საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Adapter-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა Adapter-ის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა.
შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში — დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი — ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი — ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ.
უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა Adapter ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.
"პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ Adapter მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში", — აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი? აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა
გადახედვა
კომენტარები