პრემიერმინისტი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს რატომ უთხრეს უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე და აცხადებს, რომ როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, საქართველოს მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში. მისი თქმით, ესაა მთავრობის მთავარი არგუმენტი და მოტივაცია უარის სათქმელად.

"მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა ვიზიტზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია, კითხვები აღარ არსებობს", — აცხადებს ის.

გუშინ, 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

პრეზიდენტის განცხადების პასუხად, ქართული ოცნება აცხადებს, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. მათი თქით, იცოდნენ პრეზიდენტის მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების შესახებ, თუმცა ეს ფაქტი არ გაააჯაროვეს.