წითლიძე ენგურჰესის თანამშრომლებს საარჩევნოდ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვაზე მოლაპარაკებებში ადანაშაულებს — რას პასუხობენ ისინი
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ენგურჰესის ხელმძღვანელი პირები, ლევან მებონია და ჯონი ჭანია დევნილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაში ხელს უშლიან. კონკრეტულად, წითლიძე ამტკიცებს, რომ მებონია და ჭანია დევნილებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი, ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რათა 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და მის მიღმა მცხოვრებმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.
"ეს ადამიანები მონაწილეობენ დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რომ დევნილებმა ვერ შეძლონ მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა. და რაც ყველაზე მთავარია და საგანგაშოა, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ. საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა [...]
[ლევან მებონია და ჯონი ჭანია] არიან ქართული ოცნების წევრები, რომლებიც ამ არჩევნებში როგორც კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები, როგორც კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ეს ადამიანები წარმოადგენენ მხარეს, ახლა ჩადიან დანაშაულს ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე", — განაცხადა ანა წითლიძემ.
წითლიძე აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ მტიკიცებულებებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადასცემს. ის მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით.
On.ge დაუკავშირდა როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას, ისე თაღოვანი კაშხლის ექსპლოატაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ჯონი ჭანიას. ისინი წითლიძეს ბრალდებებს უარყოფენ.
"წარმოუდგენელი ცილისწამებაა და სისულელე უბრალოდ. როგორ შემიძლია მე, უბრალო ინჟინერს, ვიღაცას წავართვა პირადობის მოწმობა ან რუსეთთან გავმართო მოლაპარაკება საზღვრის დაკეტვაზე? ნორმალურ, ჭკუათმყოფელ ადამიანს შეუძლია ეს წარმოიდგინოს? ვინ მომცემს მე თავის პირადობის მოწმობას? რა უფლება მაქვს, რას წარმოვადგენ, რა ძალა მაქვს ასეთი? ან რუსეთთან როგორ უნდა გავმართო მოლაპარაკება საზღვრის დაკეტვაზე?
ადამიანს, რომელსაც შეუძლია საზღვრის დაკეტვა, ალბათ, გახსნაც შეუძლია, ხო? ლოგიკურად ხომ ასეა, ნიუტონის კანონია F=-F. ქმედება იწვევს ტოლსა და საწინააღმდეგოდ მიმართულ უკუქმედებას. დაკეტვა თუ შემიძლაი, გახსნაც შემიძლია და რას ვაწვალებ ამ ჩვენს ხალხს, გავუხსნი საზღვარს და შემოგრიალდება სუ ყველა აფხაზეთში", — უთხრა On.ge-ს ლევან მებონიამ.
იგივე პოზიცია აქვს ჯონი ჭანიასაც:
"ასეთი ბუნებაში არ არსებობს, ვარიანტი არაა. დოკუმენტები მაქვსო, ასეო, ისაო, მაგრამ, თუ აქვს, დადოს. ახლაც დადოს. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის, იქაც გააგზავნოს და აქაც გაასაჯაროოს, თუ აქვს [...] ვერც გავაკეთებ მე. ოკუპირებულებთან მე ჩემი ამ თანამდებობრივი მდგომარეობით როგორ შემიძლია ვაწარმოო მოლაპარაკება, რომ ეს გავუშვათ, ის გავუშვათ. მაშინ იმასაც ვეტყვი, რომ გახსნან საზღვარი".
ლევან მებონია ადასტურებს, რომ არჩევნებში ქართული ოცნების წალენჯიხის საკრებულოს პროპორციული სიით მონაწილეობდა. ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ნომერია ჯონი ჭანიას ცოლი, დარეჯან დადიანიც. რაც შეეხება მმართველი პარტიის წევრობას, როგორც მებონია, ისე ჭანია ამ ინფორმაციასაც უარყოფს.
"საკმაო ავტორიტეტი გამაჩნია იმისთვის, რომ ხალხმა ხმა მომცეს და ეს აწუხებს ამ ხალხს და ამიტომ იგონებენ ასეთ წარმოუდგენელ სისულელეს", — განაცხადა ლევან მებონიამ.
წითლიძეს ენგურჰესი ოფიციალური განცხადებითაც გამოეხმაურა და ბრალდებებს "უსაფუძვლო და რეალობას მოკლებული" უწოდა.
"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს ენგურჰესის ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება", — აცხადებენ ენგურჰესში.
განცხადებაში წერია, რომ წითლიძის ბრალდებები "ყოველგვარ ზღვარს სცდება" და მათთვის შეურაცხმყოფელია.
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
კომენტარები