"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
ქართული ოცნების და ხალხის ძალის წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურებიან, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების" დაცვა იქნება.
ვიცესპიკერი ნინო წილოსანის თქმით, "ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ", ამიტომ საზოგადოებას აფრთხილებს, რომ "ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ".
"არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები "გავუტაროთ".
ჩვენი რწმენა, ოჯახები, გამორჩეული ეროვნული გმირები და საზოგადოებრივი მოღვაწეები არის ჩვენი ღირსება. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ ადამიანები საკუთარ ღირსებას დაიცავენ.
მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე. ყველას მოვუწოდებ, ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია, თუმცა ამავდროულად არც ერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხოდ დარჩენილი.
ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით...“ — განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის აზრით, ყველას აქვს უფლება "გაერთიანდეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამავდროულად, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოქცეული".
"ყველას აქვს უფლება, რომ გაერთიანდეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამავდროულად, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოქცეული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში", — განაცხადა გორდულაძემ.
ქართული ოცნების სატელიტი პარტია ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, "კანონმდებლობის ფარგლებში თუკი ვინმე შეეცდება, რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია".
"კანონმდებლობის ფარგლებში თუკი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი, რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
თუ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ა.შ, არსებობს რეაგირება. მაგრამ ის, რომ დღეს, ზოგადად, არის ქართული იდენტობა დასაცავი, ეს არის ფაქტი და მოცემულობა.
ხაზს ვუსვამ, კანონმდებლობის ფარგლებში და მე დარწმუნებული ვარ, იმ ხალხმა თუ იმდენი მოიფიქრა და შეძლო, რომ კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს ორგანიზაციას, იმდენსაც მოახერხებს, რომ ასევე კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვას ქართული იდენტობა, " — ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოძრაობა შეეცდება "ქართული ღირებულებები" ნორმისა და კანონის ფარგლებში დაიცვას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან "ციხეშიც წავიდნენ".
ქართველიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით მოექცა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა საქალაქო სასამართლოს ეზოს გიორგი ქართველიშვილთან ერთად.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები