გლობალური დათბობის გავლენა ძალადობრივ ქცევასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე
ბოლო წლების ექსტრემალურმა ამინდმა მსოფლიოს მრავალ წერტილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაერთი კრიზისი გამოიწვია. უმეტეს შემთხვევაში, მსგავს კატაკლიზმებზე გავლენა ადამიანის ზემოქმედებით შეცვლილმა კლიმატმა იქონია. მაგალითისთვის, მიჩნეულია, რომ 2003 წლის ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამ ევროპის თექვსმეტი ქვეყნის 50 ათასიდან 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მსოფლიო მასშტაბით კი შეფასებულია, რომ ბოლო ორ ათწლეულში სიცხით გამოწვეული მიზეზებით 296 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
სიცხე და მენტალური ჯანმრთელობა
მაგრამ მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას როდი ვნებს, მას არანაკლებ სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. კვლევამ აჩვენა, რომ ტემპერატურის ზრდა დაკავშირებულია თვითმკვლელობისა და ძალადობრივი ქცევის მატებასთან, ასევე გუნება-განწყობისა და შფოთვითი აშლილობების გამწვავებასთან.
1993-2003 წლებში ინგლისსა და უელსში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ როდესაც ტემპერატურა 18°C-ზე მაღალი იყო, ყოველი 1°C-ით მატება მოსახლეობაში თვითმკვლელობის რისკის 3.8%-ით ზრდასთან იყო ასოცირებული.
ფინეთში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, 1993-2003 წლების შუალედში ტემპერატურის 1°C-ით გაზრდა ძალადობრივი დანაშაულის 1.7%-ით მომატებასთან იყო დაკავშირებული. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებში 2010-2099 წლების შუალედში იმაზე 1.2 მილიონით მეტი თავდასხმა შეიძლება მოხდეს, ვიდრე კლიმატური ცვლილებების გარეშე მოხდებოდა.
მაღალ ტემპერატურასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის დადგენა კვლევის აქტიური სფეროა. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა დარღვეული ძილი და სეროტონინის დონის არევა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ადამიანთა მენტალური მდგომარეობის განსაზღვრაზე.
ძილის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ძლიერი სიცხის პერიოდებს, რამაც შეიძლება გაღიზიანება, იმპულსური ქცევები და ძალადობაც კი გამოიწვიოს.
ასევე მოიპოვება მტკიცებულებები, რომ სითბურ ტალღებთან დაკავშირებულმა ექსტრემალურმა სიცხემ, შესაძლოა, დემენციის ზოგიერთი ფორმის განვითარებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუწყოს ხელი. ასეთ დროს განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ისედაც განიცდიან მენტალურ პრობლემებს.
სეროტონინის დონის დაბალი მაჩვენებელი კი ასოცირდება დეპრესიასთან, შფოთვასთან, იმპულსურობასთან, აგრესიულობასთან და ძალადობრივი ქცევების მატებასთან.
რას უნდა ველოდოთ მომავალში
მომავალში სითბური ტალღები კიდევ უფრო ცხელი და ხანგრძლივი იქნება. ტემპერატურული რეკორდებიც უფრო და უფრო ხშირად მოიხსნება, რადგან მსოფლიო კვლავაც განაგრძობს დათბობას. მაგალითისთვის, ჩრდილო-დასავლეთ აზიაში თეორიულად შესაძლებელია, რომ 2100 წლისთვის ტემპერატურა 8.4°C-ით გაიზარდოს.
საშუალოდ 1.5°C-ით თბილი მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურის საშუალო მატება ამ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იქნება. ამ პრობლემას თან ერთვის იმ ხალხის რაოდენობის ზრდაც, რომელიც ქალაქებში ცხოვრობს. ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანიზებულ ადგილებში იქნება თავმოყრილი.
ურბანული გარემო იმაზე ცხელია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებები. ეს ფენომენი "ურბანული სითბოს კუნძულის" სახელითაა ცნობილი. დაკვირვებამ აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ქალაქები სოფლებზე უფრო სწრაფად დათბება, არამედ ისიც, რომ სითბური ეფექტი ღამით გაიზრდება. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს სიცხის გავლენა ძილზე.
კლიმატური ცვლილებების შემსუბუქება და ამ ცვლილებებთან ადაპტაცია არსებითად საჭირო გახდება გლობალური დათბობის პოტენციური გამანადგურებელი შედეგების შესამცირებლად.
უფრო თბილ სამყაროში ცხოვრებასთან ადაპტაცია შეიძლება მოიცავდეს შენობაში ჰაერის ცირკულაციის ხარისხის გაზრდას და ექსტრემალური სიცხის დროს სამუშაო საათების ახლებურად გადანაწილებას. მაგალითად, პარიზმა უკვე შექმნა "გრილი კუნძულები": მწვანე და ლურჯი სივრცეები, როგორიცაა პარკები, ხელოვნური ტბები და საცურაო აუზები, რომლებიც სიცხისგან დაცვას უზრუნველყოფენ.
ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ადამიანებისთვის იმის გაგებინებაა, თუ რა ზეგავლენა ექნება დათბობას ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, აგრესიაზე და ძალადობაზე. ამ გზით მოსახლეობა უკეთ მიხვდება, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ წამოწყებებში, რომლებიც პლანეტას ოპტიმალურ ტემპერატურას შეუნარჩუნებს. ისინი გაიაზრებენ, რომ ამ გზით ერთდროულად დაუჭერენ მხარს როგორც უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები