რატომ გვჭირდება ბუსტერ დოზა — ინფოგრაფიკა
NCDC-ის მონაცემებით, ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 95% ომიკრონ ვარიანტითაა გამოწვეული. ომიკრონ შტამი 2021 წლის ნოემბერში გამოჩნდა, მისმა მუტაციათა სიმრავლემ კი მეცნიერები იმთავითვე დააეჭვა, რომ არსებულ ვაქცინებს შეიძლება მისგან სათანადოდ ვერ დავეცავით.
ასეც მოხდა და დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომიკრონ შტამის წინააღმდეგ როგორც ბუნებრივი, ვირუსის გადატანის გზით ფორმირებული, ისე ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი ვერც ისე ეფექტიანად მუშაობს. ერთადერთ ქმედით გამოსავლად კი ამ კუთხით ბუსტერ დოზის მიღება გვევლინება.
ასევე: რა ვიცით ბუსტერ დოზაზე და როგორ მუშაობს ის ომიკრონის წინააღმდეგ
ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკის სახით, კვლევებზე (1, 2, 3) დაყრდნობით გიჩვენებთ, თუ რატომ გვჭირდება ბუსტერ დოზის გაკეთება.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.
კომენტარები