აშშ-მ გამოსცა პირველი პასპორტი, რომელშიც გენდერი არ არის დაკონკრეტებული
აშშ-მ უკვე გამოსცა პირველი პასპორტი, რომელშიც გენდერი დაკონკრეტებული არ არის და კატეგორიად მითითებულია "X". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია იმ ადამიანების უფლებების აღიარებაში, რომლებიც თავს მამრობით ან მდედრობით კატეგორიას არ მიაკუთვნებენ. ამჟამად მხოლოდ ერთი ასეთი პასპორტი დამზადდა, მომავალი წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ იგივე შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი მოქალაქეების უფრო ფართო ჯგუფებისთვისაც.
LGBTQ უფლებების საკითხებში აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ჯესიკა სტერნმა ამ სიახლეს ისტორიული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დროული გადაწყვეტილება იყო, რადგან ადამიანს სქესის მახასიათებლის უფრო ფართო სპექტრი აქვს, ვიდრე ამას ძველი პასპორტის ორი გრაფა ასახავდა.
დეპარტამენტში არ აცხადებენ, თუ ვინ მიიღო პირველი პასპორტი, მაგრამ მედიაში გამოითქვა ვარაუდები, რომ ეს შეიძლება დანა ზიმი იყოს, რომელიც 2015 წლიდან სასამართლოში იბრძოდა, რათა მისთვის ინდივიდუალური პასპორტი მიეცათ.
დანა ზიმი ბუნდოვანი ფიზიკური სექსუალური მახასიათებლებით დაიბადა, თუმცა ის როგორც ბიჭი, ისე გაზარდეს. მას ასევე რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, რათა მისი სხეული ბოლომდე "მამრობითი სქესის შესაფერისი" ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ.
ზიმმა პასპორტი ვერ მიიღო, რადგან შევსებულ განაცხადში მისი სქესი გაურკვეველი აღმოჩნდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, პასპორტის მისაღებად საჭირო აპლიკაციის შევსებისას ზიმმა ორივე გენდერი მონიშნა, "ინტერსექსი" მიუწერა და მოითხოვა, რომ "X" გენდერის აღსანიშნად ცალკე გრაფა გამოეყოთ.
სახელმწიფო დეპარტამენტში ივნისში განაცხადეს, რომ პასპორტში გენდერის X კატეგორიას იმ ადამიანებისთვის დაამატებდნენ, რომლებიც თავს მამრობით და მდედრობით კატეგორიებს არ მიაკუთვნებენ. ამჟამად დეპარტამენტი უკვე საშუალებას აძლევს განმცხადებლებს, რომ გენდერი თავად აირჩიონ და ამისთვის მათ სამედიცინო სერტიფიკატის წარმოდგენა არ სჭირდებათ.
ასე რომ, აშშ უერთდება ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ნეპალსა და კანადას, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საშუალებას აძლევენ, პასპორტებში მამრობითისა და მდედრობითის გარდა სხვა გენდერიც მიუთითონ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები