10 ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინულ ციხეებში, მგონი, ჯობია, მეტი ყურადღება მათ დაუთმოს — კობახიძე დენისოვაზე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენს ათი ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინულ ციხეებში და "ჯობია, მეტი ყურადღება დაუთმოს". ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ომბუდსმენს ჰყავს 10 ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მე მგონი, ჯობია, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში არიან.
თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი? მე მგონი, არცერთია და გეტყვით, რატომ — ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და მეორე, რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად", — აცხადებს ის.
უკრაინის სახალხო დამცველს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში პირველად 27 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან განაცხადა, რომ საზღვარზე 40 წუთით შეაყოვნეს და იქამდე არ შემოუშვეს, სანამ რამდენიმე პირთან არ დარეკა. ციხეში შესვლის შემდეგ დენისოვამ აღნიშნა, რომ დააფიქსირა სააკაშვილის არაერთი უფლების დარღვევა რის შესახებაც აცნობებდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს. მმართველ გუნდში მისი განცხადებები გააკრიტიკეს — ექსომბუდსმენმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დენისოვას შეფასებები დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს სცილდება.
5 ნოემბერს დენისოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო სააკაშვილის უფლებების დარღვევა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. 11 ნოემბერს კი განაცხადა, რომ გლდანის ციხის კლინიკაში სააკაშვილის მოთავსების ვიდეო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები