პრინცი ჰარი 20 წლის შემდეგ პირველად ალაპარაკდა დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შესახებ და თქვა, რომ მას ფსიქოლოგიურ პრობლემები ჰქონდა.

"თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა, შემდგომი ოცი წლის განმავლობაში, მომიწია უარი მეთქვა ჩემს გრძნობებზე, ეს გაუსაძლისი, აუტანელი ტკივილი იყო. ვცდილობდი დედაზე საერთოდ არ მეფიქრა, ეს იყო ერთადერთი რაც შემეძლო ტკივილის გასაქრობად, მაგრამ ის არსად მტოვებდა.", - ამბობს ჰარი.

როგორც ამბობს, მას ამ ტკივილის გადალახვაში ძმა უილიამი, კრივი და არმიაში ყოფნა დაეხმარა.

"კრივმა გადამარჩინა. ძალიან აგრესიული ვიყავი და არ ვიცოდი ეს აგრესია სად უნდა წამეღო, გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, იქნებ შემეძლო რამით დახმარება, მაგრამ ვერ დავეხმარე.", - იხსენებს ჰარი.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ სულ მალე FX და რაიან მერფი სერიალ Feud-ის მეორე სეზონში სწორედ ლედი დაიანას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ, სადაც მის როლს სარა პოლსონი შეასრულებს.