ქართული მისალოცი ბარათები ჯეოპოსტერისგან — აჩვენეთ ადრესატს, რამდენად ზრუნავთ
განმანათლებელი და ხელოვნების მფარველი ჰენრი კოული, ერთი შეხედვით, მშვენიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვიქტორიანული ინგლისის მაღალ წრეებში ტრიალებდა, წვეულებებს ესწრებოდა და ბევრს მოგზაურობდა, თუმცა ერთი პრობლემა ჰქონდა — მას მეტისმეტად ბევრი მეგობარი ჰყავდა.
1843 წელს, შობის მოახლოებასთან ერთად მეგობრების თემა კოულს დიდ თავისტკივილად ექცა. პრობლემა იმდენად მეგობრებში არ იყო, რამდენადაც მათ წერილებში. ყველას უნდოდა ჰენრისთვის შობისა და ახალი წლის მილოცვა, წერილები კი ხვავდებოდა და ხვავდებოდა.
პასუხს არ გასცემდა და — უზრდელად ჩათვლიდნენ. ბოლოს კოულს საოცარი იდეა მოუვიდა. მან თავის ხელოვან მეგობარს, ჯ.ს ჰორსლის სთხოვა, ერთგვარი სკეტჩი შეექმნა — ილუსტრაცია, უკანა მხარეს წერილისთვის დატოვებული სივრცით. ნახატზე გამოხატული იყო ოჯახი, რომელიც ღარიბებს ეხმარებოდა, უკანა მხარეს კი წინასწარ ეწერა "TO:_____" ადრესატისათვის, რაც წერილის პერსონალიზების საშუალებას იძლეოდა. ბარათზე დატანილი იყო ასევე წარწერა "გილოცავთ შობა-ახალ წელს".
ასე შეიქმნა პირველი მისალოცი ბარათი.
მას შემდეგ მისალოცი ბარათების გაგზავნა დასავლური სამყაროსთვის შობისა და ახალი წლის უცვლელ ტრადიციად იქცა. ვერავინ დათვლის, რამდენი ლიტრი მელანი დახარჯულა საყვარელი ადამიანებისათვის საახალწლო სურვილების დასაწერად, ან რამდენი ნახატი აქვთ შექმნილი მხატვრებს სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენთვის გრძნობების გადმოცემა გაეადვილებინათ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით: ჩვენს ციფრულ ეპოქაშიც კი საშობაო ბარათებს ნოსტალგიურ-სენტიმენტალური ღირებულება აქვთ და საყვარელი ადამიანების ხელნაწერის წაკითხვას მაინც ვერაფერი ჩაანაცვლებს.
და ქართული საშობაო ბარათები?
საქართველოში ძალიან მარტივია, იპოვო ლამაზი, კრეატიული, ორიგინალური, კარგი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი ბარათი.... ინგლისურ ენაზე. მართლა, არ ვხუმრობთ, ინგლისურენოვან ბარათებს ყველა მაღაზიაში იპოვით, თუმცა ქართული ბარათები ნამდვილად არ გვაქვს ბევრი. არადა არის რაღაც სასიამოვნო იმაში, რომ მშობლიურ ენაზე იღებ მილოცვას.
სწორედ ამ პრობლემის გამოსასწორებლად ჯეოპოსტერმა გადაწყვიტა საქართველოს თემატიკის ბარათები შეექმნა და ახალი წლის დიზაინში ჩვენთვის ნაცნობი სიმბოლიკა გამოეყენებინა: ჩურჩხელები, ჩიჩილაკები და ასე შემდეგ.
ჯეოპოსტერის ბარათების კოლექციაში არა მხოლოდ დახვეწილ ბარათებს ნახავთ, არამედ მისალოცებს საქართველოს ქალაქებიდან და კუთხეებიდან, რითაც შეგიძლიათ ადრესატს აჩვენოთ, რომ ბარათზეც არანაკლები იფიქრეთ, ვიდრე — საჩუქარზე.
ჩემი ფავორიტი კი ეს ბარათებია:
ხოჩა ზაი ლიცაადალუუ ჯაარ!
მიგახვამანთ ახალ წანას!
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მიულოცოთ თქვენს სვანსა და მეგრელ მეგობრებს ახალი წელი.
2022 წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ჯეოპოსტერმა გადაწყვიტა, ილუსტრატორებთან ერთად კალიგრაფებიც ჩაერთო საუკეთესო მისალოცების შექმნაში.
სამი დიზაინიდან სამივე მარტივი და დახვეწილია და გემოვნებით შერჩეულ საჩუქრებს ახალ საფეხურზე აიყვანს.
თუ გაინტერესებთ, სად შეიძლება შეიძინოთ ეს ორიგინალური ბარათები, 17, 18, 19 დეკემბერს თბილისის წიგნის წინასაახალწლო დღეებზე ექსპო ჯორჯიაში ჯეოპოსტერის კუთხე მოძებნეთ, სადაც ნამდვილად იპოვით ბარათს, რომელიც თქვენს სათქმელს ყველაზე უკეთ იტყვის.
პ.ს. ბარათების შეძენა ასევე შეგიძლიათ წიგნის მაღაზია "შაქრო ბაბუაში".
სერ ჰენრი კოული თქვენით იამაყებდა!
კომენტარები