ინდაურის ხორცი სუფრაზე ხშირად შეიძლება შეგხვდეთ, თუმცა ამ ფრინველის კვერცხს იშვიათად თუ ნახავთ. ეს იმის ფონზე, რომ ქათმის კვერცხი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიღებული საკვებია. მაშ, რატომ არ ვჭამთ ინდაურის კვერცხს?

"ველურ ბუნებაში ინდაური ბუდეს დაცულ ადგილას იშენებს. შემდეგ ის ორკვირიან პროცესს იწყებს. მას კვერცხის დადება ყოველ 32 საათში შეუძლია. მთლიანობაში, ინდაური ამ პერიოდში ცხრიდან თორმეტ კვერცხამდე დებს", — აღნიშნულია ორეგონის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტის განცხადებაში.

ეს ინდაურისთვის საკმარისია, მაგრამ ძალიან ცოტაა ფერმერებისთვის, რომლებიც რაც შეიძლება მეტი პროდუქტის წარმოებაზე ფიქრობენ.

მიზეზები

მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2 500 ინდაურის ფერმაა. ეს ძალიან ბევრი ინდაურია და, შესაბამისად, ბევრი კვერცხიც, მაგრამ მათ ბაზარზე ვერ ვხედავთ. მიზეზი? ეს უბრალოდ ამად არ ღირს.

ჯანმრთელ ქათამს თითქმის ყოველდღე შეუძლია კვერცხის დადება, რაც ინდაურის 32-საათიან შუალედს არასაკმარის მოსავლიანობად აქცევს. ამას ემატება ისიც, რომ ინდაურებს შვიდი თვე სჭირდებათ კვერცხის დადების ასაკამდე მისაღწევად, ქათმის შემთხვევაში ხუთი თვეც საკმარისია.

მეტიც, ინდაური ზომაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ქათამი. შესაბამისად, მას მეტი ადგილი სჭირდება და მოსავლელადაც უფრო რულია.

ინდაურის კვერცხები საკვებად ვარგისია?

ინდაურის ფერმის პატრონები აღნიშნავენ, რომ ამ ფრინველის კვერცხი საკვებად ვარგისია. გემოთი ქათმის კვერცხს ძალიან ჰგავს, მხოლოდ ოდნავ დიდი ზომისაა, უფრო მყარი ნაჭუჭითა და სქელი გარსით.

შესაბამისად, პასუხი იმაზე თუ რატომ არ ვჭამთ ინდაურის კვერცხს, ბაზრის უხილავ ხელში შეგვიძლია ვეძებოთ. ინდაურის კვერცხის წარმოება ისეთივე მომგებიანი არ არის, როგორც ეს ქათმის შემთხვევაშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.