რიანას ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში უკვე დადგეს, მაგრამ რთულია, ეს ქანდაკება მომღერალს მივამსგავსოთ.როგორც ფოტოებზე ვხედავთ, რიანას განახლებული ცვილის ფიგურა მომღერალს ვარცხნილობითა და სახის ნაკვთებით საერთოდ არ ჰგავს.

რიანას ცვილის ფიგურა მუზეუმში პირველად 2011 წელს გამოჩნდა, როცა რიანას მოკლე და წითელი თმა ჰქონდა. ახლა კი მუზეუმს სურდა, რომ მომღერლის ცვილის ფიგურა მისი ამჟამინდელი გარეგნობის მიხედვით განეახლებინა.

ფოტო: Getty Images

შეიძლება, იფიქროთ, რომ 2011 წლის ცვილის ფიგურა მომღერალს არ ჰგავს, მაგრამ 2021 წლის საახალწლოდ გამოწყობილ ფიგურასთან შედარებით, იქ რიანას ცნობა მაინც შესაძლებელია.

რაც შეეხება რიანას, მას ფანებისთვის სიურპრიზი აქვს და მალე ახალი ალბომის გამოშვებას აანონსებს. თითქმის 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა თავისი ბოლო ალბომი, სახელად Anti, გამოუშვა. მომღერალი გვპირდება, რომ ახალი მუსიკა წინასგან სრულიად განსხვავებული იქნება.