მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება, სადაც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის გამო.
სააკაშვილი წერს, რომ "ის, რომ ალაპარაკდნენ [აშშ-ის საელჩო] "ნიშნავს, რომ ვაშინგტონს ყელში ამოუვიდა ივანიშვილის ვაჭრუკანა თამაშები, ხოლო ივანიშვილს ფუნდამენტურად არ ესმის ამერიკელების ის, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ჯეიდი ვენსმა სრულიად ნათლად თქვა, რომ ტრამპისთვის მიუღებელია, რომელ ქვეყანასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა".
"რუსეთთან ამერიკის ურთიერთობის შემდგომ დაძაბვასთან ერთად მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, პირველად ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამერიკის საელჩომ პირდაპირ გააკრიტიკა ქოცები "სიძულვილის ენის სამმართველოს" შემოღების გამო.
აქამდე ამერიკელები ყველა მწვავე საკითხებს სვამდნენ კულუარულ საუბრებში, მაგრამ საჯაროდ არაფერზე ამოუღიათ ხმა და ის, რომ ალაპარაკდნენ ნიშნავს, რომ ვაშინგტონს ყელში ამოუვიდა ივანიშვილის ვაჭრუკანა თამაშები, ხოლო ივანიშვილს ფუნდამენტურად არ ესმის ამერიკელების ის, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ჯეიდი ვენსმა სრულიად ნათლად თქვა, რომ ტრამპისთვის მიუღებელია, რომელ ქვეყანასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა, ივანიშვილმა ამ გამოსვლას ისეთივე წონა მიანიჭა, როგორც რომელიმე მდინარაძის ნაყრანტალევს და ვერ მიხვდა, რომ ტრამპის ფუნდამენტურ პრინციპებს ეჯახება. ხოლო ტრამპის ამერიკის გადაკიდება ივანიშვილს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე ბაიდენის მთავრობის. თან გეოპოლიტიკურ ჭრილშიც, ვაშინგტონი ხელს უჭერს ყველა პრორუსულ ძალას, განსაკუთრებით რუსეთის სამეზობლოში, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემობრუნება.
საერთოდ, მიუხედავად ბევრი ადამიანის სკეფსისისა მინდა ვთქვა, ქართველ ხალხს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ამერიკის იმედი. ბოლოსდაბოლოს ის რომ საქართველო დღეს საერთოდ არსებობს რუკაზე, დიდწილად ბუშის რესპუბლიკური ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა რუსები თბილისთან 2008 წელს და საქართველოს უმეტესი ტერიტორიებიდან უკან დაახევინა, ქოცებს უნდათ დაგვავიწყონ ეს გადამწყვეტი ფაქტი ჩვენი ისტორიის, მაგრამ არაფერი გამოუვათ", — წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
28 ივლისს "რადიო თავისუფლების" შეკითხვების საპასუხოდ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან "საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო".
"ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.
...როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს — იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
...ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი", — წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა "რადიო თავისუფლებას" 28 ივლისს.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები