საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, იგივე "ალტერნატიული ნობელის პრემიის", ერთ-ერთი ლაურეატია. ორგანიზაციას ჯილდო საქართველოში დემოკრატიის მშენებლობასა და დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო ავტოკრატიული ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს, საია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ორიენტირად რჩება.
Right Livelihood-ის პრემია, 45 წელზე მეტია, აჯილდოებს და მხარს უჭერს გაბედულ ადამიანებს, რომლებიც წინ მიუძღვიან ყველასთვის სამართლიანი, მშვიდობიანი და მდგრადი სამყაროს შექმნის საქმეს. დღემდე ჯილდო 82 ქვეყნის 207 ლაურეატმა მიიღო, მათ შორის, უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლექსანდრა მატვიიჩუკმა, კონგოელმა გინეკოლოგმა და ქალთა უფლებების დამცველმა დოქტორმა დენის მუკვეგემ და ამერიკელმა ადვოკატმა ბრაიან სტივენსონმა, რომელიც საჯარო ინტერესების დაცვაზე მუშაობს.
საია საქართველოს უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციაა. ის 1994 წელს, საბჭოთა კავშირისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაარსდა და მას შემდეგ ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების ბოლოდროინდელი რეპრესიების ფონზე, საია იმ მცირერიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციათაგანია, რომლებიც ქვეყანაში კვლავ აგრძელებენ მუშაობას.
ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლამდე, საია ფართო სპექტრის საქმიანობას ეწეოდა ადგილობრივ დონეზე მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვამდე. "უცხოური აგენტების" შესახებ ახალი კანონების გამო, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ზღუდავს, საია იძულებული გახდა, შეემცირებინა საქმიანობის მასშტაბი. ამჟამად ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე მუშაობს.
Right Livelihood-ის ჟიურის განცხადებით, საიას ჯილდო მიენიჭა "ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის".
"უფლებადამცველები მუდმივად თავდასხმის სამიზნეები არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, იურისტებს, გვიყვარს, ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოს დავაკისროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია. სწორედ ამას გვიჩვენებს საქართველოს მაგალითი", — აცხადებს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.
მისივე თქმით, "ეს ჯილდო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში საიას როლის აღიარებაა. ის ასევე იმ შრომის დაფასებაა, რომელიც საქართველოში დაუცველი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გავწიეთ.
ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია".
2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის სხვა ლაურეატები არიან:
ჯალილა ჰაიდერი;
სოფლის ქალთა ასამბლეა (Rural Women’s Assembly);
ტიმნიტ გებრუ;
2026 წლის ლაურეატებს ჯილდო 1-ელ დეკემბერს სტოკჰოლმში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემათ, რომელსაც ტელევიზია გააშუქებს.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები