ბილ გეიტსი ქვეყნებს ბიოტერორიზმის გაზრდილ საშიშროებაზე აფრთხილებს
ბილ გეიტსი ბიოტერორიზმის გაზრდილ საფრთხეებზე გააფრთხილებს და ხელისუფლებებს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მას არც პანდემიების საფრთხეები გამორჩენია.
ასევე: რეალურია თუ არა ბიოტერორიზმის საფრთხე? — ბიოლოგიური იარაღის წარსული და მომავალი
გეითსმა ეს განცხადება Policy Exchange-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯერემი ჰანტთან საუბრობდა.
მისი თქმით, ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, უნდა დახარჯონ ათობით მილიარდი მსგავსი კვლევების დასაფინანსებლად და დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს ძვირი, მაგრამ მისაღწევია გრიპის და გაციების აღმოფხვრა.
"ვიმედოვნებ, რომ ხუთ წელიწადში შემეძლება დავწერო წიგნი სახელწოდებით: "ჩვენ მზად ვართ შემდეგი პანდემიისთვის", მაგრამ ამას ათობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. შესაბამისად, აშშ და დიდი ბრიტანეთი ამის ნაწილი უნდა იყვნენ", — თქვა გეიტსმა.
ბილ გეითტს მიაჩნია, რომ წელიწადში დაახლოებით მილიარდი დოლარი დასჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დონეზე პანდემიის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც "ვირუსებს სრულ მეთვალყურეობას გაუწევენ".
ამასთან, მაიკროსოფტის დამფუძნებელმა თქვა, რომ "ბაქტერიების თამაშებმა" შეიძლება მოამზადოს ქვეყნები ბიოტერორიზმისთვის. გეიტსი გვაფრთხილებს, რომ ბიოტერორიზმის გამომწვევი ეპიდემიები შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე ეს ბუნებრივად წარმოქმნილია.
გეიტსი იმ სასარგებლო სამედიცინო ინოვაციებზეც საუბრობს, რომლებიც საჭირო იქნება კვლევებისთვისა და განვითარებისთვის.
"კარგი ის არის, რომ ჩვენ ვიცით თუ რა გვჭირდება, რათა შემდეგი პანდემიებისთვის და ბიოტერორიზმისთვის უკეთ მომზადებულები ვიყოთ. ეს არის ვაქცინების იაფად დამზადება, დიდი ქარხნების არსებობა, გრიპის აღმოფხვრა, ვაქცინების გამოყენება იმ დროსაც, როცა პანდემიები არ გვექნება", — ამბობს გეიტსი.
შესაბამისად, კლიმატის ცვლილებებთან და სიღარიბის აღმოფხვრასთან ერთად გეითსი ვირუსებთან ბრძოლაში კვლავ აქტიური მონაწილოების მიღებას გეგმავს. მისი თქმით, მოუმზადებლობის გამო, ჩვენ დავკარგეთ ტრილიონობით დოლარი და მილიონობით სიცოცხლე. შესაბამისად, მოქალაქეები ელიან, რომ მათი მთავრობები აღარ დაუშვან იგივე შეცდომებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები