10 საყოველთაოდ ცნობილი "ფაქტი", რომელიც, სინამდვილეში, ტყუილია
ფოტო: Getty Images
ხშირად სხვადასხვა ადამიანის მონათხრობი ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ ზედმეტი კვლევა-ძიების ნაცვლად, მათ პირდაპირ ვუჯერებთ. ამან შეიძლება ყოველთვის არ დაგვაზიანოს, თუმცა არც მაინცდამაინც სასარგებლო აღმოჩნდეს.
ეს ყველაფერი საყოველთაოდ აღიარებულ და ნაცნობ ფაქტებსაც ეხება, რომლებზეც შეიძლება დღემდე არ დაფიქრებულხართ და უეჭველი ჭეშმარიტება გგონიათ. თუმცა ქვემოთ მოცემული 10 "ფაქტი" დაგარწმუნებთ, რომ აქამდე ნამდვილად სიცრუეში გიცხოვრიათ.
1. "მრავალი ხომალდი და თვითმფრინავი ბერმუდის სამკუთხედში მისტიკურად გაუჩინარდა"
ფოტო: Getty Images
ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ თუ რაოდენობას სხვა წყლებსა და ოკეანეებს შევადარებთ, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებები ხშირად მოძრაობს, აღმოჩნდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის მონაცემებს გაზვიადებულად აღვიქვამთ. გაუჩინარების მიზეზი კი შტორმები, გაუმართავი ტექნიკა ან ადამიანთა შეცდომებია.
2. "იესო თეთრკანიანი იყო და გრძელი თმას ჰქონდა"
ფოტო: Getty Images
არ არსებობს იმის ზუსტი მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიყურებოდა იესო. ბიბლიაში იესოს გარეგნობის შესახებ ცნობები ძალიან მწირია, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მას იმაზე მუქი ფერის კანი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია: ის პალესტინელი ებრაელი იყო და საეჭვოა, რომ ისეთივე თეთრი კანი ჰქონოდა, როგორც მას ხშირად გამოსახავენ. ვიზუალის ის ელემენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გავრცელებულია იესო ქრისტეს გამოსახულებებში, ევროპელი ქრისტიანების წარმოდგენითაა შექმნილი: მათ ის ისეთივე წარმოედგინათ, როგორებიც თავად იყვნენ, ისევე როგორც, დღეს შეხვდებით აფრიკაში შავკანიანი იესოს ხატებს, ჩინეთში კი — აზიელ ქრისტეს.
რაც შეეხება მის ვარცხნილობას, ადრეულ ხელოვნების ნიმუშებში მას მოკლე თმით გამოსახავდნენ, ხოლო გრძელი თმით ჩანაცვლება IV საუკუნის ბერძნული და რომაული ღმერთების გავლენით იწყება.
3. "სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს"
ფოტო: Getty Image
სინამდვილეში, ეს იდეა ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის, რომელიც დეზინფორმაციას, რომ სიბნელეში ხედვის უნარს სტაფილო აუმჯობესებს, მიზანმიმართულად ავრცელებდა. მთავრობა ასე ცდილობდა, სარადარო სისტემების არსებობაზე მეორე მსოფლიო ომის დროს არავის გაეგო: მათი მხედველობა ხომ სტაფილოს ჭამის გამო ისედაც უშეცდომო იყო, რაში დასჭირდებოდათ რადარები!
4. "მარჯვენა ტვინის" ან "მარცხენა ტვინის" ადამიანი ხართ
ფოტო: PIXABAY
ჩვენი უნარები რეალურად ასე არ არის გამიჯნული. არ არსებობს ცალსახად მარცხენა ან მარჯვენა ტვინის ადამიანები, რადგან კოგნიტიური უნარების უმეტესობაც კი, მაგალითად მათემატიკა, ოპერირებისთვის ტვინის ორივე მხარეს იყენებს.
5. "ჩვილები ტკივილს ვერ გრძნობენ, ამიტომ ოპერაციის დროს მათ ტკივილგამაყუჩებელი წამლების არ სჭირდებათ"
ფოტო: Shutterstock
ალბათ, ეს აზრი საკმაოდ უჩვეულოდ გეჩვენებათ და მართალიც ხართ. ბავშვები ნამდვილად გრძნობენ ტკივილს და ამის შესამსუბუქებლად სხვადასხვა გზა არსებობს.
6. "როცა ჭიაყელა შუაზე იყოფა, შედეგად ორი ჭიაყელა იბადება"
ფოტო: Getty Images
სინამდვილეში, მხოლოდ იმ ნახევარს, რომელსაც თავი აქვს, შეუძლია ახალი კუდი გამოიზარდოს და გადარჩეს, ხოლო მეორე ნახევარი კვდება.
7. "მზე ყვითელია და ამას ყოველ ჯერზე ჩვენი თვალით ვხედავთ"
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
მზე რეალურად თეთრია და ჩვენთვის ყვითლად იმიტომ გამოიყურება, რომ მას ატმოსფეროს გავლით ვუყურებთ.
8. "გრიპის სეზონზე C ვიტამინი უნდა მოვიმარაგოთ"
ფოტო: Getty Images
შეგიძლიათ, დედას უთხრათ, რომ ის ცდებოდა. C ვიტამინის დანამატები ძალიან სუსტად ან საერთოდ არ მოქმედებს გაციების თავიდან აცილებასა და შემცირებაზე. შეიძლება, თავი ოდნავ უკეთ იგრძნოთ, მაგრამ გრიპის დაწყების შემდეგ მიღებული C ვიტამინით ვერ განიკურნებით.
9. "ადამიანის სიცოცხლის ერთი წელი ძაღლის ან კატის 7 წლის სიცოცხლეს უდრის"
ფოტო: Getty Image
კატების შემთხვევაში ეს ხშირად მართლდება, მაგრამ ძაღლებზე იმავეს ვერ ვიტყვით. ძაღლებისთვის ეს დამოკიდებულია ზომასა და ჯიშზე, რადგან ამ ინდიკატორების მიხედვით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ამასთანავე, ძაღლისა და კატისთვის პირველი დაბერების ასაკი 2 წელია და ეს პროცესი თავიდან იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანი "14 წელში" წარმოიდგენს.
10. მდედრი ჩოქელა შეჯვარების შემდეგ მამრს ჭამს
ფოტო: Getty Images
ეს არც ჩოქელების ყველა სახეობას ახასიათებს და არც ყოველ ჯერზე ხდება. იმ სახეობებისთვისაც კი, სადაც ასეთი აქტივობა შეინიშნება, პარტნიორები მამრების მხოლოდ 28% ჭამს.
ბონუსი: ალბათ, თქვენც გსმენიათ ბობ მარლის ჰიტი Don't Worry, Be Happy. რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ ეს სიმღერა ბობ მარლის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ ჩაიწერა და მას სულ სხვა მომღერალი, ბობი მაკფერინი მღერის.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები