აშშ ზელენსკის ევაკუაციისთვის მზადაა, ის უკრაინაში რჩება
ფოტო: BBC
ამეიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს ტყვედ ჩავარდა ან სიკვდილი. ზელენსკის თქმით, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მტრისთვის პირველი სამიზნეა, მისი ოჯახი კი მე-2, მაგრამ ის კიევში რჩება.
მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა, პუტინმა თქვა, რომ "მათ დასაცავად" ჯარებს შეიყვანდა და მალევე უკრაინაში ომი დაიწყო. თავად პუტინი და მისი პროპაგანდისტები ამ ომს სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.
კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია— იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტრნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგაქრებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
როგორ ეხმაურება საზოგადოება თემურ უგულავას გარდაცვალებას როგორ ეხმაურება საზოგადოება თემურ უგულავას გარდაცვალებას
გადახედვა
-
TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება
-
მიხეილ ყაველაშვილი: მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და ასეთი განვითარებული საქართველო არ ყოფილა მიხეილ ყაველაშვილი: მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და ასეთი განვითარებული საქართველო არ ყოფილა
გადახედვა
-
რატომ გვეჩვენება საკვები უფრო გემრიელად, როცა ის სხვამ მოამზადა რატომ გვეჩვენება საკვები უფრო გემრიელად, როცა ის სხვამ მოამზადა
-
იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში
-
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
გადახედვა
-
საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში? საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში?
-
Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან" კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან" კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ
-
ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს
გადახედვა
-
საია პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების პოზიციის ცვლილებას ეხმიანება საია პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების პოზიციის ცვლილებას ეხმიანება
გადახედვა
-
პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა
გადახედვა
-
ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია
გადახედვა
-
კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
აქციებზე დაკავებული 573 პირი, დაკავებისას გაშიშვლების პრაქტიკა, შემზღუდავი კანონები — რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში? აქციებზე დაკავებული 573 პირი, დაკავებისას გაშიშვლების პრაქტიკა, შემზღუდავი კანონები — რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში?
გადახედვა
კომენტარები