოლაივში — 24, დედაქალაქში — 16, ჟიტომირში — 15, ხერსონში — 15 და სუმის ოლქში — 14.

13:30 ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა ქალაქის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართა

13:25 ბრიუსელში NATO-ს სამიტი დაიწყო

ბრიუსელში NATO-ს სამიტი დაიწყო — მსოფლიო ლიდერები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

ფოტო: Evan Vucci

12:57 სტოლტენბერგი იმეორებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის რისკის გამო, NATO უკრაინის თავზე ცას არ დახურავს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისევ იმეორებს, რომ ალიანსი უკრაინის თავზე ცის დახურავს არ აპირებს, რადგან ეს რუსეთთან სრულმასშტაბიან ომს ნიშნავს.

"მოკავშირეები სხვადასხვა ტიპის დახმარებას აწვდიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ ასევე ნათლად ვთქვით, რომ არ გავაგზავნით NATO-ს ჯარებს მიწაზე და NATO-ს თვითმფრინავებს ჰაერში. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს ამ კონფლიქტის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რაც უფრო მეტ ტანჯავს, ნგრევასა და სიკვდილს გამოიწვევს.

არა-საფრენი ზონის დაწესება ნიშნავს, რომ ჩვენ მასობრივად უნდა დავესხათ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში და მზად ვიყოთ, რომ ჩამოვაგდოთ რუსული თვითმფრინავები. შედეგად NATO-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის რისკი ძალიან მაღალი იქნება", — თქვა მან.

12:55 მამაცო უკრაინელო ხალხო! თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა — ნაუსედა

12:40 პოლონეთის სეიმმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებები დაგმო

პოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატებმა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, ვინც აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს, მხარი დაუჭირონ სამართალწარმოების დაწყებას.

როგორც პოლონური მედია წერს, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამ დანაშაულების საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ პოლონეთის სეიმმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ.

12:29 დღეს დილით ვამაყობდი, რომ ვიყავი ათასობით ქართველს შორის, ვინც პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ, თავისუფლების მებრძოლთა ხსოვნას — ზურაბიშვილი

11:51 24 მარტს 7 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა დაგეგმილი — ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 24 მარტს 7 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა დაგეგმილი. მისივე თქმით, მათ შორისაა მარიუპოლი-ზაპოროჟიეს დერეფანი, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

11:44 ბერდიანსკში რუსული სამხედრო გემი განადგურებულია – უკრაინა

"რუსების მიერ დროებით დაკავებულ ბერდიანსკის პორტში განადგურდა ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი ორსკი", — წერს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

11:41 ლატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თინა კანდელაკი და რუსეთის სხვა 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ.

"აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ გართობისა და კულტურის სფეროს, გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადმი. პერსონა ნონ გრატას სიაში შეყვანილი პირები საჯაროდ ამართლებდნენ და ავრცელებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში", — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობას, შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია.

10:44 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან ერთ თვეში — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 530 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 597 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 280 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 108 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 124 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 033 ერთეული;
  • გემები/ნავები — 4 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 50 ერთეული.

9:53 ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები კიევის მიმდებარედ საპასუხო დარტყმებს წარმატებით ახორციელებენ

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევები წარმატებულია, რაც დიდი ალბათობით, კიევში რუსეთის შეტევის განახლებას შეაფერხებს.

"უკრაინული ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ დედაქალაქის მიმდებარედ წარმატებით ახორციელებენ საპასუხო დარტყმებს და სავარაუდოდ, დაიბრუნეს მაკარივი და მოსჩუნი".

8:37 "უკრაინას ერთი თვეა არ უძინია"

აზოვის ბატალიონი ტელეგრამ არხზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ომის ერთ თვეზე საუბრობს. პოსტში ევროპას გაღვიძებასკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ერთი თვეა, რაც უკრაინას არ უძინია.

6:35 მოქალაქეები მუხლმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ უკრაინაში დაღუპულ გმირებს

6:25 დაღუპულთათვის პატივის მისაგებად პრეზიდენტი მივიდა

ადგილზე არ გამოჩენილან მთავრობის წარმომადგენლები.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა

6:20 უკრაინაში დაღუპული გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში გადმოასვენეს

5:50 თბილისის აეროპორტში უკრაინის დროშა გაშალეს

5:40 დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

5:25 რამდენიმე წუთში თბილისში უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს ჩამოასვენებენ

მოქალაქეები აეროპორტთან შეიკრიბნენ, რომ პატივი მიაგონ დაღუპულებს.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

4:51 როსკომანდზორმა უკვე დაბლოკილი მედიები დაბლოკა

ინფორმაციას ამის შესახებ "მეორედ დაბლოკილი" მედუზა ავრცელებს. ორგზის დაბლოკილის ტიტული ერგოთ ბუმაგას და TJournal-ს.

პირველად როსკომანდზორმა ეს მედიები გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკა, რადგან ომს ომს უწოდებდნენ. ახლაც იმავე უწყების მოთხოვნაა, თუმცა მედიებმა ჯერ მიზეზი არ იციან.

4:15 ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ტყეში ხანძარი იყო

უკრაინის ვერხოვნა რადას განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, რუსულმა დაბომბვამ გამოიწვია. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ადგილზე მოიმატა ცეზიუმის კონცენტრაციამ, თუმცა მონაცემები არ არის შემაშფოთებელი.

3:52 ნახეთ ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისადმი

3:42 ნახეთ ზელენსკის მიმართვა რუსეთის მოქალაქეებისადმი

3:15 უკრაინაში ერთ-ერთ ბომბსაფარს აფერადებენ

2:50 ზელენსკიმ მსოფლიოს 24 მარტს უკრაინის მხარდამჭერ მარშებზე გამოსვლისკენ მოუწოდა

"გამოდით თქვენი ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მშვიდობის სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, უკრაინის მხარდასაჭერად, თავისუფლების მხარდასაჭერად, სიცოცხლის მხარდასაჭერად.

გამოდით თქვენს ბაღებში, ქუჩებში. გახადეთ თქვენი თავი ხილვადი და მოსმენადი. თქვით, რომ ხალხი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშნველოვანია. 24 მარტის მარშზე თქვენს ქალაქებში. ყველა ერთისთვის, ერთად, ვისაც სურს შეაჩეროს ომი", — განაცხადა მან.

2:40 რა უთხრა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის თვისთავზე ჩაწერილ ვიდეოში რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, შეეწინაღმდეგონ ომს, რომელზეც ატყუებენ და რომლის გამოც აღარიბებენ. მანვე თქვა, რომ თუ რუსებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა, რათა არ გადაიხადონ გადასახადები და ამ ფორმით არ დააფინანსონ ომი, ეს უნდა გააკეთონ.

"ახლა მინდა ცალკე მივმართო რუსეთის მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკა ეზიზღება. ვისაც უკვე გული ერევა იმაზე, რასაც ხედავს ტელევიზორში, იმაზე, როგორ გატყუებენ თქვენივე პროპაგანდისტები ინტერნეტში. პროპაგანდისტები, რომლებსაც ფულს თქვენივე გადასახადებიდან უხდიან და იტყუებიან ომზე, რომელიც თქვენი ფულით ფინანსდება და რომელიც აღარიბებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, ყოველ დღე უფრო მეტად და მეტად", — განაცხადა მან.

  • მიმართვის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ აქ.

2:21 ზელენსკი ახალ ვიდეოში 3 ენაზე საუბრობს: უკრაინელებს, მსოფლიო თანამეგობრობას და რუსეთს მიმართავს

ზელენსკი ამბობს, რომ ომი არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთმა ომი დაიწყო თავისუფლების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რუსეთს სურს შეუზღუდოს თავისუფლება ყველა ადამიანს ევროპაში.

ზელენკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ცდილობს აჩვენოს, თითქოს ადამიანი მნიშვნელოვანი არ არის, ისევე, როგორც სხვა ყვეალფერი, რაც ადამიანებად გვაქცევს. მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ყველამ უნდა შეაჩეროს რუსეთი.

უკრაინის მოუწოდა ყველას ომის თვისთავზე, 24 მარტს გამოვიდნენ ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან, შეიკრიბნონ თავიანთ ქალაქებში უკრაინის სიმბოლიკით და მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას.

2:19 ზელენსკი: გთხოვთ, შეეწინააღმდეგეთ ომს!

"ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ომი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოქმედებს უკრაინის, თავისუფლების მხარდასაჭერად. მაგრამ ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვე გავიდა! ამდენი ხანი! ეს გულს მიტეხავს მე და ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს დედამიწაზე. ამიტომ გთხოვ, შეეწინააღმდეგოთ ომს!" — განაცხადა პრეზიდენტმა.

2:02 რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს აძევებს და პერსონა ნონ გრატად აცხადებს

რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს აძევებს და პერსონა ნონ გრანტად აცხადებს. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

მათი თქმით, უწყებაში დაიბარეს აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და გადასცეს გასაძევებელი პირების სია. მათივე თქმით, ეს პასუხია აშშ-ის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებაზე.

"ამერიკულ მხარეს მტკიცედ განეცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიიღებს გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს", — აცახდებს სერგეი ლავროვის უწყება.

1:52 რა მდგომარეობაა ჩერნიგოვში რუსული ავიაიერიშების შემდეგ

1:34 ცნობილი სნაიპერი WALI უკრაინულ მედიებთან ამბობს, რომ 3 დღის განმავლობაში რუსები ესროდნენ, მაგრამ კიევის შემოგარენში მიმდინარე პირველი მისიიდან უვნებლად დაბრუნდა

1:30 ბოგდანოვკიდან 20 ავტობუსითა და 130 მანქანით მოქალქეების ევაკუაცია განხორციელდა

00:30 On.ge-ის რამენიმე სტატია ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებზე

24 მარტი: პუტინის ომის 29-ე დღე

მთავარი ამბები:

  • ბაიდენი ევროპაში გაემგზავა, სადაც პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეხვდება;
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია;
  • პესკოვი იმუქრება, რომ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში" ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ;
  • პენტაგონის სპიკერის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სახიფათოა;
  • პოლონეთი 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას განიხილავს;
  • ბელარუსი უკრაინელი დიპლომატების ნაწილს აძევებს;
  • უკრაინელებმა დაიბრუნეს ირპინი, ბუჩა და გოსტომელი;
  • რუსეთი ომის დანაკარგებს ისევ მალავს;
  • ოკუპანტებმა ხერსონის თეატრის დირექტორი გაიტაცეს;
  • გაეროს მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა უკვე 3 მილიონზე მეტია;
  • კიევში რუსული მედიის, The Insider-ის ჟურნალისტი გარდაიცვალა;
  • უკრაინა იმედოვნებს, რომ მალე კუნძულ ზმეინის მცველებს დაიბრუნებს;
  • ბოლოს და ბოლოს: Nestle რუსეთში რამდენიმე ბრენდის, მათ შორის KitKat-ისა და Nesquik-ის გაყიდვებს წყვეტს.

23:59 უკრაინა იმედოვნებს, რომ მალე კუნძულ ზმეინის მცველებს დაიბრუნებს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი იმედოვნებს, რომ უკრაინა მალე დაიბრუნებს კუნძულ ზმეინის ტყვედ ჩავარდნილ მესაზღვრეებს. უკრაინულ მედია, სუსპილნესთან საუბრისას მან განაცხადა, რომ რუსეთის სახალხო დამცველმა გამოთქვა სურვილი რუსი მეზღვაურების დაბრუნებაზე.

"გამოთქვეს მეზღვაურების გაცვლის სურვილი, რომლებიც, სხვათა შორის, გადაარჩინეს, ისინი შავ ზღვაში იხრჩობოდნენ. და იმედი მაქვს, მალე გავცვლით", — განაცხადა მან.

ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის ომბუდსმენმა მიმართა მას პარიტეტული გაცვლის შესაძლებლობის შესახებ: მეზღვაური მეზღვაურისთვის, მძღოლი მძღოლისთვის.

"მე ვამბობ — კარგი, მაგრამ მითხარით, გთხოვთ, ვის უნდა გავცვალოთ ჩვენი ქალაქის მერებში, რომლებიც დამპყრობლება ტყვედ აიყვანეს? ჩვენც უნდა ავიყვანოთ ტყვედ თქვენი მშვიდობიანი მოქალაქეები?" — განაცხადა მან.

23:19 აშშ უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებს ომის დანაშაულად აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ იმუშავებს სხვებთან ერთად დამნაშავეების სამართლებრივ დევნაზე.

"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის ძალების წევრებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები უკრაინაში", — წერს ბლინკენი განცხადებაში.

მისი თქმით, ეს შეფასება ეფუძნება საზოგადოებრივი და სადაზვერვო წყაროების „დეტალურ ანალიზსს" მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ გაუზიარებს ამ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებსაც ევალებათ გამოიძიონ ბრალდებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე.

"ჩვენ ვნახეთ მრავალი სანდო ცნობა განურჩეველი თავდასხმებისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმების შესახებ, ასევე სხვა სისასტიკეზე. რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო მანქანები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა და დაიღუპა", — განაცხადა ბლინკენმა.

22:58 კიევში რუსული მედიის, The Insider-ის ჟურნალისტი გარდაიცვალა

უკრაინაში რუსული მედიის, The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა გარდაიცვალა. რუსული მედიების ინფორმაციით, ის კიევში სარედაქციო დავალებას ასრულებდა, როცა დაბომბვა დაიწყო.

როგორც The Insider წერს, ის იღებდა ნგრევას დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში, რაც რუსული ჯარების დაბომბვამ გამოიწვია. მათივე თქმით, მასთან ერთად გარდაიცვალა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი თანმხლები პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როგორც კორესპონდენტი, ოქსანა გაემგზავრა უკრაინაში, სადაც მან მოახერხა რამდენიმე რეპორტაჟის გაკეთება ლვოვიდან და კიევიდან. The Insider ღრმა მწუხარებას გამოხატავს ოქსანას ოჯახისა და მეგობრების მიმართ.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ომის გაშუქებას, მათ შორის რუსული სამხედრო დანაშაულების ჩათვლით, როგორიცაა განურჩეველი დაბომბვა საცხოვრებელი უბნების, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები იღუპებიან", — წერს გამოცემა.

22:43 ლიეტუვისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ფოტო კიევიდან

"ის არის პირველი უცხოელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 24 თებერვლის შემდეგ ჩამოვიდა. მაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი", — წერს რეზნიკოვი.

ფოტო: ოლექსეი რეზნიკოვი

22:29 ასე გამოიყურება დაბომბილი მარიუპოლი

"ეს მარიუპოლია დღეს. თითქოს მკვდარი, მტრის დაბომბილი ქალაქი. მაგრამ ისევ ცოცხალია. აქ მშიერი ხალხი, ალმოდებული სახლების სარდაფებში სუნთქავს. მათი გული ისევ ძგერს ნანგრევებში გადარჩენის იმედით", — წერს აზოვის დანაყოფი და ვიდეოს ავრცელებს.

22:02 ომის დაწყების შემდეგ საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 58 მანქანას

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაიღუპა 6 მედიკოსი.

21:59 კიევში რუსებმა ავტოსადგომს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომი დაბომეს, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21:50 მარიუპოლის მერმა დატოვა ქალაქი, რომ კონტაქტზე ყოფნა შეძლოს — ადმინისტრაცია

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსისა და მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დატოვა ქალაქი, რადგან იქ არანაირი კავშირი არ არის და ახლა ის მუდმივ კონტაქტშია ხელისუფლებასთან და სამხედროებთან ქალაქის მცხოვრებლების გადასარჩენად.

"მარიუპოლში არანაირი კავშირი არ არის, ამიტომ ბოიჩენკოს მოუწია ყოფნა სხვა ადგილას. ჩვენ გვაქვს მასთან კავშირი და ვაგრძელებთ მუშაობას ხალხის გასაყვანად მწვანე დერეფნის შექმნაზე", — განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.

21:45 დიდი ბრიტანეთი Youtube-ს იმ ვიდეოს წაშლას სთხოვს, რომელიც რუსმა პრანკერებმა ატვირთეს

21:41 დაბომბილი ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ნანგრევებიდან უკვე 24 ცხედარი ამოასვენეს

შენობა პირველ მარტს დაბომბეს. იმ დღეს 7 დაღუპულზე გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით ათზე. დღეს კი რაიონის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება.

21:16 ლაიენი: თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა

"ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ სურათებს ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლის, ხარკოვის და კიევის გარეუბნების განადგურებას. მაგრამ ნება მომეცით ერთი წუთით გადაგიყვანოთ ფრონტის ხაზის მიღმა, ოკუპირებულ უკრაინაში — ალყისა და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ისეთივე შემზარავია. ახალი საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მედიკამენტების მარაგი იწურება, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველ დღე ათასობით უკრაინელი გამოდის გარეთ და აპროტესტებს რუსეთის შეჭრას.

ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტი ჯარისკაცების წინ თავის ლურჯ და ყვითელ დროშებს აფრიალებენ. ისინი არ გაჩერებულან, მას შემდეგაც, რაც რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს და ესროლეს რამდენიმე მათგანს. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა. და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა", — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

20:20 ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას — სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის და მას შორსმიმავალი შედეგები ექნება.

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება", — განაცხადა მან.

19:59 ზელენსკიმ ფრანგულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტისთვის მიმართვისას, ფრანგულ კომპანიებს რუსული ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა.

Renault, Auchan, Leroy Merlin-მა და სხვებმა რუსული საომარი მანქანების სპონსორობა უნდა შეწყვიტონ [...] მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობის დაფინანსება", — განაცხადა მან.

ავტომწარმოებელი კომპანია Renault კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა.

19:43 გაეროს მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა უკვე 3 მილიონზე მეტია

გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა უკვე 3 მილიონზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

19:15 ჩვენი მიზანია სანქციები რუსეთისთვის იყოს მტკივნეული და არა ჩვენთვის — მიშელი

18:42 ვიმედოვნებ, შევთანხმდებით ინდივიდუალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე — სტოლტენბერგი საქართველოზე

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ შეთანხმდებიან იმ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სამიტამდე განაცხადა.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც ასევე რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და საკუთარი უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები", — თქვა მან.

18:35 "რატომ? რატომ? რატომ?" — მარიუპოლი სიკვდილით და ტერორითაა მოცული

"ბავშვების ცხედრები აქ, მარიუპოლის ამ ვიწრო, ნაჩქარევად გათხრილ, გაყინულ მიწაში ყრია, ჰაერი კი უწყვეტი დაბომბვის ხმითაა გაჯერებული" — მარიუპოლში დატრიალებულ ტრაგედიაზე ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, Associated Press წერს.

18 თვის კირილი, რომელიც ჭურვის ნამსხვრევით მიღებულ თავის ჭრილობას შეეწირა, აქ ასვენია. აქ არის 16 წლის ილია, რომელსაც სკოლის მოედანზე ფეხბურთის თამაშისას აფეთქებამ ფეხები მოკვეთა. ასევე აქაა 6 წლამდე ასაკის გოგო, რომელსაც ანიმაციური მარტორქების პიჟამა ეცვა. ის მარიუპოლში ერთ-ერთი პირველი ბავშვია, რომელიც რუსულ ჭურვს ემსხვერპლა.

ქალაქის გარეუბანში, ამ მასობრივ საფლავში, ისინი, სხვა უამრავ გარდაცვლილთან ერთად, გვერდიგვერდ არიან ჩასვენებული. კაცი ცისფერ ნაჭერში, რომლის კიდეები მიწაზე ქვებითაა დამაგრებული; ქალი, წითელსა და ოქროსფერ ზეწარში, რომელსაც კოჭები თეთრი ნაჭრით აქვს შეკრული. მომუშავეები გვამებს სწრაფად ისვრიან, რადგან ღია ადგილას რაც უფრო ცოტა ხანს გაჩერდებიან, მით უფრო მეტია მათი გადარჩენის ალბათობა.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

18:05 უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში, მაგრამ მისი მხარდაჭერა ნამდვილად ჩვენს დღის წესრიგშია — სტოლტენბერგი

"ის, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, ნამდვილად მტკინვეულია, ეს შემზარავია და ჩვენ ვხედავთ საშინელ შედეგებს მშვიდობიანი, სუვერენული ერისთვის. ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც NATO-მ გააძლიერა მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო თავდაცვით სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით, სხვადასხვა ტიპის იარაღებით და ნამდვილად უპრეცედენტო დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ეს არის ყველაზე მეტი, რაც აქამდე გაგვიკეთებია. ჩვენ 2014 წლიდან აქტიურ წვრთნებს ვატარებდით უკრაინის ჯარისთვის და ისინი დღეს ბრძოლის წინა ხაზზე არიან. რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის და მათი ლიდერების სიმამაცემ ასევე განაპირობა ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის წვრთნები, რაც გაიარა უკრაინის ჯარმა, გადამწყვეტ როლს ასრულებს. NATO-ს წევრობა არ არის დღის წესრიგში, მაგრამ უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად მთავარია ჩვენს დღის წესრიგში და ეს ხვალ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება", — აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

17:47 ბელარუსი უკრაინელი დიპლომატების ნაწილს აძევებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნიდან უკრაინელ დიპლომატთა ნაწილს აძევებენ და ტერიტორიის დასატოვებლად 72 საათს აძლევენ. უკრაინსკა პრავდა წერს, რომ საუბარია 12 დიპლომატზე.

მიზეზად უწყება უკრაინის "არამეგობრულ ნაბიჯებს" და კრიტიკულ განცხადებებს ასახელებს. ამის ფონზე ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ხალხი ნებისმიერ სიტუაციაში იყო და რჩება ბელარუსის "ძმურ ერად, უკრაინა კი მეზობლად".

უწყების თქმით, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბელარუსში 1+4 ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. მათივე თქმით, რადგან პერსონალი აღარ იქნება, მიიღეს გადაწყვეტილება დახურონ ბრესტში უკრაინის გენერალური საკონსულო.

17:45 NATO არ გახდება ომის თანამონაწილე მხარე — შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, NATO არ გახდება ომის თანამონაწილე. მისიი თქმით, ყოველდღე იღებს წერილებს მოქალაქეებისგან, რომლებიც ეკითხებიან, მოვა თუ არა ომი მათთან. ამის შესახებ შოლცმა ტვიტერზე დაწერა.

"ყოველდღე ვიღებ წერილებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან, რომლებიც მეკითხებიან: მოვა ომი აქ, ჩვენთან? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: 80 წლის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ და ასეც უნდა დარჩეს! ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე", — წერს ის.

ის მიმართავს ზელენსკის და ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია, მათი დახმარების იმედი ჰქონდეს. მისი თქმით, დააწესეს სანქციები, რომელიც მუშაობს და რომლის შედეგებიც მომდევნო კვირის განმავლობაში უფრო აშკარა გახდება.

17:35 ირპენის 80% უკრაინის კონტროლის ქვეშაა — ქალაქის მერი

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის განცხადებით, ქალაქის 80% უკრაინის კონტროლის ქვეშაა. უკრაინული ტელევიზიასთან საუბრისას, მან თქვა, რომ ოკუპანტები ქალაქს გამუდმებით ბომბავენ.

"ჩვენი ქალაქი გამუდმებით იბომბება GRAD სისტემებით, ძალიან მასიურად. ისინი საცხოვრებელ ზონასა და მრავალსართულიან შენობებს ბომბავენ", — აღნიშნა მან.

მარკუშინი ამბობს, რომ ევაკუაციის მიუხედავად, 6 000 ადამიანი ისევ ირპენში რჩება, მცირე პატარა ჯგუფების ქალაქიდან გაყვანა კი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

17:21 აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ბრძოლისუნარიანობა 90%-ით დაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანის თქმით, რუსეთის ბრძოლისუნარიანობა 90%-ით დაეცა, რასაც შეიარაღების დიდი დანაკარგი და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობის ზრდა მიუთითებს.

აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსებს სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ადგილას მორალური პრობლემები აქვთ, ისინი არ ელოდნენ ამ დონის წინააღმდეგობას. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთს ძირითადად წვევამდელების არმია ყავს შეყვანილი და მათ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება.

17:13 ოკუპანტებმა ხერსონის თეატრის დირექტორი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს ხერსონის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კნიგა, რომელიც ცხოვრობს ოლეშკში და ხერსონის რეგიონალური საბჭოს წევრია. ინფორმაციას უკრაინის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენი დღე უსიამოვნებით დაიწყო, დააკავეს ჩვენი ქალაქის მცხოვრები ხერსონის რეგიონალური მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი ალექსანდრე კნიგა, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

მე ვხედავ უფრო და უფრო მეტ ადამიანი მიჰყავთ. ჩემი რიგი როცა მოვა, იცოდეთ, ყველა სამსახური მუშაობს, ყველაფერი მოგვარებულია, ქალაქში პანიკა არ იქნება", — განაცხადა ოლეშკის მერმა ევგენ რიშჩუკმა.

17:03 უკრაინელებმა დაიბრუნეს ირპინი, ბუჩა და გოსტომელი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს ირპენი, ბუჩა და გოსტომელი კიევთან ახლოს, თუმცა რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მაკაროვსკაიას, ბუჩანსკაიას, ირპინსკაიასა და დმიროვსკოეს თემების გამუდმებით დაბომბვას.

16:51 უკრაინაში გამოკითხულთა 90% მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზარალი

უკრაინსკა პრავდა ორგანიზაცია რეიტინგზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელების 21%-ის აზრით, ამას ევროპული ქვეყნები უნდა შეუერთდნენ, 17%-ის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 12% შეერთებული შტატებს ასახელებს, მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.

61%-ს სურს ფინანსურად დაუჭირონ მხარი მშენებლობებს ან იმუშაონ ამ მშენებლობებზე. 5%-ს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების საქმეა. დანარჩენი კი აცხადებს, რომ სურვილი აქვთ, მაგრამ შესაძლებლობა არა.

გამოკითხვის მეთოდი: აუდიტორია — უკრაინის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა ყველა ოლქში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა. ორგანიზაციის განცხადებით, ნიმუში რეპრეზენტატიულია ასაკის, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. შერჩევის პოპულაცია: 1 000 რესპონდენტი. გამოკითხვის მეთოდი: CATI (Computer Assisted Telephone Interviews). ცდომილება არაუმეტეს 3,1%.

16:43 რუსეთი ომის დანაკარგებს ისევ მალავს — რა "მიზეზი" აქვს კრემლს

ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და კრემლი დანაკარგებს ისევ მალავს. 28-ე დღეა რუსეთში არ იციან, სად არიან, დაჭრეს, თუ მოკლეს უკრაინაში მებრძოლი მათი ოჯახის წევრები.

23 მარტს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ჰკითხა პესკოვს, როდის გახდება ცნობილი დანაკარგები, რაზეც რუსეთისთვის დამახასიათებელი პასუხი მიიღეს: "როცა საჭირო იქნება".

"ნამდვილად ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს პრეროგატივა მთლიანად მათ, ანუ ჩვენს სამხედროებს ეკუთვნის. როცა საჭიროდ ჩათვლიან, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ", — განაცხადა მან.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

16:30 კიევის ოლქში მთვრალმა ოკუპანტმა კაცი მოკლა, მისი ცოლი კი გააუპატიურა — უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, მთვრალი რუსი ჯარისკაცი კიევის ერთ-ერთ ოლქში სახლში შეიჭრა, კაცი მოკლა, მისი ცოლი გააუპატიურა, შვილს კი იარაღით დაემუქრა.

"კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში რუსი ჯარისკაცი სახლში შეიჭრა და კაცს ესროლა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოკუპანტმა და მისმა კოლეგამ არაერთხელ გააუპატიურეს მოკლული მოქალაქის ცოლი, მასთან ერთად მყოფ არასრულწლოვან შვილს იარაღით დაემუქრნენ", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

16:27 Nestle რუსეთში რამდენიმე ბრენდის, მათ შორის KitKat-ისა და Nesquik-ის გაყიდვებს წყვეტს

ომის 28-ე დღეს Nestle რუსეთში რამდენიმე ბრენდის, მათ შორის KitKat-ისა და Nesquik-ის გაყიდვებს წყვეტს. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, კომპანია ასევე შეაჩერებს ყავისა და შინაური ცხოველების საკვების გაყიდვას.

Nestle-ს ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე დარჩენის გამო აკრიტიკებდნენ მომხმარებლები, პოლიტიკოსები და აქტივისტები. Maggi-სა და Nescafe-ს შვეიცარიულმა მწარმოებელმა არაერთხელ თქვა, რომ გააგრძელებს რუსეთისთვის აუცილებელი საკვების მიწოდებას, როგორიცაა ჩვილების საკვები და სამედიცინო დახმარება.

16:10 ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც დაიღუპა უკრაინის დაცვის დროს — კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის სალეჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების წინაშე ქედს იხრის. მისი თქმით, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გააჩნდათ.

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად გვიჩვენებენ თავიანთ გმირობასა და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან, რომელთა აქტივობა ძალიან საშიში და ძლიერი ხდება მოწინააღმდეგეებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონა. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც დაიღუპა უკრაინის დაცვის დროს. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ — საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა, ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში", — განაცხდა კასიანოვმა.

15:45 რუსეთთან ვაჭრობის ემბარგო აუცილებელია — ზელენსკი იაპონიის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიას რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგოს დაწესებას და სანქციების გამკაცრებას სთხოვს. როგორც Reuters წერს იაპონიამ 76 ფიზიკურ პირს, შვიდ ბანკსა და 12 სხვა ორგანიზაციას უკვე დაუწესა სანქციები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

"რუსეთთან ვაჭრობის ემბარგო აუცილებელია. აუცილებელია კომპანიების გასვლა რუსული ბაზრიდან, რათა ფული არ წავიდეს რუსეთის ჯარში", — თქვა მან.

15:30 რუსი ტელეპროპაგანდისტები რუს პილოტებზე უარესები არიან, დაუწესეთ მათ სანქციები — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსი ტელეპროპაგანდისტები პილოტებზე უარესები არიან და დასავლეთს მოუწოდებს, თითოეულ მათგანს სანქციები დაუწესოს. მისი თქმით, პილოტებს საფრთხე მაინც ემუქრებათ და პროპაგანდისტებს მშვიდად სძინავთ, შემდეგ კი ეთერში გადიან და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ.

"რუსი ტელეპროპაგანდისტები რუს პილოტებზე უარესები არიან. პილოტებს ჩამოგდება მაინც ემუქრებათ. მოლაპარაკე თავებს უსაფრთხოდ სძინავთ, შემდეგ გადიან ეთერში და საუბრობენ ბირთვულ დარტყმებზე ან ნატოს წევრ ქვეყნებში შეჭრაზე. დაუწესეთ თითოეულ მათგანს სანქციები. დაბლოკეთ ყველა ტოქსიკური რუსული პროპაგანდა და მისი გამაძლიერებლები", — წერს კულება.

15:16 პენტაგონის სპიკერის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სახიფათოა

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის რიტორიკა ბირთვულ იარაღზე სახიფათოა. ასე ეხმაურება ის პუტინის სპიკერის, დმიტრო პესკოვის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გაკეთებულ განცხადებას.

"ასე პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა არ უნდა იქცეოდეს", — თქვა მან.

კირბმა დასძინა, რომ აშშ-ს ჯერ ვერაფერს ხედავს ისეთს, რომ შეკავების სტრატეგიული პოზიციის შეცვლა აუცილებელი იყოს.

15:06 პოლონეთი 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას განიხილავს

პოლონეთის რესპუბლიკისა და მისი მოკავშირეების მიმართ რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით, პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოსთხოვა.

სააგენტოს მასალები ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული ოფიცრებისა და მათთან თანამშრომლობითი პირების საქმიანობა ემსახურება რუსული სადაზვერვო პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია პოლონეთის რესპუბლიკისა და მისი პარტნიორების სტაბილურობისკენ საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს უქმნის პოლონეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

15:03 პოდოლიაკის 4 ნაბიჯი პარტნიორებს, რათა არ დაინახონ მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნონ დამწვარი მარიუპილის სუნი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაიოლო პოდოლიაკიპარტნიორებს 4 ნაბიჯს უზიარებს, რათა მათ "არ დაინახონ მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნონ დამწვარი მარიუპილის სუნი".

ის შემდეგ ნაბიჯებს თვლის:

  • თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ვერ დახურავთ ცას;
  • საკრუიზო რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის;
  • ნავთობის მკაცრი ემბარგო;
  • დახურული პორტები რუსული გემებისთვის მთელ მსოფლიოში.

14:15 უკრაინაში მოქალაქეები ომის დროს სამხედროების მხარდაჭერას ცდილობენ

14:00 ოდესელი მოხალისეების ვიდეო ბონ ჯოვიმ გადატვიტა

13:45 უკრაინაში საჯარო მოხელეებს ეთიკის კოდექსის დარღვევად არ ჩაეთვლებათ, თუ გამოიყენებენ ფრაზას — "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი"

ინფორმაციას უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს, თუმცა ამბობს, რომ "ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია".

13:30 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 121 ბავშვი დაიღუპა — პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შედეგად 121 ბავშვი დაიღუპა, 167 კი დაშავდა. პროკურატურამ ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში — 61, ხარკოვში — 41, დონეცკში — 40, ჩერნიგოვში — 32, მიკოლაივში — 24, დედაქალაქში — 16, ჟიტომირში — 15, ხერსონში — 15 და სუმის ოლქში — 14.

პროკურატურის თქმით, დონეცკის რეგიონში რუსი სამხედროები აგრძელებენ ქალაქებისა და სახლების დაბომბვას, შედეგად დაიღუპა 9 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი, დაშავდა 3 ბავშვი.

13:00 ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სახლში უკრაინელი ლტოლვილები შეიფარა

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა 2 უკრაინელი ლტოლვილი თავის სახლში შეიფარა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"ესტონეთში ჩამოვიყვანე და ჩემს სალში შევიფარე 2 უკრაინელი ლტოლვილი კიევიდან", — წერს ილვესი.

12:45 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 28-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 600 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 517 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 578 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 267 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 101 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 124 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 008 ერთეული;
  • გემები/ნავები — 4 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 42 ერთეული.

12:19 პესკოვი იმუქრება, რომ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში" ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ

პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში კითხვაზე თუ რა პირობებში გამოიყენებს პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, უპასუხა, რომ ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე შეიქმნება.

"თუ ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იარსებებს, მაშინ, შეიძლება, გამოვიყენოთ", — ამბობს პესკოვი.

11:50 უკრაინაში ოკუპანტებმა სასწავლო ავტობუსი მოიპარეს

ოკუპანტებმა ავტობუსს რუსული სამხედრო სიმბოლო Z დაახატეს.

11:10 ლუგანსკის ოლქში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

10:34 ოკუპანტებმა ააფეთქეს ხიდი, რომელიც ჩერნიგოვს კიევთან აკავშირებდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ხიდი გამოიყენებოდა ჩერნიგოვიდან ევაკუაციისას და ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

09:22 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას თქვა, რომ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია.

"ვესაუბრე მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს უკრაინისთვის მშვიდობის გზების ძიების შესახებ, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ოკუპანტების სისასტიკეზე და ალყაში მოქცეულ ქალაქებზე. მადლობა გადავუხადე მას ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის, უკრაინისთვის ლოცვისთვის. მე ის ამ ყველაზე გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე", — თქვა ზელენსკიმ.

08:05 მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში ოკუპანტების ინტენსიური დაბომბვის პარალელურად. მისივე თქმიტ, ჰუმანიტარული დერეფნებით მშვიდომიანი მოსახლეობის გაყვანის მცდელობები შეწყდა რუსეთის დაბომბვის გამო.

"დღევანდელი მდგომარეობით ქალაქში 100 000-მდე ადამიანია. არაადამიანურ პირობებში. სრულ ბლოკადაში. არც საკვები, არც წყალი, არც წამალი. მუდმივი დაბომბვის ქვეშ", — ამბობს ზელენსკი.

04:35 მარიუპოლის ახალი სატელიტის ფოტო, სადაც ჩანს დანგრეული შენობები

ფოტო: Maxar/Getty Images

02:00 არ დავიღლებით, დავისვენოთ, როცა გავიმარჯვებთ — ზელენსკი

"ჩვენ ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ, როგორც შეგვიძლია. ბოლომდე. ვიქნებით მამაცები და გახსნილები, ყველა პლატფორმაზე, სრული ენერგიით, შედეგისთვის. ჩვენი მთელი ძალებით. და არ დავიღლებით. მოდით, დავისვენოთ, როცა გავიმარჯვებთ", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეოში.

01:47 ხარკოვის ცენტრში მოქალაქე ჩელოზე უკრავს

"ჩვენი ქალაქები დაზიანებულია, მაგრამ ჩვენი სულები იმედითა და რწმენითაა სავსე", — წერს უკრაინის მთავრობის გვერდი Facebook-ზე.

01:41 POLITICO-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

გამოცემა POLITICO-ს მკითხველებმა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. "აუდიტორიის არჩევანი" ონლაინ გამოკითხვაა, რომელიც აკეთებს პროგნოზსს იმის შესახებ, თუ ვინ შექმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიმდინარე წელს ევროპაში.

00:21 ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხვალ ევროპაში გაემგზავრება, სადაც პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეხვდება. მისი თქმით, თავდაპირველად ის ბელგიაში ჩავა, სადაც NATO-ს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შემდეგ, პოლონეთში გაემგზავრება და ანდჟეი დუდასთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ ის საკუთარ Twitter-ზე წერს.

23 მარტი: პუტინის ომის 28-ე დღე

მთავარი ამბები:

  • უკრაინულმა ჯარებმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი მაკარივი დაიბრუნეს;
  • ჩერნიგოვი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დატოვა;
  • ხარკოვის ოლქში რუსულმა ტანკმა დაცხრილა მანქანა, რომელშიც იყვნენ მშობლები ორ შვილითან ერთად;
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 117 ბავშვი დაიღუპა;
  • ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა;
  • ლუგანსკის ოლქში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს;
  • ბროვარსკის რაიონიდან 4500-მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა;
  • მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსული ბანკები საკუთარი სისტემიდან გათიშა;
  • ოფიციალური პირების თქმით, ბელარუსი რუსეთის ომში, შესაძლოა, მალე ჩაერთოს — CNN;
  • აშშ რუსეთის წინააღმდეგ ხუთშაბათს ახალ სანქციებს წარადგენს.

23:31 აშშ რუსეთის წინააღმდეგ ხუთშაბათს ახალ სანქციებს წარადგენს

ხუთშაბათს, 24 მარტს აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს წარადგენს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა. მისივე თქმით, აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღების მიწოდება არ დაუფიქსირებია.

23:29 ენერგორესურსები მეგობრებისგან უნდა ვიყიდოთ და არა მტრებისგან — მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპა რუსეთის ენერგიისგან სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ ენერგორესურსები მეგობრებისგან უნდა ვიყიდოთ და არა მტრებისგან, რადგან საბოლოოდ, ჩვენ ამ ომისთვის ვიხდით ყოველდღე. დროა ლიდერობა ვაჩვენოთ. არ ვსაუბრობთ მხოლოდ მწვანე დღის წესრიგზე და ამას მხოლოდ გარემოსდაცვითი, კლიმატის პერსპექტივიდან არ ვუყურებთ, არამედ ამას ვუყურებთ უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც", — თქვა მან.

22:58 ასე ემზადებიან ოდესაში ქალაქის დასაცავად

22:27 მოსკოვში დააჯარიმეს აქტივისტი, რომელსაც პოსტერზე 8 ფიფქი ჰქონდა დახატული ეწერა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ 50 ათასი რუბლით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით დააჯარიმა აქტივისტი, რომელსაც პოსტერზე "*** *****" ეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ OVD-Info-ს ადვოკატი ავრცელებს, რომელიც აქტივისტს იცავდა.

21:41 ოკუპანტებმა საევაკუაციო კოლონა და საგანგებოს თანამშრომლები ტყვედ აიყვანეს — ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ოკუპანტებმა საევაკუაციო კოლონა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.

მედიის ცნობით, მანგუშთან, მარიუპოლის მიმდებარედ გახსნილი მარშრუტი, სადაც ტყვეები აიყვანეს, მხარეებს შორის შეთანხმებული იყო. ვერეშჩუკის განცხადებით, ოკუპანტები ამბობენ, რომ აღჭურვილობის ჩამორთმევის შემდეგ, შესაძლოა, ისინი გაათავისუფლონ.

20:14 ოფიციალური პირების თქმით, ბელარუსი რუსეთის ომში, შესაძლოა, მალე ჩაერთოს — CNN

CNN-ის ცნობით, NATO-სა და აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს, შესაძლოა, მალე შეუერთდეს. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა ამისთვის უკვე დგამს ნაბიჯებს.

19:50 მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსული ბანკები საკუთარი სისტემიდან გათიშა

მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, Binance-მა რუსული ბანკები საკუთარი სისტემიდან გამოთიშა. ინფორმაციას Unian უკრაინის ფინანსური მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, Binance რამდენიმე რუსული ბანკისა და გადახდის სისტემისთვის P2P ტრანზაქციების შესაძლებლობას ზღუდავს.

19:30 ბუჩაში ოკუპანტებმა კაცი 14 წლის შვილის თვალწინ მოკლეს

ბუჩაში ოკუპანტებმა კაცი 14 წლის შვილის თვალწინ მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული ჰოსპიტალი ავრცელებს.

17 მარტს 14 წლის იურა ნეჩიპურენკო მამასთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების მოსატანად წავიდა. რუსი ჯარისკაცები მათ უახლესი სახლის კუთხეში დახვდნენ და იმის მიუხედავად, რომ იარაღი არ ჰქონდათ სროლა დაუწყეს. ბიჭს ორი ტყვია ხელზე მოხვდა. როგოც იურა ყვება, ოკუპანტებმა მას თავში დაუმიზნეს, მაგრამ არ მოხვდა.

ბიჭი კიდევ რამდენიმე წუთი დარჩა მიწაზე და როცა რუსი სამხედროები წავიდნენ, სასწრაფოდ მივიდა უახლოეს თავშესაფარში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. შემდეგ იურა სახლში დაბრუნდა და ოჯახს მამის დაღუპვის შესახებ უთხრა.

18:51 კიევს პარიზის "საპატიო მოქალაქის" სტატუსი მიენიჭა

პარიზის მერის, ანე ჰიდალგოს განცხადებით, კიევს პარიზის "საპატიო მოქალაქის" სტატუსი მიენიჭა. მისივე თქმით, ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც პარიზის საბჭომ ქალაქს ასეთი სტატუსი მიანიჭა.

მერი ამბობს, რომ ამით გამყარდება მეგობრობა და მხარდაჭერა დედაქალაქის მიმართ, რომელიც ამჟამად თავისუფლებისთვის იბრძვის.

18:37 ბროვარსკის რაიონიდან 4500-მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა

კიევის ოლქის პოლიციის განცხადებით, სოფელ ბოლშაია დიმერკადან გადაარჩინეს 4370-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, რომელთაგან 1 873 ბავშვი იყო.

მშვიდობიანი მოსახლეობა ბლოკადიდან 40-ზე მეტმა ავტობუსმა და თითქმის 640-მდე კერძო მანქანამ გამოიყვანა.

18:30 ევროპის საბჭოს სესიაზე უკრაინის ჰიმნი ჩართეს

18:26 ზელენსკი: კიდევ რა უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა?

"კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან, რომ დასავლეთის ლიდერებმა, ნატოს ლიდერებმა, დადებითად უპასუხონ უკრაინის მოთხოვნას ფრენის აკრძალული ზონის შესახებ, ან ჩვენს სახელმწიფოსთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე რომელიც ახლა ასე ძალიან გვჭირდება?" — წერს ზელენსკი და ამ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

17:30 ლუგანსკის ოლქში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინის საგანგებოს ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი და მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

17:15 გიბრალტარის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის სუპერიახტა დააკავა

იახტა დიმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის. დიდმა ბრიტანეთმა პუმპიანსკის სანქციები გასულ კვირას დაუწესა. მისი ქონება 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (2,44 მილიარდი დოლარი) შეფასდა. სანქციები ასევე ვრცელდება დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, გიბრალტარის ჩათვლით.

17:10 "ცოლთან" — ზელენსკის პასუხი კითხვაზე, მსოფლიოს რომელ ლიდერთან საუბარს გამოარჩევს

16:30 Starlink-ის წარმატება საომარ ვითარებაში — "მასკის ინტერნეტი" უკრაინას მსოფლიოსთან აკავშირებს

ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა, SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს ტვიტერით მიმართა და სთხოვა უკრაინა Starlink-ის ინტერნეტით მოემარაგებინა.

რამდენიმე საათში მასკმა მას უპასუხა, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისი "ახლა აქტიურია უკრაინაში" და "მეტი ტერმინალი გზაშია". ახლა ვაშინგტონ პოსტი პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში იუწყება, რომ სერვისი კარგად მუშაობს და აკავშირებს უკრაინას დანარჩენ მსოფლიოსთან.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

15:53 იტალიის პრემიერი: დღეს უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ იცავს ჩვენს მშვიდობას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას

ზელენსკის სიტყვას იტალიის პარლამენტში აპლოდისმენტები მოყვა, რის შემდეგაც იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ მადლობა გადაუხადა მას "არაჩვეულებრივი" გამოსვლისთვის და შეაქო უკრაინელების "გამბედაობა და მონდომება".

"დღეს უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ იცავს ჩვენს მშვიდობას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას", — დასძინა დრაგიმ.

როგორც ევრონიუსი წერს, მან ხაზი გაუსვა იტალიის "უზარმაზარ" სოლიდარობას უკრაინელი ლტოლვილების მიმართ, რომელმაც კარი კააღო ომისგან გაქცეულთათვის და მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რეგიონებსა და სამოქალაქო დაცვას მათი საქმიანობისთვის.

15:50 ზელენსკის გამოსვლას, იტალიის პარლამენტშიც ოვაციებით შეხვდნენ

15:48 ზელენსკი იტალიას: ჩვენ დაგეხმარეთ კორონავირუსის პირველი ტალღისას, ახლა ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები და ზეწოლა

უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელ პოლიტიკოსებს შეახსენა უკრაინის დახმარება იტალიისთვის COVID-ის პანდემიის დაწყებისას და გამოიყენა ეს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებისთვის.

"ჩვენ დაგეხმარეთ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი გამოვაგზავნეთ იტალიაში, რათა დაგხმარებოდით პანდემიის დროს… [ჩვენ გვჭირდება] მეტი სანქციები და ზეწოლა".

15:40 ზელენსკი იტალიის პარლამენტს: კიევი ჩვენთვის ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს თქვენთვის, ის ახლა მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებას

"მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია — ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გენუაში. წარმოიდგინეთ დანგრეული გენუა, სადაც ხალხი მანქანით ან ფეხით გაქცევას ცდილობს.

[...] კიევი ჩვენთვის ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს თქვენთვის. ის ახლა მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებას, ისევე, როგორც რომი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას", — განაცხადა ზელენსკიმ.

15:34 ზელენსკიმ იტალიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სრული ემბარგოს და ოლიგარქების აქტივების დაბლოკვისკენ მოუწოდა

იტალიის პარლამენტისთვის მიმართვისას ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყანას, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მათ შორის ვაჭრობის სრული ემბარგოს და რუსი ოლიგარქების ქონების გაყინვას.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ბანკებისთვის სანქციებზე გამონაკლისი არ უნდა იყოს, რადგან ადრე ევროკავშირმა მხოლოდ 7 რუსული ბანკი ჩახსნა SWIFT-ის სისტემიდან.

15:33 ზელენსკი იტალიის პარლამენტს: ნუ იქნებით მკვლელების კურორტი

"თქვენ იცნობთ მათ, ვინც ომი მოუტანა უკრაინას. თქვენ კარგად იცნობთ მათ, ვინც ბრძანებს ბრძოლას და მათ, ვინც ამის პროპაგანდას ახდენს. თითქმის ყველა მათგანი იყენებს იტალიას დასასვენებელ ადგილად. ასე რომ, ნუ იქნებით მკვლელების კურორტი", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

15:30 ზელენსკი იტალიის პარლამენტს: 38 ბავშვის სიცოცხლე, ასეთია დაგვიანების ფასი

"ძვირფასო იტალიელებო! როდესაც ერთი კვირის წინ სიტყვით გამოვედი მიტინგზე ფლორენციაში და ევროპის ათეულობით სხვა ქალაქში, ვთხოვე ყველა ევროპელს დაემახსოვრებინათ რიცხვი 79. იმ დროს უკრაინაში ამდენი ბავშვი იყო დადუპული. ახლა - 117. კიდევ 38 ბავშვი ამ დროში. ასეთია დაგვიანების ფასი. რუსეთზე ზეწოლის დაგვიანების, რომ შეწყვიტოს სასტიკი ომი", — განახადა ზელენსკიმ.

15:27 ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა

ფოტო: AP

15:11 რუსმა სამხედროებმა მაღაზიის რიგში ხალხს ესროლეს — ადმინისტრაცია

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკში მაღაზიას ესროლეს, რასაც მსხვერპლი მოყვა. ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

"ორკები ცინიკურად კლავენ უკრაინელებს. სპეციალურად მოარტყეს რიგს. ხალხი უბრალოდ მიდიოდა პროდუქტებზე", — განაცხადა მან.

15:02 ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, რისთვის არიან მზად

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის მზად ომის შესაჩერებლად. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ისეთი ფორმატის მოძებნა, რომელშიც გაიგებენ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება.

"იმიტომ, რომ შეიძლება დანარჩენზე ვერც კი მივიდეთ. უნდა თუ არა პრინციპში და შეუძლია თუ არა გაკეთება. და თუ გავიგებთ, რომ შეუძლია, რადგან ბევრი რამის გამო პრობლემები შეექმნა... მივიჩნევ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრის გარეშე, თქვენ ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან მზად ომის შესაჩერებლად, ასევე რისთვის ვართ ან არ ვართ მზად ჩვენ", — განაცხადა მან.

14:54 ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე თუ რაიმე კომპრომისი იქნება, ამას ხალხი რეფერენდუმით გადაწყვეტს

"მე ავუხსენი მოლაპარაკების ყველა გუნდს; როდესაც თქვენ საუბრობთ ყველა ამ ცვლილებაზე და ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ ვერსად წავალთ — მივალთ რეფერენდუმამდე. ხალხს მოუწევს თქვას და პასუხი გასცეს ამა თუ იმ კომპრომისის ფორმატებზე. მაგრამ როგორი იქნება ისინი, ეს უკვე ჩვენი საუბრისა და უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთგაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, თუ ჩემი ეს მსვლელობა ჩვენს ხალხთან ერთად იქნება", — განაცხადა ზელენსკიმ.

14:46 ზელენსკი რომის პაპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პაპს უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების გადაკეტვის შესახებ განუცხადა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ წმინდა საყდრის შუამავალი როლი ადამიანთა ტანჯვის დასრულებაში მნიშვნელოვანია.

13:57 ნოვაია გაზეტა და მისი რედაქტორი უკრაინის დასახმარებლად ნობელის პრემიის მედალს ყიდიან

"რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? გავუზიაროთ მშვიდობიან ლტოლვილებს, დაჭრილ და ავადმყოფ ბავშვებს, რომლებსაც სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებათ ის, რაც შენთვის ძვირფასია და სხვებისთვის ფასი აქვს.

მე და ნოვაია გაზეტამ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. ვთხოვ გამოგვეხმაურონ აუქციონის სახლები, რომლებიც აუქციონზე გამოიტანენ მსოფლიოში ამ ცნობილ ჯილდოს", — წერს რუსული კრიტიკული მედიის, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი.

13:45 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 117 ბავშვი დაიღუპა — პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შედეგად 117 ბავშვი დაიღუპა, 155-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში — 58, ხარკოვში — 40, დონეცკში — 31, ჩერნიგოვში — 31, ხოლო მიკოლაევში — 22, მიკოლაივში — 24, კიევში — 16, ჟიტომირში — 15, ხერსონში — 15 და სუმის ოლქში — 14.

13:28 სლოვაკეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკრაინელ ბავშვებთან ერთად ხატავენ

"მაშინ, როცა რუსეთის საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები თავის მანქანებზე ხატავენ ნაცისტურ Z-ს და აწყობენ ავტომსვლელობებს "მსოფლიოს მეორე არმიის" ნარჩენების მხარდასაჭერად, ჩვენი ნამდვილი ძმები ევროპის ქვეყნებიდან უკრაინელ ბავშვებთან ერთად ხატავენ ყვავილებს, ოცნებებს, ცხენებს, დრაკონებს", — წერს უკრაინის საგანგებო სამსახური და სლოვაკეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პოსტს აზიარებს.

ფოტო: სლოვაკეთის საგანგებო

ფოტო: სლოვაკეთის საგანგებო

ფოტო: სლოვაკეთის საგანგებო

ფოტო: სლოვაკეთის საგანგებო

13:18 კომუნისტებისა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების 2 აქცია სომხეთში

უქმეებზე ერევანში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ორი აქცია გაიმართა. ერთი მხარს უჭერდა რუსეთს, ხოლო მეორე სოლიდარობას უცხადებდა უკრაინას და ომს ეწინააღმდეგებოდა.

შაბათს გამართული პრორუსული აქციის შემდეგ, სომხეთის მშვიდობიანმა აქტივისტებმა კვირას ომის საწინააღმდეგო აქცია დააორგანიზეს — ყველაზე დიდი ომის დაწყების შემდეგ.

  • სრულად წაიკითხეთ სტატია აქ.

13:09 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 27-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

  • რუსეთის დანაკარგები სრულად ნახეთ აქ.

13:50 საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 58 ბავშვი ჩიარიცხა

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

13:40 დინამო თბილისმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

დინამო თბილისის ცნობით, აღნიშნული დახმარება დონეცკის შახტარის ორგანიზებით მოწყობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარს გადაეცემა, რომელიც არენა ლვოვის ტერიტორიაზეა მოწყობილი.

"ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომლის ჩამონათვალიც უკრაინულმა მხარემ მოგვაწოდა", — აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

12:50 ხარკოვის ოლქში რუსულმა ტანკმა დაცხრილა მანქანა, რომელშიც იყვნენ მშობლები ორ შვილითან ერთად

პროკურატურის განცხადებით, ხარკოვის ოლქში რუსულმა ტანკმა დაცხრილა მანქანა, რომელშიც იყვნენ მშობლები ორ შვილითან ერთად. მათივე თქმით, ისინი ყვიროდნენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. დაიღუპნენ მშობლები და 9 წლის გოგო, დაშავდა 17 წლის ბიჭი.

12:30 ზელენსკიმ ხალხს აჩვენა, რომ გუნდი კვლავ ერთად მუშაობს

10:38 ლონდონში რუსეთის საელჩოს უკრაინის დროშის ფერები მიანათეს

10:25 რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრაზილიაში ასობით უკრაინელი ჩავიდა — ბრაზილიის ფედერალური პოლიცია

ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, 17 მარტის მდგომარეობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრაზილიაში თითქმის 900 უკრაინელი ჩავიდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა 3 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ბრაზილიაში უვიზოდ 90 დღე დარჩნენ.~.

08:58 რთული მოვლენებით დატვირთული დღე იყო, მაგრამ გამარჯვებასთან დაგვაახლოვებს — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, გუშინდელი დღე რთული იყო, თუმცა ეს დღე უკრაინას გამარჯვებასთან დაახლოვებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"რთული მოვლენებით დატვირთული დღე იყო, რთული შედეგებით, მაგრამ ეს იყო დღე, რომელიც გამარჯვებასთან, ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობასთან დაგვაახლოვებს", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ ძალებს უკუაგდებენ და მათ წინსვლას ანელებენ. ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ ხარკოვის რეგიონში, უკრაინის რიგით მეორე ქალაქში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

08:29 ჩერნიგოვი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დატოვა — მერი

ჩერნიგოვის მერის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქალაქი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დატოვა.

"ჩემი აზრით, ქალაქში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია დარჩენილი. ომამდე 285 ათასი იყო, შესაბამისად, დაახლოებით 150-155 ათასმა ადამიანმა დატოვა", — თქვა მან.

მერმა აღნიშნა, რომ თუ ბრძოლის დასაწყისში მტერი, პირველ რიგში, სამხედრო ობიექტებზე ცდილობდა თავდასხმას, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში, ცეცხლს მიზანმიმართულად დასახლებულ ადგილებში ხსნიან. მისივე თქმით, გარეუბნებში სახლების 60-70% დანგრეულია.

08:05 გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი მაკარივი დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ქალაქ მაკარივიდან რუსული ჯარები გააძევეს, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.

"ჩვენი დამცველების გმირული ქმედებებით, უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა ქალაქ მაკარივის თავზე, მტერი გაძევებულია", — განაცხადეს მათ.

01:26 გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს

01:16 ოკუპანტებმა ქალაქი ავდიივკა დაბომბეს

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

01:00 რივნის რეგიონი კვლავ დაიბომბა, ჩამოაგდეს სამი რაკეტა

ინფორმაციას რივნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

00:22 რუსეთის სასამართლომ Facebook და Instagram "ექსტრემიზმის" გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა

რუსეთის სასამართლომ Facebook და Instagram "ექსტრემიზმის" გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

Meta-ს "ექსტრემისტულად" ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. მიზეზად დასახელდა 4 500-ზე მეტი მოთხოვნა, რომ სოციალური ქსელებიდან წაეშალათ "ყალბი მასალები", რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდებოდა, ასევე პოსტები, რომლებიც ხალხს აქციებისკენ მოუწოდებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება WhatsApp-ს, რომელიც ასევე Metas-ს ეკუთვნის.

22 მარტი: პუტინის ომის 27-ე დღე

მთავარი ამბები:

  • კვირას ჰუმანიტარული დერეფნებით 7 295 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა;
  • ევროპის 6-მა ქვეყანამ რუსეთს სამხედრო დანაშაულის შესწავლა დაიწყო;
  • რუსეთი მარიუპოლის დანებებას ითხოვს — ოკუპანტებმა უკრაინელებს დრო დილის 5 საათამდე მისცეს;
  • რუსეთს დათქმულზე ადრე უპასუხეს: უკრაინა მარიუპოლს არ დათმობს და დერეფნების გახსნას ითხოვს;
  • ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა;
  • კიევში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი;
  • რუსებმა ხერსონში აქციაზე გასულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს;
  • რუსეთის საგარეო უკმაყოფილოა ჯო ბაიდენის ფრაზებით, რომლითაც მან პუტინი შეამკო;
  • ოკუპანტებმა ბერისლავის მერი და აქტივისტი გაიტაცეს;
  • ოკუპანტებმა 20-ზე მეტ საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.

23:52 ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან ისრაელის სამი მოქალაქე გაიტაცეს

ინფორმაციას ვიცე-პრემიერი და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

23:35 ზელენსკი: უკრაინელებო, იბრძოლეთ, განდევნეთ ოკუპანტები, რათა უკრაინამ იცოცხლოს

"მივმართავ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ჩვენი ხალხის გადასარჩენად. იბრძოლეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები, განდევნეთ ეს ოკუპანტები, რათა უკრაინამ იცოცხლოს და ყველამ ვიცოცხლოთ, თავისუფლად და მშვიდობიანად, უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს", — აცხადებს ზელენსკი.

23:03 ოკუპანტებმა მარიუპოლში მეტალურგიის ქარხანა დაბომბეს

23:00 ოკუპანტებმა 20-ზე მეტ საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 20-ზე მეტ ავტობუსს, რომლებსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

სტარუხის თქმით, თავდასხის შედეგად ოთხმა ბავშმა დაზიანებები მიიღო, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

21:55 ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ულტიმატუმები მხოლოდ მაშინ შესრულდება, თუ ყველა უკრაინელს გაანადგურებენ. ასე პასუხობს ის რუსეთის ულტიმატუმს მარიუპოლის გადაცემასთან დაკავშირებით.

"უკრაინა ვერ შეასრულებს ულტიმატუმს. ჩვენ ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. თუ ყველა ჩვენგანს გაანადგურებენ, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდება. მაგალითად, ისინი ამბობენ, "მოგვეცით" ხარკოვი, მარიუპოლი, კიევი — ამას ვერც ხარკოვის მაცხოვრებლები, ვერც მარიუპოლელები, ვერც კიევის მაცხოვრებლები და ვერც პრეზიდენტი ვერ შეძლებენ. ამას ჩვენ ვხედავთ თუნდაც ოკუპირებულ ქალაქებში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, როდესაც ისინი [რუსული ჯარები] შედიან, ხალხი არ ნებდება. ისინი [რუსეთის ჯარები] აღმართავენ [რუსეთის] დროშას, ხალხი ჩამოაგდებს მას. მათ მოკლეს ადამიანი, დიახ, ხალხი მიიმალა, მაგრამ ღამით დაბრუნდნენ და დროშა ისევ ჩამოხსნეს. რა გინდათ? ყველა დაგვხოცოთ? ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ", — განაცხადა ზელენსკიმ.

21:26 ოკუპანტებმა ბერისლავის მერი და აქტივისტი გაიტაცეს

19 მარტს ოკუპანტებმა ბერისლავის მერი ალექსანდრე შაპოვალოვი და ადგილობრივი აქტივისტი გაიტაცეს. ინფორმაციას ხერსონის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გენადი ლაგუტა და ბერისლავის საკრებულო ავრცელებენ.

ლაგუტას თქმით, გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მერს ნება დართეს ოჯახისწევრებისთვის დაერეკა და დაემშვიდებინა. როგორც ადმინისტრაციის თავმჯდომარე წერს, ტყვეების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია და სავარაუდოდ ისინი ნოვა კახოვკაში ჰყავთ.

საკრებულოს ცნობით, შაპოვალოვის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა უცნობია. მას გულის პრობლემები აქვს და ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა.

20:48 ოკუპანტებმა უკრაინიდან 2 389 ბავშვი იძულებით რუსეთში გადაიყვანეს — უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 19 მარტს ოკუპრებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 389 ბავშვი იძულებით რუსეთში გადაიყვანეს. სამინისტროს თქმით, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაადგილება, გატაცების ნიშნებს აჩენს.

"სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", — აცხადებს სამინისტრო.

19:54 მელიტოპოლში გატაცებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს

უკრაინსკა პრავდა, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირზე დაყრდნობით წერს, რომ სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დამპყრობლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე ესაუბრნენ.

ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი გმობს მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონში დამპყრობლების მიერ ჟურნალისტებზე დაშინებასა და ზეწოლას.

19:43 რუსეთის საგარეო უკმაყოფილოა ჯო ბაიდენის ფრაზებით, რომლითაც მან პუტინი შეამკო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტის გამოთქმებით, რომლითაც მან რუსი კოლეგა შეამკო. უწყებაში ამბობენ, რომ ბაიდენის ფრაზებს საქმე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაწყვეტისკენ მიჰყავს.

კრემლის პროპაგანდისტული რიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი რუსეთში და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მათივე თქმით, სალივანი გააფრთხილეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ "მტრულ ნაბიჯებზე" იქნება გადამწყვეტი და მტკიცე პასუხი და მოითხოვეს, რომ აშშ-ში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი გარემო უზრუნველყონ.

"ამერიკის პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები, არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გაწყვეტის პირას აყენებს", — აცხადებენ უწყებაში.

19:17 Okean Elzy-ს სოლისტი შსს-ს უნივერსიტეტის კადეტებს უმღერის

19:00 96 წლის კაცი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა, ოკუპანტების დაბომბვისას დაიღუპა

ხარკოვში 96 წლის კაცი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა, ოკუპანტების დაბომბვისას დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ავრცელებს. ბორის რომანჩეკომ გამოიარა ბუხენვალდის, პეენემუნდეს, მიტელბაუ-დორას და ბერგენ-ბელზენბაუს ბანაკები.

ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია ტვიტერზე მის შვილზე დაყრდნობით წერს, რომ ცხოვრობდა ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომელსაც პარასკევს, 18 მარტს ჭურვი მოხვდა.

"ის მოესწრო გერმანელ ნაცისტებს, მაგრამ ვერ გადაურჩა რუს ფაშისტებს", — წერს Unian.

18:50 რუსებმა ხერსონში აქციაზე გასულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

17:27 ლექსეი არესტოვიჩმა დათა თუთაშხია გაიხსენა და ასე აუხსნა უკრაინელებს, რომ დაბომბვის კადრების დაუფიქრებლად გასაჯაროება ცუდია

17:15 კიევის სავაჭრ ცენტრი დაბომბვამდე და ახლა

17:00 ციხანოუსკაიას მრჩეველი: ბელარუსები უკრაინაში მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას

ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოუსკაიას მრჩევლის განცხადებით, ბელარუსები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და რუსულ აღჭურვილობას აზიანებენ.

"ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას, არიგებენ ბუკლეტებს, რათა ბელარუსის ჯარები უკრაინაში არ შევიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც", — წერს ის.

16:30 ჩვენ არ შეიძლება დავიღალოთ სანქციების დაწესებით — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი განცხადებით, ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების დაწესებით და უკრაინისთვის დახმარების შეთავაზებით არ უნდა დაიღალონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გარდაუვალია, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკის სექტორზე და ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ნავთობზე, რადგან ეს არის რუსეთის ბიუჯეტის ყველაზე დიდი შემოსავალი [...] ჩვენ არ შეიძლება დავიღალოთ სანქციების დაწესებით, არ შეიძლება დავიღალოთ უკრაინისთვის დახმარების შეთავაზებით", — თქვა მან.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

15:45 მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტები გაიტაცეს

ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მედიაჰოლდინგის რამდენიმე წარმომადგენელი გაიტაცეს. ინფორმაციას ერთ-ერთი გატაცებულის შვილის ფეისბუქპოსტსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით უკრაინსკა პრავდა ავრცელებს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეიარაღებული პირები ჟურნალისტების სახლებთან მივიდნენ და წაიყვანეს მთავარი რედაქტორი ევგენი ბორიანიც. ოკუპანტებმა პენსიაზე გასული მიხაილ კუმოკი და მისი ცოლიც გაიტაცეს.

15:00 ბრიტანეთის დაზვერვა: მომდევნო კვირებში რუსეთი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევას მიანიჭებს პრიორიტეტს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, მომდევნო კვირებში რუსეთის პრიორიტეტი, სავარაუდოდ, კიევის ალყაში მოქცევა იქნება. ამის შესახებ უწყება ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს.

"მიუხედავად პროგრესის ნაკლებობისა, კიევი რუსეთისთვის მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება და დიდი ალბათობით, მომდევნო კვირებში ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ ქალაქის ალყაში მოქცევას", — აღნიშნულია განცხადებაში.

14:40 იმისთვის, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე ისაუბრო, ჯერ უნდა შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები — პესკოვი

პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, იმისთვის, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი შედგეს, ჯერ მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს და მისი შედეგები შეთანხმდეს.

"იმისთვის, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე ისაუბრო, ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულო, ანუ უნდა ჩაატარო და შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები. ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის", — ამბობს პესკოვი.

14:20 ბორელი: ის, რაც მარიუპოლში ხდება, ომის დანაშაულია

14:18 დაბომბვის შედეგები ოდესის ოლქში

14:02 კიევში კომენდანტის საათს ამკაცრებენ

კიევსა და კიევის რეგიონში გაძლიერებული კომენდანტის საათი 21 მარტის 20:00 საათიდან 23 მარტის 07:00 საათამდეა დაწესებული

14:00 სააკაშვილი: ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, როგორც თვითონ სცენარისტმა მითხრა, ჩემი პრეზიდენტობის ეტაპზე

"მე დარწმუნებული ვარ, ბატონო მოსამართლე, თქვენც უყურებთ ფილმს — ხალხის მსახური, ზელენსკის მონაწილეობით. გუშინდელ სერიაში იყო ნათქვამი იმაზე, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები და 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. მე გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, როგორც თვითონ სცენარისტმა მითხრა, ჩემი პრეზიდენტობის ეტაპზე", — განაცხადა სააკაშვილმა.

13:55 ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში საჰაერო განგაშის ხმა ჩართო

13:45 "არც ომს გაცდიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ" — ოქრუაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი წერს, რომ სასამართლოში დაიბარეს. მისი თქმით, "არც ომს აცდიან და არც ცხოვრებით ტკბობას".

"რა ვქნა, რა წყალში გადავარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცდიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ", — წერს ის.

13:12 ჩინეთი უკრაინაში კიდევ $1.57 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ჩინეთი უკრაინაში კიდევ $1.57 დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ როლის შესრულებას, უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის ხელშეწყობაში და მზადაა ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად საკუთარი ძალისხმევა მიმართოს", — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

მარტის დასაწყისში ჩინეთმა უკრაინაში $790 ათასი ჰუმანიტარული დახმარება უკვე გააგზავნა.

11:48 კიევში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

კიევში პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა. იმფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. მათი თქმით, 20 მარტის საღამოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, რაკეტები გაისროლეს დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში.

უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია სავაჭრო ცენტრი და დაზიანებულია საცოვრებელი სახლები. მათივე ცნობით, გარდაცვლითა და დაშავებულთა შესახებ ინდორმაცია ზუსტდება.

10:05 ამიაკის გაჟონვა უმნიშვნელოა, სუმის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ — უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკის გაჟონვა უმნიშვნელოა და მოსახლეობას საფრთე არ ემუქრება. მათ თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს, რომ ამიაკმა საწარმოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად გაჟონა.

08:54 ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა. მანამდე ის გაემგზავრება ბრიუსელში ნატოსა და ევროპის საბჭოს სამიტებზე, ასევე G7-ის შეხვედრაზე დასასწრებად.

08:35 სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა

სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა.

ჟივიცკის თქმით, ამიაკით დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრია.

08:20 სლოვენია მალე დააბრუნებს დიპლომატებს კიევში, უკრაინას სჭირდება დიპლომატიური მხარდაჭერა — სლოვენიის პრემიერი

სლოვენიის პრემიერმინისტრი იანეზ იანშა აცხადებს, რომ კიევში დიპლომატებს მალე დააბრუნებენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ევროკავშირმაც იგივე გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინას დიპლომატიური მხარდაჭერა სჭირდება.

"სლოვენია მალე დააბრუნებს თავის დიპლომატებს კიევში. ისინი მოხალისეები არიან. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროკავშირმაც იგიცე გააკეთოს. უკრაინას სჭირდება პირდაპირი დიპლომატიური მხარდაჭერა", — წერს ის.

07:57 ვესაუბრე ჯონსონს, შევთანხმდით ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე G7-ისა და ნატოს სამიტებზე — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ესაუბრა და შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერაზე მომავალ კვირას G7-ისა და ნატოს სამიტებზე.

"ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს. უკრაინის ნამდვილს მეგობარს, რომელიც არ ყოყმანობს და არ ეძებს გამართლებებს. შევთანხმდით ჩვენი სახელმწიფოს კონკრეტულ მხარდაჭერაზე მომავალ კვირას G7-ისა და ნატოს სამიტებზე", — ამბობს ის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციებში უკრაინა არ არის, მაგრამ მინიმუმ ერთი ხმა მაინც აქვს.

3:58 ზელენსკის თქმით, იერუსალიმი სწორი ადგილია მოლაპარაკებებისთვის

"ისრაელის პრემიერმინისტრი ბენეტი აპირებს რუსეთთან მოლაპარაკების გზის გამონახვას. და ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის — ყოველი ძალისხმევისთვის, რათა ადრე თუ გვიან დავიწყოთ საუბარი რუსეთთან, შესაძლოა, იერუსალიმში. ეს არის სწორი ადგილი, რომ იპოვო მშვიდობა, თუ ეს შესაძლებელია", — განაცხადა მან.

3:50 ზელენსკი: ხერსონის გმირობა ყველას შთააგონებს

"ხერსონის რეგიონი კვლავ იბრძოდა ქუჩებში. ისევ ჩვენთვის, უკრაინისთვის. მათი მადლობელი ვარ. ეროვნული დროშებით და ჩვენი უკრაინული სიმამაცით, იარაღის გარეშე, ისინი გამოვიდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ, სამხედრო მანქანების სროლის წინააღმდეგ. ეს არის გმირობა, რომელიც შთააგონებს ყველას. ეს არის უკრაინა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ. ეს ის უკრაინელები არიან, რომელთაც უზომოდ მადლიერი ვარ", — განაცხადა მან.

3:48 ზელენსკი: რუს პროპაგანდისტებს დღეს რთული ამოცანა აქვთ

"რუს პროპაგანდისტებს დღეს რთული ამოცანა აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ისტორიაში პირველად, უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვით ილაპარაკა ქნესეთში ისრაელის ხალხის წინაშე. უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც მოსკოვი ნაციზმში ადანაშაულებს", — განაცხადა ზელენსკიმ.

3:45 ზელენსკი უკრაინელ ჯაშუშებზე: ორდენი და უკრაინის გმირის წოდება არის ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია მივცეთ

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, მათ სახელებს საჯაროდ ვერ დავასახელებ. მაგრამ მერწმუნეთ, ამ ადამიანების წვლილი ჩვენს დაცვაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორდენი და უკრაინის გმირის წოდება არის ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია მივცეთ მხოლოდ მათ და ყველა ჩვენს გმირს, ვისი წყალობითაც ჩვენ ვდგავართ", — განაცხადა მან.

3:43 ზელენსკის თქმით, მარიუპოლში ხელოვნების სკოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ჯერ კიდეც უცნობია

"ჩვენ აუცილებლად ჩამოვაგდებთ მფრინავს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო, როგორც ჩამოვაგდეთ თითქმის ასი იგივე მასობრივი მკვლელი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

3:26 კიევში რაკეტის ჩამოვარდნა და აფეთქება დააფიქსირეს

3:00 ზელენსკი: 25-ე დღეა, რუსი სამხედროები ეძებენ და ვერ პოულობენ მათ მოგონილ "ნაცისტებს", რომელთაგანაც თითქოს ხალხის დაცვა უნდოდათ

"ისევე, როგორც ეძებენ და ვერ პოულობენ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებიან. რაც მთავარია, რუსი სამხედროები ვერ პოულობენ გზას სახლისკენ, ამიტომ, ჩვენი სამხედროები ეხმარებიან მათ ღვთის განკითხვის გზაზე.

ღმერთის სამსჯავროზე, სადაც, დარწმუნებული ვარ, მიიღებენ მხოლოდ ერთ სასჯელს, ერთს ყველასთვის — მარადიული სარდაფი, სამუდამოდ ბომბების ქვეშ, სამუდამოდ საკვების, წყლისა და სითბოს გარეშე. ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს ჩვენი ხალხის, მშვიდობიანი ხალხის, რიგითი უკრაინელების წინააღმდეგ ახტირკაში, ხარკოვში, ბოროდიანკასა და ჩერნიგოვში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში. და ჩვენს ბევრ სხვა მამაც ქალაქში", — განაცხადა პრეზიდენტმა,

2:55 მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათსა გაიმართება

ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მოლაპარაკებები ამჯერადაც ონლაინ ფორმატში გაიმართება.

2:45 რუსეთს დათქმულზე ადრე უპასუხეს: უკრაინა მარიუპოლს არ დათმობს და დერეფნების გახსნას ითხოვს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის დანებებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება. უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ უკვე აცნობა რუსულ მხარეს ამის შესახებ და ურჩია წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, დერეფნები გახსნან.

"აქ არის 8 გვერდი ისტორიაში დაბრუნებით და სხვა სისულელეებით. მათ იგივე წერილი გაუგზავნეს გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და იმედი ჰქონდათ, რომ საერთაშორისო სტრუქტურები რეაგირებას მოახდენდნენ, დაიწყებდნენ ზეწოლას უკრაინაზე. ეს არ მოხდა, რადგან მათ ესმით, რომ ეს არის რუსული მანიპულაცია და ხალხის მძევლად აყვანა. [...]

არავითარი დანებებაზე, იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "ნაცვლად იმისა, რომ დახარჯოთ დრო 8 ფურცელზე წერილის წერაზე, გახსენით დერეფანი", — უთხრა მან პრავდას.

2:30 რა საჭიროა ამდენი ლოდინი, თუ პასუხი წინასწარ მზადაა, ყ*ე თქვენ და არა მარიუპული — მერის მრჩეველი რუსებს

ასე პასუხობს ქალაქის მერის მრჩეველი რუსების ულტიმატუმს დილის 5 საათამდე დანებების შესახებ. Unian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"ამბობენ, რომ რუსები მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეზე გადასვლას სთავაზობენ. პასუხის ჩამოსაყალიბებლად დილამდე მისცეს დრო. და რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის. ყ*ლე თქვენ და არა მარიუპოლი", — წერს ის.

2:10 რუსეთი მარიუპოლის დანებებას ითხოვს — ოკუპანტებმა უკრაინელებს დრო დილის 5 საათამდე მისცეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ქალაქი გადასცენ, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის პირობას დებენ. ოკუპანტებმა პასუხისთვის დრო კიევს დილის 5 საათამდე მისცეს. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, საათი ზონა ცნობილი არ არის.

კრემლის პროპაგანდისტულ რიაზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ დილის 10 საათიდან ქალაქში მყოფ სამხედროებს გასვლის უფლებას მისცემენ, თუ იარაღს დაყრიან. გარდა ამისა, ამტკიცებენ, თითქოს შეუშვებენ, როგორც რუსულ, ასევე, უკრაინულ ჰუმანიტარულ ტვირთს და ადგილობრივებს მისცემენ უფლებას გადაწყვიტონ, რომელი დერეფნით გავიდნენ, ან ქალაქში დარჩნენ.

უცნობია რა მოხდება, თუ მარიუპოლი დანებებაზე უარს იტყვის, მაგრამ რუსი სამხედროების განცხადება, რომელსაც კრემლის მედია ავრცელებს, მუქარის ნიშნებს შეიცავს.

"რუსი სამხედროები მიმართავენ მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას: ახლა თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ ისტორიული არჩევანი — ან თქვენს ხალხთან ხართ, ან ბანდიტებთან, თორემ სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, სულ ცოტაა. რაც უკვე დაიმსახურეთ", — წერს რია.

1:44 კადიროვს "ომი" წამოცდა — მედია

უკრაინულ ტელეგრამებზე ვრცელდება რამზან კადიროვის პოსტის სქრინი. როგორც Unian წერს, კადიროვს სიტყვა "ომი" ჰქონდა გამოყენებული, რაც "ბრძოლით" შეცვალა.

1:31 ძლიერი აფეთქება კიევში

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება რამდენიმე სახლისა და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იყო.

ფოტო: ვიტალი კლიჩკო / FB

ტელეგრამ არხებზე, სავარაუდოდ, რაკეტის დაცემის კადრები ვრცელდება.

1:23 კვირას ჰუმანიტარული დერეფნებით 7 295 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დაგეგმილი შვიდიდან მხოლოდ ოთხი ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედება მოხერხდა.

01:17 ევროპის 6-მა ქვეყანამ რუსეთს სამხედრო დანაშაულის შესწავლა დაიწყო

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გაავრცელა.

01:15 უკრაინის ყოფილი შს მინისტრის მოადგილის ცოლი საზღვარზე 30 მილიონი დოლარის გადატანისას დააკავეს — მედია

უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი შს მინისტრის მოადგილის ცოლი საზღვარზე 30 მილიონი დოლარის გადატანას ცდილობდა. უკრაინსკა პრავდა სახელმწიფო ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არადეკლარირებული თანხა უნგრეთის საბაჟოზე აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, ზაკარპატიეს გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა თანხა "ვერ შენიშნეს".

როგორც მედია წერს, ყოფილმა მინისტრის მოადგილემ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.

01:07 კადიროვი ახალი ვიდეოთი იმის მტკიცებას ცდილობს, რომ უკრაინაში იყო

"ვიყავი, თუ არ ვიყავი, მანქანა მე მყავს" — ამბობს რამზან კადიროვი ახალ ვიდეოში, რომელიც, სავარუდოდ, უკრაინული ჯავშანტექნიკის ფონზე გადაიღო. ამით ის ეხმაურება ადგილობრივი მედიის გამოძიებას, რომელმაც დაადგინა, რომ ის უკრაინაში არ ყოფილა და იტყუებოდა.

კადიროვი ისევ იმუქრება და ამბობს, რომ ამ მანქანით შევა კიევში, "ნაცისტებს გაანადგურებს" და ჯავშანტექნიკის რუსეთისთვის გამოიყენებს.

00:39 ვოლოდიმირ ზელენსკი მილა კუნისსა და ეშტონ კაჩერს ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

00:30 On.ge-ის რამდენიმე სტატია წინა კვირას განვითარებული მოვლენების გახსენებაში დაგეხმარებათ

21 მარტი: პუტინის ომის 26-ე დღე

უკრაინაში პუტინის ომის 26-ე დღე დაიწყო. უკვე 26 დღეა რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას — შედეგად, გარდაიცვალა ათასობით ადამიანი, მილიონობით კი ლტოლვილი გახდა.

მოლაპარაკებების ერთადერთი შედეგი ამ ეტაპზე ჰუმანიტარული დერეფნებია, რომელიც ხარვეზებით მუშაობს — ოკუპანტები არღვევენ შეთანხმებას და ხშირად ევაკუაციის დროს სროლას იწყებენ.

On.ge აგრძელებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების განახლებად რეჟიმში გაშუქებას. გაიხსენეთ, რა იყო დღის მთავარი ამბები:

  • შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს დღეებში იქნება;
  • მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ხალხს რუსეთში გადასვლას აიძულებენ;
  • უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას შეუჩერებენ;
  • ოკუპანტებმა დაბომბეს მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე მოქალაქე თავს აფარებდა;
  • სუმის ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუირება შეძლეს;
  • რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა მარიუპოლი ზღვიდან დაბომბა;
  • რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს;
  • ოკუპანტებმა მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა;
  • ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა ანტიოკუპაციურ აქციაზე გამოსული ხალხის დააკავეს და სცემეს;
  • ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა;
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილი ჩაანაცვლეს.

წინა დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას შეძლებთ აქ.