როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები უკრაინაში რუსეთის შეჭრას
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შექმნილ სიტუაციას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და პუტინის ქმედებები დაგმო. მათ შორის რუსი საზოგადო მოღვაწეებიც არიან.
1. სტივენ კინგი, ამერიკელი მწერალი
"უმეტესობა ჩვენგანმა ბავშვობაში, სათამაშო მოედანზე, ერთი რამ ვისწავლეთ: განზე არ უნდა დადგე, როცა დიდი ტიპი პატარას სცემს. შეიძლება მის შესაჩერებლად ერთი-ორი მუშტიც დაგჭირდეს, მაგრამ ეს გამართლებულია".
2. Cardi B, ამერიკელი რეპერი
"ნეტავ, მსოფლიო ლიდერები ძალაუფლებისკენ სწრაფვას შეეშვან და მათზე (მოქალაქეებზე) იფიქრონ, ვისზეც ეს გავლენას ახდენს — ამას გარდა, მთელი მსოფლიო კრიზისში ექცევა. ომი, სანქციები და სხვა ქვეყანაში შეჭრა ლიდერების უკანასკნელი სადარდებელი უნდა იყოს".
3. ენი ლენოქსი, შოტლანდიელი მომღერალი
"რა სახის 'საფასური' უნდა ზღოს ჩვეულებრივმა ხალხმა კოშმარული უგუნურებისთვის და 'შეჭრისა' და 'საომარი სიტუაციის' სისასტიკისთვის? დაბადებიდან — მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათწლეულის შემდეგ — ჯამში, 67 წელი, 'მშვიდობიან' გარემოში ცხოვრება მხვდა წილად. ამას სათანადოდ ვაფასებ და, შესაბამისად, 'ომის' ცნებას მიუღებელ, საძაგელ სისასტიკედ მივიჩნევ".
4. დმიტრი გლუხოვსკი, რუსი მწერალი
მეტროს ტრილოგიის ავტორმა, რომელსაც პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ აქამდეც არაერთხელ გაულაშქრია, ტვიტერზე უკრაინის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და [ლიდერებს] მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინული ქალაქების დაბომბვა და დაუყოვნებლივ გამოიყვანონ საოკუპაციო ჯარები ქვეყნიდან.
"ეს მტაცებლური, ძმათამკვლელი ომია, რომელიც შეშლილმა ტირანმა წამოიწყო და რომელსაც გამართლება არ აქვს. სირცხვილი. გვაპატიე, უკრაინა", — წერს გლუხოვსკი.
5. მანიჟა, რუსი მომღერალი
წარმოშობით ტაჯიკმა მომღერალმა, რომელმაც რუსეთი 2021 წლის ევროვიზიაზე წარადგინა, ინსტაგრამზე შავი კვადრატის გამოქვეყნებით გააკეთა განცხადება.
"ეს ის დილაა, როცა გაღვიძებას ნანობ. არ იცი, სად წახვიდე, ვის დაეხმარო. საწოლის კიდეზე ვზივარ და ვტირი. ვტირი, რადგან ეს ჩემი არჩევანი არაა. ეს აგრესია ეწინააღმდეგება ჩემი, ჩემი ოჯახისა და, ჩემი რწმენით, ჩვენი ხალხის ნებასაც. ჩემს ოჯახში უკრაინელებიც არიან. ჩემი მომავალი ქმარი ნახევრად უკრაინელია. ჩემი მეგობრები უკრაინელები არიან. რუსეთი და უკრაინა მხოლოდ ორი ქვეყანა არაა. ჩვენ ნათესავები ვართ. ჩვენ შორის ნებისმიერი ომი ძმათამკვლელია. თუმცა, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. პანიკას და ინფორმაციით მანიპულირებას ნუ მიეცემით. ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ან სიტყვა ახლა სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს", — წერს მომღერალი, რომელმაც გასულ წელს ფემინისტური განცხადებებისა და ლგბტქ თემის მხარდაჭერისთვის რუსი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსებისგან კრიტიკა და მუქარა მიიღო.
6. ბორის აკუნინი, რუსი მწერალი
წარმოშობით ქართველმა ავტორმა განაცხადა, რომ "ბოლომდე არ ეჯერა, თუკი პუტინი ამ აბსურდულ ომს წამოიწყებდა".
"ვცდებოდი", — აგრძელებს აკუნინი, — "მეგონა, საბოლოოდ, გონიერება გაიმარჯვებდა, მაგრამ შევმცდარვარ. უგუნურებამ მოიგო. ხალხი იხოცება, სისხლი იღვრება. რუსეთს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დიქტატორი მართავს და საშინელება ისაა, რომ იგი თავის პარანოიას მორჩილად მიჰყვება. მე ვიცი, რომ პუტინეთი და რუსეთი ერთი და იგივე არ არის, თუმცა, მთელი მსოფლიოსთვის ახლა სხვაობა აღარ არსებობს. უკრაინელებისთვის საშინელებაა. გონიერი რუსებისთვის, რომლებიც მანიაკის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრობენ, საშიშია. საშიშია იმ სულელი რუსებისთვისაც, ვინც ახლა იცინის. 2022 წლის 24 თებერვალი ყოველი ჩვენგანისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია. საშიშია. რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენი მსხვერპლი მოჰყვება მას?".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები