"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
ოცნების დეპუტატები ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილს ეხმაურებიან. მან რიგით მე-8 წერილი პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ გამოგზავნა.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ მის მიერ აღიარებულ დანაშაულზე პასუხის გაცემისა და მონანიების ნაცვლად, საკუთარ პოლიტიკურ დამსახურებებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილი, რომელიც ადრე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, ამ დონემდე მივიდა და სააკაშვილს დაემსგავსა — საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას არ იღებს.
"მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დანაშაული მოგენანიებინათ, რომელიც, კიდევ ერთხელ განვმეორდები, თავადვე აღიარეთ და დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაგეცათ, ქართველი ხალხის წინაშე, მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული თქვენი დამსახურებების წამოძახებით დაკავდით. სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, რომლის მიერ ჩადენილი უკანონობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა მაინც უტიფრად გვიმტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ხალხის კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვას "პიჯაკების საქმედ" ნათლავს და ისე, როგორც თქვენ, მანაც დააგროვა მილიონობით ღირებულების ქონება, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც არ სურს. მეტიც, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს, მხოლოდ საკუთარ როლზე საუბრობს და ქართველს ხალხს განაწყენებული საყვედურობს, რომ მისი "ღვაწლის" დაფასების ნაცვლად, დღეს კუთვნილ და დამსახურებულ სასჯელს იხდის", — აცხადებს კირცხალია.
ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი და მისთვის კარგი არ არის ასეთი წერილების წერა, რადგან ამით არც საკუთარ თავს და არც იმ გუნდს არ ეხმარება, რომლის წევრიც იყო.
"უამრავი აქვს გასაანალიზებელი მას და ასეთი წერილების წერა, მე ვფიქრობ, არ არის მისთვის კარგი და არც იმ გუნდისთვის, რომელ გუნდშიც იყო. ...ალბათ არასწორი ინტერპრეტაცია აქვს. დარღვევა, რომელიც მას ჰქონდა, ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, საიდან მოხვდა ეს ამდენი ქონება მასთან?", — ამბობს ხაბარელი.
ოცნების დეპუტატი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის წერილები შესაძლოა პოლიტიკური მემუარებისთვის საინტერესო იყოს, თუმცა მთავარ კითხვებზე — ქონების წარმომავლობაზე პასუხი კვლავ გაუცემელია.
"მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკური მემუარებისთვის, მაგრამ მთავარ კითხვებზე კვლავ პასუხი გაუცემელია. რამდენადაც არ უნდა ეცადოს გადაიტანოს ყურადღება სხვაზე, იტრაბახოს რაღაც-რაღაცებით და მიაწეროს ყველაფერი მის პოლიტიკურ საქმიანობას, ეს მისი გადასაწყვეტია. საიდან გაჩნდა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება მის სახლებში. როცა ამაზე პასუხი იქნება, საზოგადოება გადაწყვეტს, მას საერთოდ აქვს თუ არა რესურსი, პოტენციალი ქართულ პოლიტიკაში დარჩენის", — განაცხადა მახაშვილმა.
ოცნების კიდევ ერთ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის თქმით, გულდასაწყვეტია, ასეთი ადამიანი ლიდერად რომ ჰყავდათ. მისივე შეფასებით, ღარიბაშვილს პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.
"ვხედავთ რაღაცა სერიალს წერილების, რომელიც აბსურდზე არის დაფუძნებული და ძალიან დაბალ დონეზეა დასმული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. გუშინდელ წერილში, ფაქტობრივად, რა წარმატებაც აქვს საქართველოს, ყველაფერი თავის თავზე მიიწერა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დონეზე დავიდა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა გუნდში. პოლიტიკური მომავალი, ჩემი გადასახედიდან, მას არ გააჩნია.
...დადებითი დამოკიდებულება არცერთ ადამიანს, გუნდის წევრზე მაქვს მაქვს საუბარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ქართული ოცნების რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული. დადებითი დამოკიდებულება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არავის არ ექნება ამ წერილებთან დაკავშირებით", — განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ, 29 სექტემბერს ციხიდან რიგით მე-8 წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თებერვალში მთავრობის სათავეში დაბრუნების დეტალებს, ქვეყანაში არსებულ მაშინდელ მძიმე კრიზისს და მისი პრემიერობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე წერს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები