რომანის "შაშვი შაშვი მაყვალი" ეკრანიზაციამ დაფინანსება მოიპოვა
რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ თამთა მელაშვილის რომანის შაშვი შაშვი მაყვალი მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმებოდა. პროექტი დაფინანსების მოლოდინში იყო და ამჟამად უკვე ისიც ვიცით, რომ შემოქმედებითმა გუნდმა ჰიუბერტ ბალსის ფონდის გრანტი მოიპოვა!
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ შექმნილი ჰიუბერტ ბალსის ფონდი ტრადიციულად გამოარჩევს ხოლმე რამდენიმე განსაკუთრებულ კინოპროექტს და მათ შემოქმედებს 10 000 ევროს ოდენობის ფულადი გრანტით აფინანსებს, რითაც საავტორო კინოს განვითარებას უწყობს ხელს.
სულ ახლახან გამოცხადდნენ ამ პროექტის ფარგლებში ახალი ფავორიტები და მათ შორის ელენე ნავერიანის ფილმიც მოხვდა: 520 კანდიდატიდან ათ საუკეთესოში ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც შეირჩა.
ელენე ნავერიანს აქამდე გადაღებული აქვს ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე და სველი ქვიშა. რომანის შაშვი შაშვი მაყვალი ეკრანიზაცია მისი მესამე სრულმეტრაჟიანი კინოსურათი იქნება.
"როცა [რომანი] წავიკითხე, წარმოვიდგინე, როგორი შთამბეჭდავი, გამაძლიერებელი და წინააღმდეგობრივი იქნებოდა ამ ისტორიის ეკრანზე ხილვა", — განუცხადა ელენე ნავერიანმა ამერიკულ გამოცემა Variety-ს.
ამ მომავალი ფილმის პროდიუსერები თომას რეიხლინი და ქეთი დანელია იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი იყო ასევე გახმაურებული შვედურ-ქართული პროექტის და ჩვენ ვიცეკვეთ პროდიუსერი.
შაშვი შაშვი მაყვალი თამთა მელაშვილის მესამე რომანია, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიგო მრავალი ქართველი მკითხველის გული და წიგნი ადგილობრივ ბესტსელერადაც იქცა.
აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით უკვე დაიდგა სპექტაკლიც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები