გამოცდილებიდან გამომდინარე, აზარაშვილი თანხების მეტად ეფექტიან განკარგვას უკეთ გაუმკლავდება — თურნავა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას მიესალმება და მისი აზრით, სამინისტროს თანხების უკეთ განკარგვას ახალი მინისტრი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს ახალ კოლეგას. საკმაოდ მაღალი რანგის პრფესიონალი შემოურთედა ჩვენს გუნდს. ჩემი კოლეგა ეკონომისტი, ფინანსისტი. საერთოდ მივესალმები რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია", — აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო და სექტორი მთლიანობაში. უწყების ბიუჯეტი 6 მილიარდ ლარზე მეტია.
"განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა. კოვიდი, ჯერჯერობით, არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა. ეს ერთი ამოცანაა, რასაც, რასაკვირველია, ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი, — განაცხადა თურნავამ.
გარდა ამისა, თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანას ფასების გამოწვევა აქვს და ადეკვატური ხარისხისა და ადეკვატური ხელმისაწვდომი ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისების მოსახლეობისთვის მიწოდება დიდად არის დამოკიდებული ჯანდცვის სექტრის რეფორმის შემდგომ ეტაპზე. თურნავა ფიქრობს, რომ ახალი მინისტრისა და მისი ეკონომიკური გამოცდილების როლი ამ საკითხში დიდი იქნება.
დღეს, 27 დეკემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილს ნიშნავს. წარდგენისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აზარაშვილი "არის გაზრდილი ექიმის ოჯახში".
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრობამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, იქამდე კი იყო ამავე უწყების სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი. სამინისტროს საიტზე განთავსებულ აზარაშვილის ბიოგრაფიის მიხედვით, მას ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები