კლიმატის კრიზისის საფრთხეზე ხაზგასასმელად ტუვალუელმა მინისტრმა განცხადება ზღვაში მდგომმა გააკეთა
ფოტო: Tuvalu Foreign Ministry / Reuters
ოკეანეთის სახელმწიფო ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა კლიმატის ცვლილების გაეროს ორგანიზებულ კონფერენციაზე გლაზგოში დასწრება ვერ შეძლო, ამიტომ ღონისძიებაზე საკუთარი სიტყვით გამოსვლის ვიდეოჩანაწერის გაგზავნა გადაწყვიტა. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ფორმა, რომლითაც საიმონ კოუფემ განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.
მინისტრი თავისი ტრიბუნითურთ ზღვაში მუხლამდე შევიდა და ამგვარად კლიმატის კრიზისის საფრთხეზე მიანიშნა. კოუფემ ასე ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე მყოფი თავისი ქვეყანა კლიმატის ცვლილების შედეგების ფრონტის ხაზზეა.
როგორც ჩანს, მინისტრის მიზანმა გაამართლა — კოუფეს ფოტოებმა მალევე მოიცვა ინტერნეტსივრცე და ადამიანებს ნამდვილად მიაქცევინა ყურადღება ზღვის დონის მატების პრობლემისკენ, რომელიც ტუვალუსთვის კრიტიკულია.
ვიდეო ფონგაფალეს კუნძულზე, დედაქალაქ ფუნაფუტისთან ახლოსაა გადაღებული. მას კლიმატის ცვლილების სამიტზე გლაზგოში 9 ნოემბერს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ კოუფეს გარდა, რეგიონში მყოფი სხვა ქვეყნებიც ემხრობიან უფრო რადიკალური ზომების მიღებას, რათა კლიმატის კრიზისის შედეგები შემცირდეს.
ფოტო: Tuvalu Foreign Ministry / Reuters
ემისიებით გარემოს რამდენიმე მთავარმა დამაბინძურებელმა ნახშირბადის ნარჩენების შემცირების პირობა დადო, ზოგიერთი ქვეყანა კი 2050 წლისთვის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევასაც აპირებს. ამის მიუხედავად, ოკეანეთის ქვეყნები დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვენ, რადგან ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე ყოფნის გამო მათი გადარჩენის შანსები, სხვებთან შედარებით, მცირეა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის კუნძულოვანი სახელმწიფოების მესამედმა სამიტზე ოფიციალური წარმომადგენლის გაგზავნა კოვიდშეზღუდვების გამო ვერ შეძლო. ამის გამო, ბევრი მათგანი ღელავდა, რომ კონფერენციაზე სათანადოდ ვერ წარმოჩინდებოდა შექმნილი სიტუაციისა და მოსალოდნელი საფრთხეების სიმწვავე ოკეანეთის ქვეყნებისთვის.
ოქტომბრის თვეში მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ზღვის დონის მოსალოდნელი მატება, შესაძლოა, მარშალის კუნძულების სტატუსზე აისახოს. 59-ათასიანი მოსახლეობისა და 180 კვ.კმ. ფართობის მქონე ქვეყანა, რომელიც 1 157 კუნძულს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ტერიტორიაა კლიმატის კრიზისის შედეგების წინაშე.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები