მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებულების ე.წ. ბრალდებების დაკონკრეტება — ანთაძე ერგნეთში შეხვედრის შემდეგ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულებთან დაკავშირებით ვრცელი დისკუსია შედგა. როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან თქვა, თითოეულ მათგანთან დაკავშირებით მოითხოვეს ე.წ. ბრალდებების დაკონკრეტება.
"შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია. რაიმე კონკრეტული პასუხი ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულებთან დაკავშირებით ვერ წარმოგვიდგინეს, თუმცა ეს საგანგებოდ აღინიშნა და ეს საკითხი დაკავების პირველივე მომენტიდან იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და ეს კონტროლი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.
ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაო ვერსიები, რაზეც გარკვეული მოსაზრებების გამო მე აქ ვერ ვისაუბრებ.
თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დაგვეკონკრეტებინა ე.წ. ბრალდებები, რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული ბატონების კანიაშვილისა და ნათაძის მიმართ, მათ ედავებიან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო დაკავებას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას", — განაცხადა ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება ოკუპანტების მიერ 12 დეკემბერს სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს, ანთაძე აცხადებს, რომ ეს საკითხიც საგანგებოდ დასვეს.
"რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა მის მიერ იყოს გამოყენებული რაიმე ტიპის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ასევე, ვიღებდით ანალოგიურ ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობითაც. აქ არის ერთი მომენტი, რომ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაცია და მით უმეტეს, IPRN-ის შეხვედრაზე გაზიარებული ინფორმაცია არ ზიარდება მხოლოდ ჩვენს შორის. მოგეხსენებათ, ამ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს საკითხი არის მათთვის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, არის ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს", — თქვა მან.
სუს-ის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში.
"რაც შეეხება შემდგომ ე.წ. პროცედურებს, თუ რა იგეგმება ექვსივე უკანონოდ დაკავებული პირის მიმართ, პასუხი რაც იყო მიღებული, რომ ეს ე.წ. პროცედურები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი არ აღმოჩნდნენ მზად მოეწოდებინათ მეტი კონკრეტიკა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში. კონკრეტულ ვადებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, რადგან არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან", — ამბობს ანთაძე.
მისი თქმით, კიდევ ერთი დასმული საკითხი შეხვედრის ფარგლებში იყო ე.წ. ბორდერიზაცია, არამხოლოდ კირბალის კონტექსტში, არამედ მთლიანად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე დესტრუქციულ და უკიდურესად სახიფათო ქმედებებზე.
"კონკრეტულად კირბალთან დაკავშირებით პირდაპირ მოვითხოვეთ გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები და მოვითხოვეთ დაედასტურებინათ, გაეკეთებინათ უარყოფა იმისა, რომ იქ მზადდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე შესაძლოა, ამის მტკიცებას ვერ მოვყვები, მაგრამ არსებობს თეორიულად ამის ალბათობა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს", — აღნიშნა ანთაძემ.
მისივე ცნობით, აღნიშნული საკითხი აყვანილია საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები