გაგვაჩერა პატრულმა, მათვალიერებდა მეც, სააკაშვილსაც, ვნერვიულობდი, მაგრამ ჯარიმა გამომიწერა და წამოვედით — ცომაია
ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი
მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტთან ერთად ბათუმიდან თბილისში მომავალი პატრულმა გააჩერა, თუმცა მხოლოდ დააჯარიმა და გაუშვა. ცომაია დაზუსტებით ვერ ამბობ, პატრულმა იცნო სააკაშვილი და და არაფერი მოიმოქმედა თუ ვერ იცნო, თუმცა აცხადებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მათ ტრანსპორტი შეიცვალეს და თბილისამდე გზა ისე განაგრძეს.
"გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მანქანას. ვნერვიულობდი ახლა, კაცი აგერ, გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, შენ გაგახარა ღმერთმა. ამომიწერა და ჩავჯექით ისევ და წამოვედით.
ჩვენ ვაპირებდით თბილისში წამოსვლას, მაგრამ ხომ ვსაუბრობთ გზაში, შეეშინდა [პატრულს] და იმიტომ არ თქვა თუ ვერ იცნო. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ალბათ გიცნო — მე ვუთხარი — და შეეშინდა-მეთქი. ჰოდა, ამ შეშინების ფონზე, მარშუტკით რომ ვაპირებდით წამოსვლას, ვუთხარი მოდი ჯობია ტრაილერით წავიდეთ-მეთქი — ტრაილერი კაციშვილმა არ იცოდა", — განაცხადა ცომაიამ.
მან დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დეტალურად მოყვა როგორ შემოიყვანა ექსპრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში საკუთარი ტრაილერით, ასევე სად და როგორც გადაადგილდებოდნენ ისინი საზღვრის კვეთიდან დაკავებამდე. მისი თქმით, ფოთის პორტში შემოსვლის შემდეგ ისინი აბაშაში წავიდნენ, სადაც ერთი ღამე გაათიეს. მეორე დღეს სააკაშვილის თხოვნით ცომაიამ ის ბათუმში წაიყვანა, საიდანაც, იმავე დღეს თბილისში წავიდნენ. ცომაიასვე განცხადებით, გზაში რამდენჯერმე გააჩერეს, რა დროსაც სააკაშვილი ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. გარდა ამისა, ზესტაფონში მათ ხაჭაპური და ჩაი იყიდეს და იქვე შეჭამეს.
სასამართლო სხდომა მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. ექსპრეზიდენტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა და ძირითადად ყვებოდა იმაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება.
ნახეთ, რა თქვა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე:
- დადგება ის დღეც, როცა ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში, პირველივე დიდი აქციებისას გავთავისუფლდები — სააკაშვილი
- მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ ვარ მე აქ, რომ ამ რეჟმს მოვუწყო სასამართლო
- სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატებმა მისი დაცვის უფლება მოითხოვეს, მოსამართლემ მათ ამის საშუალება არ მისცა
- მიხეილ სააკაშვილი: ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა, როგორც სუს-ში
- სააკაშვილი: წარმოუდგენელი ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც მე მოკრძალებით მიშას თაობას ვეძახი
- სააკაშვილი: არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მჭირდება არატილიანი საქართველო
- სააკაშვილი მოსამართლეს: ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
კომენტარები