კომპანია PepsiCo აჩერებს სასმელების წარმოებასა და გაყიდვას რუსეთში, მათშორისაა პეპსი, მირინდა და 7Up. კომპანიის განცხადებით ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. მათი თქმით, ასევე აჩერებენ ყველა სახის ინვესტიციას და რეკლამას.

კომპანიაში ამბობენ, რომ დახმარებას უწევენ უკრაინიდან ლტოლვილებს. მათი თქმით, სურსათითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებენ მეზობელ ქვეყნებს ლტოლვილთა გაზრდილი ნაკადის გამო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში