საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ინტელექტუალურ-გასართობი თამაში "კითხვა პასუხია" გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პარტნიორობის ფარგლებში, 26 ნოემბრიდან მასშტაბური ინტელექტუალურ-გასართობი თამაში "კითხვა პასუხია" დაიწყება. თამაში ორ კვირას გაგრძელდება. სამუშაო დღეებში მოთამაშეებს ონლაინ დავალებების შესრულება მოუწევთ. ხოლო შაბათ-კვირას, სათამაშოდ თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებენ.
ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანისთვის განკუთვნილი თამაში, მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით, თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული. მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ.
მოთამაშეები დავალებებს სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმაზე მიიღებენ. პასუხების დაფიქსირებაც იქვე იქნება შესაძლებელი.
გამოცანები ვეფხისტყაოსნის 16 მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი, ვიზუალურად კი გრაფიკული ნოველის/კომიქსის სტილისტიკით გადმოცემული. მოთამაშეები გამოცანებს ეტაპობრივად, ყოველი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღებენ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, დასრულებული სიუჟეტის მქონე კომიქსი შედგება.
თამაშის მოკლე სიუჟეტი ასეთია: თბილისში — წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ჩამოდიან. მათ აქ კომიქსის მთავარი გმირი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ხვდება, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში, დაკარგულ სატრფოს ეძებს. მოთამაშეები მას თავსატეხებით სავსე თავგადასავალში მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანის დაბრუნებაში ეხმარებიან, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან.
გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველა თავსატეხს ყველაზე ნაკლებ დროში ამოხსნის. სამი საუკეთესო დროის მაჩვენებელ მოთამაშეს, ფულადი პრემია გადაეცემა: პირველი ადგილი — 5 000 ლარი; მეორე ადგილი — 3 000 ლარი; მესამე ადგილი — 2 000 ლარი.
თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის. თამაშის ავტორი დავით ბაბიაშვილია, მხატვარი კი — ირაკლი თოიძე.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი? აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი?
გადახედვა
კომენტარები