კიევის ოლქში რუსულ ავიაიერიშებს 4 მოქალაქე ემსხვერპლა, 15 დაიჭრა
ფოტო: REUTERS/Gleb Garanich/File Photo
კიევის ოლქში რუსულ ავიაიერიშებს 4 მოქალაქე ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კულებას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეებზე ცინიკურად განახორციელეს ავიაიერიში.
კიევის ოლქში დაძაბულობა იმატებს. არსებული ინფორმაციით, რუსული ჯარები კორდონის გარღვევას 4 საათია ცდილობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ბუჩაში რუსული კოლონების შეჩერება მოახერხეს — მათ ტექნიკა დატოვეს.
ვიშგოროდის შესასვლელში ეროვნული გვარდია და პოლიცია შეტევებს იგერიებს.
კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან გერმანიაში შხამიანი მუხლუხოს მასშტაბურ გავრცელებას ებრძვიან
გადახედვა
-
პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში
-
სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
გადახედვა
-
გზა საქართველოდან დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიამდე — ნატალი შურღაიას ისტორია გზა საქართველოდან დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიამდე — ნატალი შურღაიას ისტორია
გადახედვა
-
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა — დაიღუპა 32, დაშავდა — 700-ზე მეტი, ათასობით დაკარგულია ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა — დაიღუპა 32, დაშავდა — 700-ზე მეტი, ათასობით დაკარგულია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას
გადახედვა
-
გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი — sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი — sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
-
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში — გლობალური პარტნიორი კოკა-კოლაა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში — გლობალური პარტნიორი კოკა-კოლაა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
-
აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის პაატა შაქარაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის პაატა შაქარაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო 82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
"მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა "მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
კომენტარები