კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში, 8-11 ოქტომბერს გაიმართა საველე ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში. ილიაუნის მკვლევარმა სტუდენტებმა სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით შეაგროვეს უხერხემლოების რამდენიმე ასეული სახეობა, რომელთაგანაც რამდენიმე ათეული სახეობა საკვლევი ტერიტორიისთვის, ხოლო რამდენიმე ერთეული საქართველოსთვის ახალი აღმოჩნდა.

ფოტო: ილიაუნი

ფოტო: ილიაუნი

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები: შოთა ჯაფარაშვილი, სოფო ბალხამიშვილი, ეკა არსენაშვილი, ალექსი მემიშიში, თინათინ ჩხარტიშვილი, მარიამ თოდუა, ბექა ჩიტაძე, გიორგი ბანანაშვილი, გიორგი იანქოშვილი, არმენ სეროპიანი და ნატალია ბულბულაშვილი.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.