თეგეტას ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში
პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად თეგეტამ განახორციელა, მარშრუტით სიანი-თბილისი.
სკეპტიკოსების არასაიმედო პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა.
თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო რესურსის გამოყენების იდეა გლობალური ლოგისტიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა.
"თეგეტა ჯგუფი აღმოჩნდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ჩინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი გამოიყენა და ტვირთი დანიშნულების ადგილას დათქმულ ვადებში მიიღო", — ამბობს თორნიკე, — "მახსოვს, როგორ ველოდით დილის 4 საათზე ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს და როგორი ემოციური იყო ის დღე, როდესაც ჩვენი მატარებელი თბილისში შემოვიდა. მსგავსი ლოგისტიკური გადაწყვეტილება საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონისთვის ძირეულად ცვლის ბიზნესის შესაძლებლობებს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში".
მისივე თქმით, ამ ისტორიულმა გადაზიდვამ ბევრი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. თორნიკე ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგისტიკურ კრიზისს წინ გაუსწრეს და 2021 წელს, შეზღუდვების მიუხედავად, სარკინიგზო გზით 200 კონტეინერამდე ტვირთი ჩამოიტანეს.
"სარკინიგზო დერეფნით სატრანზიტო ვადა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია. ასევე, რიგ შემთხვევაში, ტარიფის 20-30 პროცენტამდე გაიაფება შევძელით, რაც ამ პროექტს ბიზნესისთვის მეტად მომხიბვლელს ხდის.
"სარკინიგზო კუთხით არსებობს ორი კონკურენტი კორიდორი, ესაა ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის გავლით, და ბაქო-თბილისი-ყარსის. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის ქვეყნებს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული პირობები შესთავაზოს, თუმცა, ეს საკითხი ფართო ჭრილში განხილვას საჭიროებს", — ამატებს თორნიკე.
სარკინიგზო გზით თეგეტა ჯგუფის მიერ გადაზიდული ტვირთი მთლიანად საქართველოს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, დერეფანი ტრანზიტული ტვირთების გადასატანადაც გამოიყენონ. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლის გასაზრდელად კი პროცესებისა და პროცედურების გამარტივების სურვილს გამოთქვამენ.
"2022 წელი ბიზნესისთვის ისევ პანდემიურია, თუმცა გარკვეული პერსპექტივები ჩანს და ვიმედოვნებ, რომ დადებითი ცვლილებები აქტიურად შეეტყობა ბაზარს. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს თეგეტა ჯგუფი წინა წლის შედეგებს გააორმაგებს და შევეცდებით, რომ შიდა ბაზრის მოხმარებისთვის, სარკინიგზო დერეფნის გამოყენებით, 500 კონტეინერამდე ტვირთი გადავზიდოთ", — აღნიშნავს თორნიკე.
თეგეტა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს, რომ აღნიშნული გზა დერეფნად გამოიყენებოდეს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ეს რეალისტურ პერსპექტივად მიაჩნიათ და გეგმავენ, მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
თეგეტა მოტორსი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. თეგეტა ჰოლდინგი მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა მოტორსი ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota და Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით თეგეტას პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვა. ამასთან, თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
თეგეტა ჰოლდინგი, 2 500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები