ომბუდსმენმა გაეროს მომხსენებელს პირადი ცხოვრების დაცულობის შესაფასებლად საქართელოში ჩამოსვლა სთხოვა
სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ჯოზეფ კანატაჩის საქართველოში ჩამოსვლა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა სთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ კანატაჩის წერილობით მიმართეს და მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენებისა შესახებ. საუბარია 13 სექტემბერს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებულ ფაილებზე.
"გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული", — აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
გარდა გაეროს სპეციალური მომხსენებლისა, სახალხო დამცველმა მიმართა საქართელოს პარლამენტსაც და სთხოვა პლენარულ სხდომაზე მიიწვიოს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.
სახალხო დამცველმა მიმართა გენერალურ პროკურორსაც და მოითხოვა საგამონაკლისო წესით იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, რომელიც მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
"სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის არასაკმარის საკანონმდებლო გარანტიებზე და მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების მომწესრიგებელი ცალკეული საკანონმდებლო ნორმები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
2017 წელს სახალხო დამცველმა, საქართველოს მრავალ მოქალაქესთან ერთად კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოში სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ არსებითად განხილვის სხდომები 2018 წელს დასრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აპარატში აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, პროცესში გაეროს სპეციალური მომხსნებლის ჩართვის შემთხვევაში მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტიან ღონისიძიებებს გაატარებენ პირადი ცხოვრების დაცულობისთვის.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
გაიგე მეტი:
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები