ტალღების თვლას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაუარესების ტენდენცია გვაქვს — სერგეენკო
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე კორონავირუსის გავრცელების ტალღების თვლას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაა.
"ვართ იქ, რომ ტალღების თვლას, უკვე მესამე არის, მე-4 და მე-5, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები, რაც გვაქვს და იზოლირებულად განვიხილოთ ჩვენი ქვეყანა, არის გაუარესების ტენდენციით, რაც გასაგებია, რაც ნიშნავს: მეტი დაავადებული და სამწუხაროდ, მეტი გარდაცვალება", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
არსებულ მდგომარეობას სერგეენკო ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს და აცხადებს, რომ აცრებზე საინფორმაციო კამპანიისას დაფარული არ იყო მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელსაც ვაქცინაციის საჭიროებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობა, რომ 10-ჯერ ან 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე დღეს ცრის და ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
"ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვან ნაწილს, აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი. ის სეგმენტი, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, პრაქტიკულად, დაფარული არ იყო იმიტომ, რომ საინფორმაცია კამპანია მიდიოდა იმ სახით, რითიც მიდიოდა: ბილბორდები, განცხადებები, კლიპები ტელევიზიაში და ა.შ", — განაცხადა სერგეენკომ პალიტრანიუსის ეთერში.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობა კომუნიკაციების დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და ჯანდაცვის სისტემას რეკომენდაცია მისცენ.
"ახლა აუცილებელია გაკეთდეს თვისობრივი შეფასება მდგომარეობის, ანუ ამ დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა, ვგულისხმობ, კომუნიკაციის მცოდნე ადამიანებმა, უნდა შეაფასონ, რატომ არის რეზისტენტობა მოსახლეობაში და რჩევა მისცენ ჯანდაცვის სისტემას, რომ სელექტიურად როგორ იმოქმედონ ამაზე", — თქვა მან.
21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 896, ხოლო გარდაიცვალა 29 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.
NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მე-5 ტალღა დაწყებულია და წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი არ გამორიცხავს, რომ აგვისტოს მსგავსად ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები გაიზარდოს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღევანდელი ტემპით გაიზრდება, ქვეყანაში საწოლფონდის პრობლემა დადგება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კი აცხადებს, რომ ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები