ყველა თემას შევეხებით, ერთ-ერთი, ალბათ, იქნება სააკაშვილიც — კობახიძე სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი თემა, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის იქნება. თუმცა მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე ისაუბრებენ,
"ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ალბათ, იქნება სააკაშვილიც. თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან. ეს არის თანაბრად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე, ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა ამ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი", — აღნიშნა მან.
19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
21 ნოემბერს ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე გართულებები არ აქვს.
8 ნოემბრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს მართავდა. მათი მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება იყო. როგორც ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობდა, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, დაშლას არ აპირებდნენ და აქციებს ყოველ დღე გამართავდნენ.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და შიმშილობა შეწყვიტა, ოპოზიციამ აქციები შეაჩერა. თუმცა მელია ამბობს, რომ "არაძალადობრივი მეთოდებით" ბრძოლა გაგრძელდება. მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რა გეგმა აქვს ოპოზიციას, მაგრამ აღნიშნა, რომ მთავარი თავგადასავალი არის წინ და სანამ სააკაშვილი არ იქნება დახსნილი "უკანონო პატიმრობიდან" და სანამ ქართულ ოცნებას "სახელმწიფო ექნება მიტაცებული", ბრძოლას არ შეაჩერებენ.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები