ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.
მანამდე ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი სასამართლოს პროცესის გაჭიანურების მიზნით
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დღეს, 22 მაისს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. მანამდე, 14:00 საათზე მისმა მხარდამჭერებმა აქციაა დააანონსეს, მაგრამ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზება უფრო ადრე დაიწყო.
პროცესზე მედიის წარმომადგენლებს კამერების შეტანის საშუალება არ მისცეს.
სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეების ნაწილი. აქტივისტებმა სასამართლოსთან გზა გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ სამართალდამცავებმა გზა მალევე გახსნა.
პერიოდულად აქტივისტებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დააკავეს აქტივისტები ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი.
ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, დაიჭერდნენ.
მისივე თქმით, "რეჟიმი ახალ ფაზაზე გადავიდა, როცა აქტივისტებს და დემონსტრანტებს კი არა, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, ამას კი მოჰყვება რეაგირება ცივილიზებული სამყაროსგან".
"განწყობა ნორმალური მაქვს, ველოდებოდი ამას... ნებისმიერ შემთხვევაში ინდიკატორია, რომ რეჟიმი ახალ ფაზაზე გადავიდა, როცა აქტივისტებს და დემონსტრანტებს კი არა, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, ჯამში, ამას მოყჰვება რეაგირება ცივილიზებული სამყაროსგან. სანქციების ალბათობა და მასშტაბები უფრო გაიზრდება... ამათაც ესმით მაგდენი, მაგრამ თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში და ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს. მოქალაქეებმა უნდა გააგრძელო წინააღმდეგობა — პირველ რიგში, რუსთაველზე ყოველ ღამე და საჯარო დემონსტრირება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ხელები არ ჩამოგვიშვია", — განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავართან" საუბრისას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
- დავით მათიკაშვილი: არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა
- გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
- ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
- პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები